დონ ქუცნას და მუსიე ჟოფრეი მეჭიაურის დაპირისპირება და ცოცხლად დამარხული "ნაციონალები
დონ ქუცნას და მუსიე ჟოფრეი მეჭიაურის დაპირისპირება და ცოცხლად დამარხული "ნაციონალები
ეს თვითმმართველობის არჩევნები, როგორც ვამბობდი, "ლურჯი" აღმოჩნდა. მეჭიაური და მეორე ტურები არაფერია, მაგას მოევლება. უბრალოდ, დონ ქუცნას ძალიან გაუფუჭდა სახელი მუსიე ჟოფრეი მეჭიაურთან დაპირისპირების გამო! რას გადაეკიდნენ ამ კაცს ეს ქოჩრიანი ბიჭები, ვერ გავიგე. ნუთუ არ შეიძლება, "სხვა ფერის" მერი იყოს ამ სახელმწიფოში? ბორჯომში ძალიან სუსტი კანდიდატი წარუდგენიათ 41-იანელებს, სამაგიეროდ, - ძლიერი "პატრიოტი" ჰყოლია სპა-ს (ანუ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს") და "დლია დემოკრატიი", იყოს თიანეთში ყოფილი "ქოცი" მეჭიაური და ბორჯომში -
"ალიანსელი", რა მოხდება?

აი, თქვენ რა გითხარით, "ქოცებო"! მამაქალაქი ქუთაისი კინაღამ "აიღო" მიშას ნამინისტრალმა ვაშაძემ. გასაგებია, რომ მაინც ჭიღვარია იქნება ქუთაისის მერი, მაგრამ პირველივე ტურზე რომ ვერ "აირჩიენ", ეგ გამიკვირდა! კალაძემ კი 209-ათასიანი მხარდაჭერით თბილისის მერობას გამოჰკრა ხელი. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ 1-პროცენტიანი "ხოხბის ნაშიერი"
სუბიექტები აპელირებენ მის სამტრედიელობაზე.

ამას წინათ ვთქვი, "ქართული ოცნების" სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეა-მეთქი და ორმხრივი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდი! "ქოცებმა" თქვეს, მაგათ გარეშეც ვართ მაგრებიო, ოპოზიციის სპექტრმა ცალკე ამიკლო, ვინაა სუსტიო?! გადაჭარბებული ოპტიმიზმი კი დაემსხვრათ 21 ოქტომბერს ბატონებს, მაგრამ მანამდე "ქოცებისთვის" "ნაცი" (ან მათთან გათანაბრებული ოპოზიცია) ვიყავი, ოპოზიციისთვის კი - "ქოცი". ამათი ვერა გამიგია რა, სიმართლეს ეტყვი და სწყინთ, არ ეტყვი და ტანკისტებად მოაქვთ თავი!

რამდენი სისულელე ეთქმევინათ პოლიტიკურ სუბიექტებს ამ დღეებში, აღარ მკითხოთ! ვაშაძემ მიმართა გლდანელ ამომრჩეველს დაახლოებით ასე: - გინდათ, იყოთ მაჩანჩალები? არ დამიჭიროთ მაშინ მხარი! შალვამ კი ისეთი რამე თქვა, ათი შალვასგანაც რომ არ მოველოდი: ამ ნაძირალა ქართველი ხალხისთვის როგორ გავტანჯე ოჯახიო... ცალკე გოგი წულაია ცვლის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას: - დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ (რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას). ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ "გავაბედნიერებო! ეს რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე, თორემ ჩვენი პოლიტიკოსების სიბრძნეებს რომ მოვუყარო თავი, ასტომეული მაინც გამოვა!

21 ოქტომბრის მიწურულს ყველა წაგებული იძახდა, არჩევნები გაყალბდაო. საუბნო კომისიებს შეაწმინდეს თავისი ურეიტინგო იმიჯი, აქაოდა, კომისიებმა ვერ იმუშავესო. ეგ ცალკე თემაა, პროცედურული დარღვევები რომ ჰქონდათ, მაგრამ ხურდა ფულზე რომ ამუშავებენ კომისიის წევრებს, აბა, რა ეგონათ? აკადემიკოსები მისცვივდებოდნენ უბნებზე სამუშაოდ? ქალბატონმა ჟვანიამ გადახედოს თავის შემოსავლებს, შეადაროს მერე საუბნო კომისიის ხელფასს და აღარ გაუკვირდება "შეცოდებანი" და შეცდომანი!

პ.ს. გურიაში "ნაციონალი" კანდიდატი ბიძინას დისკრიმინაციას საჯაროდ ცდილობს: - თავისუფლების მოედნის, ბოტანიკური ბაღისა და თაბორის მთის წაღება, ბათუმისა და აჭარის სანაპიროს გაჩანაგება, ერთპარტიული კონსტიტუციის თავზე მოხვევა, ყველაფერი იმის ნათელი მაგალითია, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ცნობილი იყო როგორც ქველმოქმედი, ეს ქვეყანა უნდა როგორც საკუთარი ეზო და ის არანაირი ქველმოქმედი არ ყოფილა. ყველა ქველმოქმედება, რომელიც მან გასწია, ინვესტიცია იყო და ის 10-ჯერ და 100-ჯერ მეტად იბრუნებს ამას ჩვენი და თქვენი საერთო ქონების ხარჯზე". ერთი გურული პასუხობს: ბიძია, შენ გეტყობა, არ იცი ახალი ანეკდოტიო... აბა, გვითხარიო, მიუგო "ნაციონალმა". ჩოხატაურში მანქანა გადაუბრუნდათ "ნაციონალებს" და ეგრევე მიწა მიაყარეს გურულებმა. პატრულმა იკითხა, - ეგებ ცოცხლები იყვნენ, რატომ დამარხეთო? დამმარხველებმა მიუგეს, - კი ამოიკრუსუნეს, ცოცხლები ვართო, მაგრამ მაგათ რამე დაეჯერებათო?...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
irina ira xulo somxisa
03 ნოემბერი 2017 05:36
Vamayob rom somxis qali var. Somxebs gaumarjos.
Simartle
27 ოქტომბერი 2017 20:38
Da mainc ra mindao?iqneb tan axsna ganmarteba daakolo xolme.Qoci xar da qocad darchebi,araferi ar geshveleba.
d
27 ოქტომბერი 2017 16:31
,,ისინი ჯერაც არ ჩამოსულან მთიდან" , რეჟისორი და სცენარის ავტორი ქართული პოლიტიკა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები