გადადგეს ბიძინა, გასუქდეს გახარია და მოეშვან "ნაცები" "სამარხვო ტყუილებს"...
გადადგეს ბიძინა, გასუქდეს გახარია და მოეშვან "ნაცები" "სამარხვო ტყუილებს"...
წინა "პროვოკაციაზე" ვირტუალურად კიდევ ერთხელ დამესხნენ თავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. გაიხაროს სალომემ, ეს რამდენი ვითომ შუაშისტის "ნაციონალური" სახე გვაჩვენა, რამდენს დაფარული ნიჭი გამოავლენინა! აქეთ თაკო ჩარკვიანის ამბიციურმა პოლიტაგიტაციებმა შეგვაძრწუნა, იქით მურმან დუმბაძის რენეგატობამ დაგვცა, ცალკე სამკაციანი "რესპების" მიშასადმი მიმტევებლობამ გაგვაოცა და ყველას თავისას რომ ვეუბნები, მერე გაასმაგებული ძალებით მწყევლიან, მკრულავენ და "ქოცს" მეძახიან!
აი, "ქოცებო", თქვენ რა გითხარით, "ნაციონალების" შემწყნარებლობა დაგიჯდათ თუ არა ფასი? ბერლინში თურმე სალომეს სულ 9 ხმა
მიუღია, დანარჩენი - "ნაციონალებს"! საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ ვკითხო, ასეთი შედეგი თუ არ უნდოდათ ჰქონოდათ, ეგებ გადაეხედათ, რამდენ დიპლომატს ვაჭმევთ პურს დოიჩლანდში?
მე იმას არ ვამბობ, რომ დასაქმებულმა აუცილებლად ხელისუფლებას უნდა დაუჭიროს მხარი, ეს რა ერთპარტიულ-კომუნისტური მიდგომაა, მაგრამ ხალხთან კომუნიკაციაში კი არ გაქვთ პრობლემა, ძვირფასო
41-48-იანებო, არამედ საკადრო პოლიტიკაში! ეს თქვენი ძვირფასი ეიჩარი, ეს თქვენი ძვირფასი სისტემის მსხვერპლი პროკურატურისა და სასამართლოს თანამშრომლები გიფუჭებენ რეიტინგს, მაააშ! ამიტომაც, გეთაყვა, სამსახურებში ათას პარტიაზე გადამხტარი ხალხი კი არ უნდა მიიღოთ, არამედ პროფესიონალები, რომლებიც საქმესაც გააკეთებენ, ქვეყანასაც წაადგებიან და არც ყავის სმითა და "მიჰას" დაბრუნების ოცნებებით დაიხეთქავენ გულებს!

თუ რომელიმე გაერთიანება არ მადარდებს, ეს პოლიტიკური ერთიანობებია! ვიდრე სახრავ-საკბილო აქვთ, მანამდე ერთგულად იმზირებიან, მაგრამ თუ გაჩნდა ფინჯანი ყავის დაკარგვის საშიშროება, ეგრევე გადაერთვებიან ახალ პოლიტიკურ რელსებზე! პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური იდეოლოგია, აქ, ჩვენთან, იდეოლოგია ერთია მხოლოდ, ოჯახი და თავი შეინახონ. ქვეყანა ფეხებზე არ ჰკიდიათ?

ისე, რა უცნაურია ეს ქვეყანა! ღმერთო, შენი განგების მადლი მოევლინოს ყველას, მაგრამ ეს "ნაციონალები" რომ გაჰყვირიან, "ოცნება" ხალხს პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან აძევებსო, არ გეცინება ზეცაში? ამდენ ტყუილს ტყუილზე რომ აბრახუნებენ, ხან პატრიარქის სიტყვებს ატრიალებენ ჯარასავით, ხანაც საბრალო მოხუცებს 400-ლარიანი, არარეალური პენსიით რომ თაფლავენ, რა უნდა ვუყოთ ამ კოლექტიურ მატყუარებს? თუ ეგ არაფერი და "სამარხვო ტყუილებს" (ანუ "სოიის ტყუილებს") არაფერი უშავს? სამაგიეროდ, სალომე მავნებელიაო, ომიო, რეზიდენტიო, პუწინიო, კრემლიო და ნეტავ ვაშაძეს ისე არ გამოაცხადებდნენ, თითქოსდა, კომუნისტური რუსეთი თვალით არ ენახოს!

არჩევნების მეორე ტურის თარიღის უცნობლობამ სულ გადაიყვანა ჭკუისგან "მიჰას" მომხრეები. "რუსთავიორელი" ნიკა ისეთი ლექსიკით ილანძღება ეთერიდან, ჭკუათამყოფელი კაცი არ უნდა უსმენდეს ამ "მიჰავიზიას", მაგრამ ცალკე "ნაცები" ვერ მოსწყდნენ "იმედის" ეთერს, ცალკე "ქოცობა" - "რუსთავი 2"-ს! ჰოდა, დაითხარეთ ნერვები, მოვა და შეგჭამთ მიჰა, გრიგორი ან სულაც მელია! ჰო, მელია, ნიკანორი! ისიც კი იკადრეს "ნაცებმა", რომ მეჩითოვმა რომ იბჟუტურა 9 აპრილზე, ეგაო სალომეაო! ადამიანებო, მეჩითოვსა და სალომეს შორის ან ასაკი არაა სხვაობა, ან სქესი, ან პროფესია?! ეს რომ ვიკითხე, ერთი ადამიანი გამომეცხადა და სულ "ქოცი" მეძახა. დავუყვავე, ჩემო კარგო, რა იყო, რა გაწყენინა სალომემ-მეთქი და ისაო, მე ადრე საოლქო კომისიის წევრი ვიყავი და ახლა აღარ ვარო. - საოლქოდან რატომ გაგიძახეს, რომელი პარტიიდან იყავი იქა-მეთქი? - "ნაციონალებიდან", აბა, სხვა ვინ დამინახავდა ამნაირ ნიჭიერსა და თავდადებულ ადამიანსო! "ნაცმოძიდან" რომ აღარაა კომისიის წევრი, მაინც "მიჰა" ჰყვარებია და რა ვუწამლო ახლა მე ამნაირ დაჩაგრულსა და "მიჰასთვის" მიზვარაკებულ მოქალაქეს? ასე მხოლოდ შეფარული "ნაცები" თუ მოიქცევიან, თორემ ნაღდი "ნაცები" სხვა ჩამოსხმისანი არიან! მათთვის არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, გარდა "ნაცმოძისა" და ლიდერები კი ჰყავთ ბლომად, რომელთაგან ზოგი პლანის მოყვანისკენ მოუწოდებს ერს, ზოგიც უკანალით აპირებს ოკუპანტი რუსეთის დაშინებას, ზოგიც სააკაშვილისგან დამოუკიდებლობას ღაღადებს და მერე ისე ეხუტება ევროპაში გახიზნულს, თითქოს ათი წლის დაკარგული შვილი ეპოვოთ!

პ.ს. "ნაციონალების" მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში უნდა გადადგეს ბიძინა, განქორწინდეს ბერა და გასუქდეს გახარია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გაგა
16 ნოემბერი 2018 11:35
მიშა მართლა მაგარი ყოფილა. ყოჩაღ. შევცდი 6 წლის წინ.
nina
16 ნოემბერი 2018 10:12
მართალს წერს ეს ბლოგერი. ასე, ქოცებო, თქვენი დემოკრატია და შეუზღუდავი ლიბერალიზმი ნაცებისადმი მკლიავს!
მედეა
16 ნოემბერი 2018 10:11
კარგი ხარ პროვოკატორო, სწორად დასვი აქცენტები.ძალიან რომ შეგაქო, შეგჭამენ ენმ-ელები.ზვიად გამსახურდიამ ბრძანა, რომ დრო მოვა ყველა თავის სახეს გამოაჩენსო.ალბათ, ახლაა ეს დრო, როგორ გამჟღავნდა ხუხაშვილი, ძაბირაძე თაკო ჩარკვიანი,ბერძენიშვილები, და ბევრი სხვა. საინტერესო დროში მოგვიწია ცხოვრება, თუმცა საქართველოსთვის სულ დაძაბული და ჭირ-ვარამიანი არ იყო დრო?! ტ ყ უ ი ლ ი ასე მძლავრად ბობოქრობდა, როცა --"ჩაუშესკუ-ჩაუშესკუ"-ს ეძახდნენ ედპ-ელები ზვიადს, ისეა ახლც-"მოღალატე, მოღალატე"-სალომე-ნაცებისთვის. მაშინ ვერ უშველა ხალხის მხარდაჭერამ ზვიადის იდეებს, რუსეთის იარაღმა სძლია, ახლა როგორ იქნება ნეტა? რუსეთი საიდუმლო აგენტებითა და ინფორმაციული "ბომბებით"გვიძალიანდება ვაშაძის გასაპრეზიდენტებლად, რადგან სალომე კატეგორიულად არ აწყობს-

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები