"სამყარო შექმნა ღმერთმა და ბიძინამ" - ფსიქიატრიული დეგრადაცია, ანუ ნაპოლეონიდან დავით საგანელიძემდე
07-09-2017
"სამყარო შექმნა ღმერთმა და ბიძინამ" - ფსიქიატრიული დეგრადაცია, ანუ ნაპოლეონიდან დავით საგანელიძემდე
წინა პროვოკაციაში გარემოსდაცვითი პოლიტიკა დავიწუნე და არც უსაფუძვლოდ. მეწყერი და ღვარცოფი ხანძრების პარალელურად ბუნებას გვინადგურებს, მაგრამ არაა ეს სადარდებელი თურმე. მთავარია, ინვესტიცია შემოვიდეს, დენი ვაწარმოოთ და ისევ ქართველებსვე მიჰყიდონ მერე მამასისხლად! აჭარასა და სვანეთში ენერგეტიკული პოტენციალი ისევ ამ მხარეების დასაქცევად გვიბოძა ღმერთმა?! არ გაძღა ენერგეტიკული ბაზრის მუცელი. ეტყობა, ხელისუფლების მადა აქვს ენერგოდისტრიბუციასა და წ
არმოებას!


ამის მერე აღარ ვამტყუნებ ჩვენს დეფი ბატონს. წავა, აბა არ წავა ქვეყნიდან? უბრალოდ, ის გამიკვირდა, რატომ არ გაჰყვა თავის დროზე დიდი მამულიშვილის ნაკვალევს ჯერ ოდესაში და მერე - სხვაგან. ჯვარი აქაურობას და ახლა დანიაში ყოფილა მიშა. საინფორმაციო საშუალებებმა გვაცნობეს შექსპირის სიტყვების ინტერპრეტაციით, რომ დანიის სამეფოში რაღაც დალპაო და ამასაც თუ მიშას დააბრალებენ, ჩათვალეთ, ცუდადაა სამყაროს საქმე. ანუ დემოკრატიული დასავლეთიც საქართველოსა და
უკრაინის მსგავსად უმადურ-დაუნახავი ყოფილა!
დეფის წასვლა არ გვქონდა გამოტირებული და ბერგერმა "პიანი" ეთერი შემოგვთავაზა ბათუმიდან! აი, ეგ იყო ეთერი და ცოდვა-მადლის კორიანტელიც! რა დალია ასეთი, შავი ზღვისპირეთიდან ტვინი რომ ამოწოვა?! ახლა მთავარია, ეგ სხვა ზღვების სანაპიროებზე არ გავუშვათ, თორემ სახელს გაუტეხს სამშობლოს, სასმელს და ქართველ კუტურიებსაც. ამის მერე ჩვენთან ტურისტებიც არ შემოვლენ და მსოფლიო ბაზარზე სამამულო წარმოების ბრენდებიც გაუსაღებელი დაგვრჩება!

ერთმა ბატონმა საინტერესო დასკვნა გაასაჯაროვა: ფსიქიატრებმა დაასკვნეს, რომ განათლების დონის მკვეთრმა დაცემამ, სტაციონარებში ნაპოლეონთა და მაკიაველთა რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა. პაციენტებმა უბრალოდ, არ იციან მათ შესახებო. აი, ჯეჯელავას რომ მიეცა ჩვენი ბალღების ცოდვა, რამდენისთვის დაუნგრევია წარმოდგენითი კარიერა! გავა დრო და სტაციონარებში იტყვიან ასეთ რამეებს: "მე ვარ დავითსაგანელიძე" (ვიცი, რომ ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს დავითი და საგანელიძე, მაგრამ ფსიქიატრიულში ასე იტყვიან, დამერწმუნეთ!); "სამყარო შექმნა ღმერთმა და ბიძინამ", "მჩაგრავთ, რადგან მარგველაშვილ-პრეზიდენტი ვარ?" ამ უკანასკნელის მთქმელებს თავისი მრევლი ეყოლება და ალილუიასავით მოსძახებენ - გადადგეს ჭორვილელიო!

მოგეხსენებათ, ძაღლების ყეფა ქარავანს ვერ აჩერებსო. არც ჩვენი შეძახილები აჩერებს განათლების მინისტრს. ვაშლს რომ დაგვპირდა, ეს გასაგებია, მაგრამ სასკოლო სახელმძღვანელოების გამსუბუქებასაც აანონსებდა, თუმცა არც არაფერი გაუკეთებია. ისევ იმ მძიმე და "არაჰიგიენური" წიგნებით უნდა ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას, მიშას დროს რომ იყიდებოდა მამასისხლად... ჩემი მოსწავლეობის დროს, კომუნისტი ფუნქციონერების შვილების გარდა, სკოლაში ფეხით დავდიოდით ყველა. მე კინაღამ კილომეტრიანი გზა უნდა გამევლო, დადიოდნენ უფრო შორიდანაც. ვახერხებდით წიგნების ტარებას და ცოცხალი ვარ ისევ, არც ხერხემლის გამრუდების მეტყობა რამე. ახლა მოსწავლეებს სკოლაში ტრანსპორტი დაატარებთ და მძიმე ჩანთის ტარება როგორ უქმნით პრობლემას იმ ბავშვებს, რომლებსაც ლამის "სპალნაში" აკითხავს სასკოლო "მარშრუტკა"? აწევა-დადებასაც ვეღარ ახერხებენ გაზარმაცებულები?

რაღაც ზედმეტად მივადექი ამ ბოლო დროს განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს, არა? კარგი, მაგათ თავს ვანებებ და ორიოდე სიტყვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ვიტყვი: ყველა დროში გამოდიან მმართველი პოლიტიკური ძალის "მამები" და გვეუბნებიან: მოვდივართ მე და ჩემი გუნდიო! გადავხედავ ამ გუნდს და წინა ხელისუფლების ნაგუნდარები მრჩება ხელში. ჰოოოდა, ნუღა ამბობენ ამ "ჩემს გუნდს", თქვან - "მე და ჩემი რენეგატი პარტნიორები". ჯერ სრული სტატისტიკა არა მაქვს, რამდენ "პარტიაზე ნახტუნავები" უნდა შემოგვაჩეჩონ მერებად და საკრებულოს წევრებად, თუმცა, თბილისის მომავალი საკრებულოს უღიმღამო "ქოცური" სეგმენტი უკვე დაწუნებულია მრავალგზის და მრავალმხრივ!

პ.ს. იმისათვის, რომ სრული დღესასწაული გვქონდეს თავში, უნდა ჩავიდეთ ბათუმში, დავლიოთ ის სასმელი, რითაც ზალიკო გამოტყვრა და ჩავერთოთ "ფეისბუკის" "ლაივში" ან დელფინი დავაჩოქოთ ისე, როგორც ეს ქართული კულტურის დივამ - ლელამ მოახერხა...

ლუხო
05 ოქტომბერი 2017 20:41


სასაფლაოზე იზრდებიან ხეები სწრაფად
(დევანდელობა ამას მაგონებს)


სასაფლაოზე იზრდებიან ხეები სწრფად,
მოლის ბალახსაც სულსწრაფობის დაჰკრავს ელფერი,
აქ წელიწადებს მდუმარება წამებათდ ართავს,
და დროში ჰკარგავს, დავიწყებას როგორც შეჰფერის.

აქ ყველაფერი, მოძრაობას უკუღმა იწყებს.
დღევანდელ ღამეს გუშინდელში სტოვებს გირაოდ,
უარყოფისკენ დააბრუნებს სათის ისრებს,
ათას წლის შემდეგ, რომ ხელახლა დაატრიალოს.

მხოლოდ ეგ არის, გარდასახვა როცა იწყება,
წარსულის ხსოვნა სამუდამოდ დაავიწყდება.
*


elene
28 სექტემბერი 2017 13:19
გულგატეხილი ვარ!
. . . როცა ასეთ უმდაურობას ვხედავ ოცნებისაგან, ჩემთვის ტრაგედიაა!
ახლანდელი პარლამენტარევის ნახევარზე მეტმა ოცნება რა იყო სულ არ იცოდა, მაგრამ ხომ მოხვდნენ პარლამენტში!
სპორტსმენების გამკვირვებია (ახლა ფეხბურთელები) - კარიერას პარლამენტში აგრძელებენ! ოცნების ყოფილ მომხრეებს დაგვცინიან - კადრები არ არ გვყავსო . . .
MAR
08 სექტემბერი 2017 03:18
ეჰ გაშხამდა წუთისოფელი, ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ვეძებდეთ, საწყალი საქართველო და ხალხი, როგორ უპატრონოდ დაგვყარა ღმერთმაც და გამჩენმაც

რედაქტორის რჩევით