"ქოცნაცური" ქიცმაცურობა და თამაში "თეთრი მიჰა", რომელიც თვითმკვლელობისკენ უბიძგებს "ნაცმოძრაობის" რიგით წევრებს
"ქოცნაცური" ქიცმაცურობა და თამაში "თეთრი მიჰა", რომელიც თვითმკვლელობისკენ უბიძგებს "ნაცმოძრაობის" რიგით წევრებს
ინაუგურაციამაც ჩაიარა. აბა, მითხარით, ელოდით თუ არა, რომ ასე მოიქცეოდნენ "ნაცები"? "სკაიპ-ბიჭის" ჩართვებმა უმნიშვნელო შედეგი გამოიღო: აქაოდა, მახინჯი სალომე როგორ უნდა დაისვათ პრეზიდენტად, როცა მზეჭაბუკზე უფრო მომხიბვლელი ვაშაძე გვყავდა წარდგენილი უმაღლესი მხედართმთავრის პოზიციაზეო!
ამ საკითხს ქვემოთ უფრო მეტად გავშლი, მაგრამ ერთს ახლავე ვიტყვი: ეგებ მე მეჩვენებოდა და მელია ზედმეტად არაბუნებრივად მონდომებული არ იყო კახეთში აქტიურობის თვალსაზრისით? პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა და არ გამოსდიოდა, უბრალო მიზეზის გამო - ეგ მელიაა, მე ვარ
პროვოკატორი და ეგრე იოლი არაა, ძმაო, პროვოკატორობა!

დავიწყოთ იმით, რომ ლოგიკური და ელემენტარული ჭეშმარიტებაა ის, რომ "ნაციონალებმა" უფხო და უძარღვო ტყუილებით შეფუთეს თავიანთი საარჩევნო კამპანია. ისაო, "ქართულ ოცნებას", გენაცვათ, 5-5 კილო ხახვითა და კარტოფილით უყიდია ხმები და მოიგებდა, მა რა იქნებოდაო! ახლა მოიცათ! ხალხი ბრძენიაო,
ნათქვამია. თუ ამას არ დაიჯერებთ, მაშინ ლოგიკის ჩარჩოებიდან გამოსულხართ. თუ ხალხის სიბრძნეს დავიჯერებთ, მაშინ ხახვი და კარტოფილი უფრო მეტად ფასეული ყოფილა, ვიდრე "შტაბკვარწირა" ვაშაძე, თავის გუნდიანად.

ახლა ის დროა, გამოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა" და აღიაროს წაგებაც, პირადობის მოწმობების უტვინოდ გამოფრიალებაც, უხახვობა-უკარტოფილობაც და ქურდების ჩაურევლობაც ამ არჩევნებში! არ აღიარებენ და ნუ აღიარებენ, მოვა აქ 2020 წელი და საბედისწერო იქნება მაგ წელს არჩევნები არა მარტო "ნაცებისთვის", მგონი, "ქოცებისთვისაც", თუ აზრზე არ მოვლენ! ისე, რომ ვუყურებდი "ნაციონალების" ბრალდებებს, მეგონა, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკობდნენ... მოსყიდვა მაგათი მოგონილია, საარჩევნო ოქმების გაყალბებაც, ქურდების დახმარებაც (არ გვავიწყდება, როგორ მოცვივდნენ ხელისუფლებაში), დაშინებაც, სამსახურებიდან ტოტალურად ხალხის დათხოვნაც და ათასი ხრიკი და მამაძაღლობა! ბატონო "ნაცებო", ეგებ მარტო დაშინებაზე გელაპარაკათ, ჰა? მით უფრო, აგერ გახარიამ თვალიც ჩაგიპაჭუნათ და ისიც დაამატა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებსო! ვნახოთ, რას უზამენ ვანდალიზმში შემჩნეულ კირკიტაძეს ან იმ უზრდელ დედაკაცს, პოლიციის "პიკაპზე" აბობღებული რომ ილანძღებოდა!

ზოგადად, ცივი გონებით თუ შევხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ისევ "ნაცქოცობის" ქიცმაცურობაა, მეტი არაფერი. "ნაცები" ფაფხურობენ, ტრადიციულად, იტყუებიან, ილანძღებიან და ცილს სწამებენ ოპონენტებს, ქოცობა კიდევ, თანამოქალაქეებო, არ გვაცლიან ეს მიშისტები, თორემ ხალხზე ზრუნვით ვართ ჩახოცილებიო. ერთ დღესაც რომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", მერე რაღას იზამენ? აღარც "რესპები" ჰყავთ, ხელი რომ შეაწმინდონ, მიჰაც აღარაა იმხელა ბუა, ვინმე შეეშინდეს მისი. ამიტომაც, გეუბნებით, რომ მომდევნო არჩევნებზე ძალიან გაგიჭირდებათ ხალხის წინ კოპწიაობა და თავის მოწონება!

"მიშა ჩამოვა" - დამძახებლების ოდენობაც იკლებს, ეს კი უკვე "ოცნებისთვის" სტრატეგიულად ცუდია. რა გგონიათ, ფანატიკოსი მიშისტები ბევრნი არიან? ყველა ბობოლა "ნაციონალი" თავის ნაჭუჭშია ახლა, 9 წელში ნაპოვნ-მოგროვებულს დასტრფიან და დაჰხარიან, ეგებ ბიძინას პროკურატურამ არ ამოგვანთხევინოს ნაალაფარი და ევროპაში უპასპორტოდ გადაკარგული ჩამქრალი ლიდერი ვიღას გაახსენდება? ფანატიკოსებსაც მოჰბეზრდებათ ამდენი პროტესტი, ამდენი წანწალი თბილისში, თელავსა და ველისციხეში! ირმების მყვირალობა სრულდება და "ნაცმოძისაც" დასრულდება, აბა, რას იზამს. თუ თავისით არ დაასრულებენ, ერთი გაბრაზდება ინაშვილი და გაუერთიანებს თავ-ყბას ცინიკოს კოლეგებს, მერე გამოვიდეს ქალბატონი ლომჯარია ძვირად ნაქირავები ოფისიდან და განაცხადოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომ ოპოზიციას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება! შესაძლოა, ქალბატონ სახალხო დამცველს ცუდად ახსოვს სალომესეული მხარდაუჭერლობა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრისგან არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ უფლებები მარტო "ნაციონალებს" არა აქვთ, სხვაც ვართ ამქვეყნად, საზოგადოების "არანაცი" და "არაქოცი" ნაწილი!

პ.ს. სოცქსელებში აცხადებენ, რომ "ლურჯი ვეშაპის" ანალოგიური პოლიტიკურ-ციფრული თამაში "თეთრი მიჰა" კვლავ გააქტიურდა, რომელიც თვითმკვლელობისკენ უბიძგებს "ნაციონალური მოძრაობის" რიგით წევრებს. პოლიტიკური ანალიტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ამგვარი ტიპის თამაშები ანადგურებს სახელმწიფოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
11 იანვარი 2019 11:36
Eshmaki qocmacunebi :))
ალექს
25 დეკემბერი 2018 12:12
რამდენი ბოროტება აქვს ჩადენილი და რამდენი დათესა ,რომ აღმოცენდეს მომავალში ?!
jugu
23 დეკემბერი 2018 11:42
რატომ გავიწყდებათ?ვინ ჩააბარა ტერიტორიები რუსეთს?ვინ გადასცა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს>?ვინ გაავსო ციხეები პატიმრებით,პრობაციონერებით?ვინ ჩახოცა ახალგაზრდები?ომში რამდენი ადამიანი დაიღუპა?ვინ მოაწყო 7 ნოემბერი და 26 მაისი?ვინ აუპატიურებდა პატიმრებს?ვინ ართმევდა ქონებებს? და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი რამ.ნუთუ ასე მალე დაივიწყეთ ეს ყველაფერი?ვისაც ესენი არ შეხებია ,იმათთვის კარგი იყო მიშა,მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან..ამიტომ ნაცების დრო წასულია და ისინი ვერასდროს ვერ მოვლენ ხელისუფლებაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები