მთაწმინდიდან გამოქანებული "ქოცნაცობა", "პუწინისტური კაგოცელი" და მიშა კვლავ საქართველოს გადასარჩენად
მთაწმინდიდან გამოქანებული "ქოცნაცობა", "პუწინისტური კაგოცელი" და მიშა კვლავ საქართველოს გადასარჩენად
ქვეყანაში იმდენად აირია მონასტერი, რომ აღარ ვიცი, საშველი სოლოლაკის სასახლეში მაინც თუა. ჯერ პარლამენტში დაჭამეს ერთმანეთი ვითომც მხოლოდ მოსამართლეების სიის გამო, ეკლესიაშიც კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მაღალი იერარქები. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ამბიონიდან მეუფე პეტრეს "უგუნური და ჭკუადაკარგული" უწოდა, რაზეც მეუფე პეტრემ სახარებისეული ალუზიებით უპასუხა, მამხილებელი წერილი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი მარცვალი იქნება, იმედიაო, დააყოლა "კანტროლკა".

ბუნებრივია, შიგადაშიგ "ქოცობა" "ნაცობას" "ეშპილკავება" და მოუწოდებს მთაწმინდიდან გამოქანებისკენ, მაგრამ ყველაფერზე ხელის შეწმენდა უკვე აღარ გამოსდის
მმართველ ძალას.

გავლენების გაძლიერება-შენარჩუნებისთვისაა ეს ორომტრიალი, თორემ სამმილიონიანი ქვეყნის გაძლიერებას რომ ეძღვნებოდეს ანაფორიანთა და უანაფოროთა დაპირისპირება, ვინ იდარდებდა რამეს? მთავარი სადარდებლის ჩრდილში დაყენება კი ისწავლა ხელისუფლებამ: ხან ღორის გრიპით ვიზაფრებით, ხან წითელათი, მერე დრო გაგვყავს იმაზე მსჯელობაში, იაფი "პუწინისტური კაგოცელი" ჯობს თუ სულ მთლად უფასოდ
დარიგებული "ტამიფლუ", ვინაა დამნაშავე მოზარდების გარდაცვალებისას - ბავშვის მშობლები თუ სახელმწიფო, მაია მიმინოშვილი სჯობს თუ ბერიკა შუკაკიძე, "ჯორჯიან მანგანეზის" ადრე დარიგებული საახალწლო საჩუქრები უკეთესი იყო თუ წლევანდელი და ამასობაში გვავიწყდება მთავარი: ქვეყნის სტრატეგიული განვითარება!

რომელ სტრატეგიულ განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ ვერ გადაწყვიტა სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის საკითხი. მათგან სხვა რამის გადაწყვეტას ელოდებით კიდევ? ხან გამოცდები და კრედიტქულების დაგროვებაო, ხან მარტო გამოცდაო, კარიერული წინსვლა და ათასი ტრენინგი, რომლის ეფექტიანობა ისე დარჩა ჩვენს სკოლებში, როგორც შარშანწინ თოვლზე დაწერილი სიტყვები! რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციას კვლევა გამოუქვეყნებია, რომლის მიხედვითაც განათლების ხარისხის მიხედვით, ყველაზე ჩამორჩენილი 25 სახელმწიფოს სათავეში დგას საქართველო! ახლა რომ ვკითხო ვინმეს, ამდენი მილიონი რომ გაიფლანგა მასწავლებლების გადამზადებაში და შედეგი ნულის ტოლია, პასუხს ვინმე აგებს? სახელსა და გვარს არა აქვს მნიშვნელობა, მოვა რომელიღაც მინისტრი და იტყვის დაზეპირებულ ფრაზას: ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ ორიენტირი უნდა გვქონდეს მოსწავლეზეო. თქმაში კი არიან მაგრები, აი, განხორციელებაში სუსტობენ! ბატონ ბატიაშვილს ვკითხავ: რა მექანიზმებით აპირებენ მოსწავლეზე ორიენტირებას? თურმე, გამოცდა უნდა ჩააბაროს მასწავლებელმა, ამით დაადასტუროს თავისი კვალიფიკაცია და კარიერაც გაიუმჯობესოს, მაგრამ მასწავლებლის თავისი სასწავლებელი საგნის ჩაბარებით უნდა დაუდგინო ეფექტიანობა? ბოლოს და ბოლოს, უთხარით მასწავლებლებს, რომ თავად მასწავლებელი არ შეიძლება იყოს სასწავლებელი, მუდამ უნდა ცდილობდეს განვითარებას და გაზარდოს დროის მოთხოვნის მიხედვით მომავალი თაობა, მაგრამ, ეგრე ადვილად ვერ ჰკრავენ ხელს ვერც ერთ დროს პედაგოგებს (უფრო კი ელექტორატულად გარანტირებულ ათიათასობით ხმას), რადგან რესურსული უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება, თანაც, მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს ათწლეულობით და სად მიაგნებენ ახლა საუკეთესო კადრებს? ისე, რა დააშავეს ჩვენმა მოსწავლეებმა, რატომ არ ეძლევათ ხარისხიანი განათლება, არ თქვას ვინმემ, რომ მშიერ-მწყურვალები არიან, სკოლის შენობები ავარიულიაო! მასწავლებლები და საგანმანათლებლო პოლიტიკაა უვარგისი, თორემ თავის დროზე ვაჟა-ფშაველა თელავის სასწავლებლის ბუხარში იჯდა და მაინც მსოფლიო დონის მოაზროვნე იყო! ვატყობ, განათლების "ქართველი მამები" თავისი წინამორბედების კვალს გაჰყვებიან ამ უაზრო რეფორმების გამო, თუ არ მოეშვნენ კეკლუცობას ტელეკამერებთან, პრობლემებს თვალი არ გაუსწორეს და არ მოძებნეს გზები, რომლებიც უკეთესობამდე მიგვიყვანს...

პ.ს. მიხეილ სააკაშვილმა ისევ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რომ გადაგვარჩინოს. უბრალოდ, გამახსენდა ძველი ანეკდოტი: სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს: "ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება მაშინ, როცა გაიზრდებით! დახედავთ წლების შემდეგ და გაიხსენებთ: ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის გიჟი დარჩა".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

იკა
22 მარტი 2019 05:07
იკაკოს გარდა სხვა სახელი ვერ მოიფიქრე?
Nachkepia
28 იანვარი 2019 03:41
Susma mcvane suqi auntoo mezobeli qveynis specsamsaxurebs tqves aq. Sheizleba arc auntia ubralod mati gonebrivi shesazleblobebi da logikuri daskvnebis ketebis unaria shedarebit dabali. Chans rom fsbm saqartvelostan mimartebashk mushaobis sxva rezhimi gaaqtiura, anu chven dasavleti gvishlis xels torem chvens martlmadideblur “zmobas” ra sheushlida hels.
Tumca ramdenad zmuri iyo chveni eklesiebis urtiertoba amaze gazarcvuli qartuli eklesiebi da gauqmebuli avtikefaliac metyvelebs im sxva sashinelebebze ar vilaparakot rac ori saukunis ganmavlobashi ganicada chvenma deda eklesiam.
Chveni mattan dabruneba da mattan asimilireba iqneba chveni etnikuri identurobis shenarchunebis shansis samudamod dakargva.
ზაალი
25 იანვარი 2019 12:54
უგულავას ისიც გაახსენეთ ყოფილი "იმელის" უკან თაბუკაშვილის ქუჩაზე 16 სართულიანი სახლი რომ დაანგრიეს, სადაც ხალხი უკვე ცხოვრობდა, გამოასახლეს და ზოგიერთს ავეჯის გამოტანაც არ აცალეს და პოლიცია ყრიდა აივნებიდან. შემდეგ მიწა გაიყიდა და ახლა კიდევ ერთი სასტუმროთი მეტი გვაქვს. ბატონ პრემიერს მინდა ვთხოვო თუ თავდაცვის მინისტრს შეცვლიან უგულავა დანიშნოს კარგად იცის საომარი მოქმედებების ხელმძღვანელობა, მან 2008წლის ომში მიიღო კარგი "გამოცდილება".

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა