ლარი ჯანდაბაში, ტარიფები იმის იქით, გუგულ-ენძელები პარლამენტში, ანუ რას ვთხოვ ქვეყნის მთავარ სანტას?
ლარი ჯანდაბაში, ტარიფები იმის იქით, გუგულ-ენძელები პარლამენტში,  ანუ რას ვთხოვ ქვეყნის მთავარ სანტას?
საახალწლოდ ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და მამაპაპურად დავთვერი, მაგრამ არ ვდარდობ. ჩემმა მტერმაც არ უყუროს ფხიზელი თვალით ამ ცხოვრებას, "საზმაუს", "იმედს", "კავკასიას" და "რუსთავი 2"-ის ეთერს.

მინდა ვიკითხო (სამწუხროდ, უმისამართოდ), რას ცვლის ის, რომ "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონის თანახმად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო (პრემია) აღარ გაიცემა? სამაგიეროდ, მაღალი თანამდებობის პირების მოადგილეებსა და უფრო დაბალი თანამდებობის პირებზე მაინც
გაიცემა წლის განმავლობაში სახელფასო დანამატის თანამდებობრივი სარგოს 20%, ხოლო ფულადი ჯილდოს მაქსიმალური ოდენობა - წლიური თანამდებობრივი სარგოს 10%. მივხვდი, რატომ გაბერეს კიდევ ერთხელ მოადგილეებისა და სპეციალისტების საშტატო ერთეულები. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მინიშნულ-მონიშნული ხალხი კარგად ფლობს გაყოფის ხელოვნებას! არავინ დაიწყოს ახლა მტკიცება, "ქართული ოცნების" ადმინისტრაციული
რესურსები ისეთი უნიათოები და უნიჭოები არიან, რომ მათთვის მოადგილეები, უამრავი მრჩეველი და კონსულტანტი აუცილებელიაო! თუ არაფერი იციან და არ შეუძლიათ, გაეშვათ გუგავა თანამდებობაზე და საერთაშორისო დიპლომატიიდან კანალიზაციის მილის გასკდომამდე ყველა პრობლემას მოაგვარებდა!

წინა კვირაშიც გამოვიყენე სიტყვა უნიათო და ვიღაც "მწარე ქოცი" დამესხა თავს: აი, აწ უკვე გაშიფრულო "ნაციონალო", შენი ადგილი უკრაინაშია და ილოცე მიშაზეო! გინების ხასიათზე დავდექი უცებ, მაგრამ ჩემი "აღზრდილობა" ამის უფლებას არ მაძლევდა და მრავალმნიშვნელოვნად ჩავიღიმე მხოლოდ. მოგეხსენებათ, ამერიკა კრიზისიდან ღიმილით გამოვიდა და ეგებ, ჩვენც გვიშველოს სიცილმა, თანაც, ჩვენ რომ გვაქვს სასაცილოდ საქმე, ისე ვის აქვს? ლარი მიწასთან გასწორდა, კომუნალური მომსახურების ტარიფები იზრდება, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ გუგულ-ენძელები ისევ პარლამენტში ბრძანდებიან! მართალია, ბუნებას ვერ ვიცავთ, მაგრამ ეს ორი "სახეობა" ხომ გადაგვირჩება?

ქვეყნის მთავარ სანტას მინდა ვთხოვო, რომ 2018 წელში კახი კახიშვილის მსგავსი მინისტრები მოგვიძებნოს, თორემ ტოტალური პრემიერ-მინისტრობა და ზვიად რატიანი დაგვემართება მთელ ქვეყანას! კიდევ ვთხოვ სანტა-ბიძინას: ლარის კურსის სიმტკიცეს, საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდას, ტარიფების კლებას, სამუშაო ადგილებს, გარემოს დაცვასა და ყველაფერ იმას, რასაც დაგვპირდა 2012 წლის 1-ლ ოქტომბრამდე...

"ნაციონალები" ცოცხალი თავით სანტას არაფერს სთხოვენ. დიდი-დიდი, მიშას კარგად ყოფნა ისურვონ, მათთვის ერთადერთი ნეტარება ეგაა.

"ლეიბორისტებისთვის" გუგავა ყველა სურვილს აასრულებს. ერთი ის მაინტერესებს, წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე შალვას ხმებს თუ "უჩალიჩებს"? "გირჩის" ხალხს საერთოდ არ უნდა არაფერი, ერთხელ მოსწევენ მარიხუანას და ეგაა სულ (აქვე კითხვა, გასულ ახალ წელს რომ დათესეს მარიხუანა, მისი მოსავალი მარტო გასაბერი ეკლესიის მრევლს ეყო თუ თავად ჯაფარიძესაც?), აი, "ჩვენთვითონ" პაატა დავითაიას უთქვამს, მე სანტასი არაფერი მინდა, მე თვითონ ავისრულებ სურვილებსო! გოგი თოფაძე, ხაჩიკაშვილი კიდევ უცნობის განაცნობებული სიძის კომპანიის ტენდერებიდან სრულიად "მოქესტვას" ითხოვენ და ბოლოს, გულმოწყალე ქოც-ჰუმანისტები ოთო აბესაძის გათავისუფლებას! თვალი გადავავლე ფეისბუკ-საზოგადოებას, სადაც ერთადერთი მოთხოვნაა: მიმოწერა კოპირებული ტექსტების, "ატკრიტკებისა" და გიფების გარეშე!

პ.ს. ლუსტრაველ-რუსთაველზე პატარებისთვის სანტასთან ერთად ფოტოს გადაღება ფასიანი იყო. მიშისტების თქმით, ეს ბიზნესიც ბიძინასია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
megzuri
11 იანვარი 2018 23:12
ბატონებო ნუ იწყვიტავთ ნერვებს.... არ ახსოვს ისტორიას რომ რომელიმე საზოგადოებას რომელიმე ქვეყანაში
რომელიმე საუკუნეში ყოლოდა ხალხისაგან მოწონებული ხელისუფლება.
აქ ერთადერთი კრიტერიუმი არის თუ ვინ და რა გააკეთა სახელმწიფოსა და ხალხისათვის..... ანუ ყველაფერი
შედარებითია.........
ბევრი გვესმის რომ საბაზრო ეკონომიკა არის ყველაზე უკეთესი რაც კი ადამიანებს შეუქმნიათ, მაგრამ ნათლად
სჩანს რომ მას უფრო მეტი უარყოფითი აქვს ვიდრე დადებითი, თორემ როგორ ხდება რომ დედამიწის 75-80 % -ს
აქვს ბანკის კრედიტები ??? რატომ გვყავს ამდენი უსახლკარო და მშიერები??? რატომ პენსიონერები ასეთ დღეში ??? რატომ ახალგაზრდები და მის წინა თაობები ასე გაუნათლებლები ??? რატომ რომ საზოგადოებებმა არ იცის
რა მიელით მომავალში ??? რატომ, რატომ და რატომ ???
megzuri
11 იანვარი 2018 22:51
ბატონებო მაქვს გამოსავალი საყოველთაო სიღარიბისაგან...
ჩვენ უნდა შევამციროთ არჩევნებში "გამარჯვებული" დეპუტატების,მინსტრების და მათი მოადგილეების,,, ასე შემდეგ
სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობების დაკავების ვადები 2-ჯერ...
მეორედ არჩევის და საჯარო სამსახურში მსახური უნდა აიკრძალოს კანონით...
ასე და ამგვარად მოისპობა უმუშევრობა და სიღარიბე... ყველამ უნდა იმყოფინოს ამ პერიოდში ნაშოვნი მომავალი
ბიზნესისათვის...............
თუ ვინმეს უკეთესი შემოთავაზება გაქვთ გელოდებით
simartle
10 იანვარი 2018 21:07
გავაზელ-ს
კარგად გამოგდით ქოცებს წყევლა-კრულვა ხიხოურად,მაგრამ ერთი გამეცი პასუხი-სად დავწერე ტყუილი?რადგან შენ გრძნობ თავს კარგად(მიგიშვეს საძოვარზე),მაშ ყველა თავს კარგად უნდა გრძნობდეს?საერთოდ დაკარგეთ რეალობასთან კავშირი?5 წელიწადში რომ ლარის კურსი გაგიორმაგდა ვერ ხედავ? დენის ტარიფების გაზრდას ვერ ხედავ?გაზის გაძვირებას ვერ ხედავ?კრიმინალი რომ გაიზარდა ვერ გრძნობ?შე დალოცვილიშვილო,შენ რომ მოგაწყვეს სამსახურში ეგ ხომ არ წყვეტს ქვეყნის ბედს?მართლაც სიბნელეა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები