ბოკუჩავა ზელს ცომს, ლობიოს არჩევს მეგი გოცირიძე, მელია სეფას გაშლის, ანუ "მიშადვიჟენიის" ქელეხი
ბოკუჩავა ზელს ცომს, ლობიოს არჩევს მეგი გოცირიძე, მელია სეფას გაშლის,  ანუ "მიშადვიჟენიის" ქელეხი
გიხაროდეს, ერო! echowaves-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ 25 აგვისტოს ღამეს 10 ათასს გადააჭარბა და არნახული ძიგძიგი იყო. ნეტავ ამ ფესტივალის ორგანიზატორებს, ესთეტიკურ მოგებაზე მეტად ფინანსური სარგებელი ხომ არ აინტერესებდათ? ეგებ მაგათ ნარკოტიკებით დაზარალებულთა რიცხვი დაეთვალათ, მაგრამ რომც დაეთვალათ, მაგაზე ილაპარაკებენ? თანაც, ნარკომანებს უფლება ჰქონიათ, თავის ორგანიზმს რაც უნდათ, ის უყონ, ოღონდაც ამ "უყონ"-ის მერე თუ საჭირო გახდა, სახელმწიფომ უნდა უმკურნალოს...

ანაკლიური ფესტივალი იქით იყოს, სასაცილო კამპანიას მართავს "გირჩი" ჯაფარიძე
- აუზში ელაპარაკება ამომრჩევლებს (ნეტავ რა სინდისით იწყებენ მტკიცებას, რომ მარიხუანა უვნებელია), მაგ აუზში წყალი ვინ ჩაუსხა მთავარი წიწვოვანიდან (ანუ მიშადან) გამოვარდნილ თუ ჩამოვარდნილ ზურაბ ჯაფარიძეს? ცალკე თემაა შტაბკვარწირა ვაშაძე! მგონი, "ნაციონალურ მოძრაობას" ქელეხს უმზადებენ თავად ამ პარტიის ლიდერები. წარმოიდგინეთ, რომ ბოკუჩავა ზელს სახმიადე ცომს,
ლობიოს არჩევს მეგი გოცირიძე, რომელსაც ამავე გვარის რომანი მოხარშავს, სალომე სამადაშვილი შილა ფლავს მოათუხთუხებს, მაია ორჯონიკიძე მწვანილს დაარჩევს, ტანმაღალი მელია სეფას გაშლის, მიჰა თევზის ნაირსახეობებს მოამზადებს, ბაქრაძე დანა-ჩანგლის მარაგს გამოიტანს ირმა ნადირაშვილის გაშლილ სუფრებზე. რაც შეეხება დატირების ცერემონიას, მაგას სანდრა უხელმძღვანელებს, მეგრული შეცხადებით!

დამერწმუნეთ, რომ უნდოდეს "ქართულ ოცნებას", "მიშადვიჟენია" ანუ "ნაციონალური მოძრაობა" კარგა ხნის გატანილი იქნებოდა პოლიტიკურ მორგში, მაგრამ ისე გადაასკვნა კუდები ამ ორმა პარტიამ, უერთმანეთოდ ვერც წარმოუდგენიათ თავი. დააშავებს "ქოცობა" რამეს, გამოცქმუტურდება ულვაშიანი გოცირიძე და ატეხს მეორედ მოსვლას, რასაც 41-იანული წარღვნა მოჰყვება: ოჰ, თქვე მეცოცხეებო, სიმბოლურად მაინც გაქვთ ატრიბუტიკად ცოცხი, თქვენი ვაშაძის ულვაშის სახითო!

ვიდრე "ქოცნაცობა" თავს იქცევს პოლემიკით, მანამდე ქვეყნიდან წამსვლელთა ნაკადი არ ილევა. ჩავლენ იოლი ცხოვრების მსურველები დასავლეთ ევროპაში, იქ დააკავებენ და აბრუნებენ უკან პანტაპუნტით. ალბათ ცოტამ იცის, რომ მიგრანტთა გადინების ათეულში საქართველო საპატიოდ "საცოდავ" პოზიციას ისევ ინარჩუნებს. ის კი გეცოდინებათ, ჩვენი მეგობარი მერკელის ქვეყნიდან ყველაზე "გულუხვად" ქართველებს ადეპორტებენ! სირიელებს აქვთ გერმანიაში დარჩენისა და მუშაობის უფლება, ქართველებს კი არა!
გასაოცარია, რომ ამიერკავკასიის ტურნეს ფარგლებში მერკელი ჯერ იყო საქართველოში, მერე სომხეთში და კიდევ უფრო საოცარი ისაა, მერე როგორ მიიღეს აზერბაიჯანელებმა ნაერევნალი მერკელი? მაგრამ, როცა საქმე ეხება ენერგეტიკულ საკითხებს, ვის ახსოვს ეთნიკური პატივმოყვარეობანი! ან გგონიათ, ანგელა დეიდა საქართველოში წითელი ხალიჩის გაუშლელობას დარდობდა ან კიდევ იმას, მისი პიჯაკის შესახებ რას იტყოდნენ მოდრესკოდე უსაქმური მოლაყბეები? ისიც არ ემახსოვრება მაგას უკვე, თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი რომ გადასცა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

პ.ს. მუნიციპალიტეტის მერი უკაცრიელ კუნძულზე მოხვდება ძალიან დიდი ხნით. ერთ დღეს მოცურდება ნავი, რომელშიც ულამაზესი ქალი ზის და ხელს უქნევს:
- მოდი ჩემთან, მე ის მაქვს, რაც შენ დიდი ხანია, არ გინახავს.
მერი მიცურავს გაჩქარებით და ფიქრობს:
- ვა, "ნიუჟელი" დიდბიუჯეტიანი ტენდერი აქვს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დავითი
31 აგვისტო 2018 10:37
ვიხალისე პროვოკატორის გამჭრიახობით.
ddd
31 აგვისტო 2018 09:56
ბრინჯი მრგვალი უხდება.
ნანა
30 აგვისტო 2018 22:08
ამ მეგი გოცირიძეს ვერ ვიტან რას წიოკობს ნაცებს ალბათ საფლავში ჩაყვება
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები