რა ხდება, როცა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველას ასაჩუქრებს სოლიდური თანხით, ანუ "ოცნებიდან" გაქცეულების ამბავი
რა ხდება, როცა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველას ასაჩუქრებს სოლიდური თანხით, ანუ "ოცნებიდან" გაქცეულების ამბავი
წინა კვირას ქართველებმა მრავალმხრივი, საექსპერტო უნარები კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ, ოღონდ ამჯერად "ორძროხოლოგიაში", "თაფლმცოდნეობაში", "აცროლოგიაში", საბინაო-კომუნალურ საკითხებსა და პოლიტოლოგიაში. თან ისეთი დასკვნები გამოვაქვეყნეთ "ფეისბუკზე", კინაღამ სირცხვილით დაიწვა მთელი სოციალური სივრცე. სირცხვილი, ზოგადად, რომლის სიწითლეც ამ ბოლო დროს სადღაც გაქრა უგზო-უკვლოდ, მორალს ახლავს. ისე, აქსიომაა, მორალდაკარგულებს სირცხვილი ნაკლებად აწუხებთ, ისევე, როგორც ჩვენს საპარლამენტო თუ სამთავრობო წარმომადგენლობას - ქვეყნის მდგომარეობა.

ბოლო კვირის მონაცემებით, განსაკუთრებით ამაზრზენი იყო რუსული თაფლის შესყიდვის საკითხზე მსჯელობა. იმდენი შუაშისტი
და მიშისტი მოთქვამდა ქართული ფულის რუსეთში გადინებაზე, ასევე, რუსული თაფლის უღირსობასა და ოლიგარქის ინტერესებზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველო გადაიქცა "ისტერიულ რესპუბლიკად", რომელსაც უყვარს ტრაგედიები, გამოცხადებული "სიკვდილის ქრონიკები" და "გაჭირვების მანიფესტების" გამოფრიალება! რუსეთის, "რუსი ოლიგარქი ბორია-ბიძინას" და პუწინისწების თაფლიან ანათემაზე გადაცემა დასრულებული არ იყო, რომ
გამოცხადდა, რუსულ თაფლს აღარ ვყიდულობთო. კლავიატურის ლომებმა, - მანდედან არ ყიდულობენ, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნიდან შემოიტანენ, ამიტომ, დროზე დაფაცურდეს ხელისუფლება, თაფლი ლიტრიანი ქილებით მოაგროვონ ქართლ-კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში და არა მარტო იქ და ის იყიდონო! აი, თავად ქართველი მეფუტკრეები რომ გაერთიანდნენ, პრობლემები ერთად დასძლიონ, საკანონმდებლოდან დაწყებული პროდუქციის რეალიზაციის ჩათვლით, ეგ არ ეკადრებათ ქართველ ფერმერებს! მთავარია, ხელისუფლებისკენ გავიშვიროთ თითი და ვთქვათ, რომ ხალხის მტერია ხელისუფლება!

ისე, არც ესაა მთლად გამოსარიცხი, მაგრამ საკუთარ თავს როცა ვმტრობთ, რატომ გვგონია, მინისტრები და პარლამენტარები გადაგვისვამენ თავზე ხელს, ჩვენზე დარდით არც შეჭამენ, არც ვილებს აიშენებენ და არც სექსი ექნებათ. ეროვნული თაფლის ქომაგებს, რომლებიც რუსულ თაფლს პროტესტის ნიშნად არ ჭამენ, ვეტყვი, რომ ქართულ ბაზარზე ძირითადად რუსული ფქვილისგან დამზადებული პური იყიდება და მაგის ჭამაც არ აკრძალოთ, გენცვალოთ ჩემი პროვოკატორი თავი პატრიოტულ მარკეტინგში! კიდევ, რუსეთის მოკავშირე სომხეთისგან ნაჩუქარი წითელას ვაქცინაც არ გაიკეთოთ, ჯერ ერთი, აცრა კატასტროფაა თურმე და მეორეც, პუწინის სომხეთისა ისევე არ გვინდა არაფერი, როგორც თავად პუწინისა! აი, სომხურ კონიაკს თუ დროდადრო ჩაარაკრაკებთ, ეგ არაფერი! მთავარია, კიდევ ლუგარის ლაბორატორიაზე ვავრცელოთ ჭორები!

ამაზრზენზე მეტი იყო ახალი ფარული ჩანაწერის გავრცელება. "ქოცნაცობამ" სათავისოდ დაიწყო თემის დატრიალება. გვარამიამ, აქაოდა, ვიდეოში "აიფონ 5" ჩანს, ეგ კიდე "ქოცების" მოსვლის მერე გამოვიდა დახლებზე და "ზნაჩიწ", ოცნების ჩაწერილიაო. ამაზე კობახიძე-სპიკერმა, მაგ ჩანაწერში არ ჩანს, რომელი მოდელიაო. ვიღაცამ უკეთესი გაპრავება მოძებნა, რატომ გავიწყდებათ, ჯერ კიდევ მიჰა იყო "აიფონ 5"-ის გამოსვლისას პრეზიდენტი, თანაც, ამ "ფიქჩერზსტუდიებში" ისევ "ნაციონალი" კადრები მუშაობენო... (ა)მორალისტური განცხადებები პოლიტიკურით გადაიფარა და ისევ ფსკერზე დაეშვა ეს ჩვენი პოლიტელიტა!

დამიჯერეთ, ზემოთ მოყვანილ მაგალითებზე უფრო მეტი სადარდებელი ის არის, სახალხო დამცველის აპარატი გვარიან თანხას რომ ისვრის ოფისის ქირაში. რომ ვთქვა, ამ ინსტიტუციაზე გახარჯული თანხები არა მარტო უეფექტოდ, არამედ ამორალურადაც მეჩვენება-მეთქი, ვინმეს გავანაწყენებ? თურმე, სახალხო დამცველის მოადგილეს, ხორავას ქუჩის ტრაგედიის საკითხის კვლევაზე ზეგანაკვეთურად უშრომია და ისეთი დანამატი აუღია, მე გავწითლდი იმ ბავშვების დაღვრილი სისხლივით... ახლა გამოვიდეს ქალბატონი ლომჯარია და ჩაგვაბაროს ანგარიში, მისმა მოადგილემ რა იშრომა, რა შედეგები დადო ამ საქმეზე, მერე ისიც დაამატოს, ხელის აუკანკალებლად თუ დახარჯა იმ კაცმა ის დანამატი...

პ.ს. ბიძინა ივანიშვილი შედის "ქართული ოცნების" ოფისში და ამბობს, რომ ყველას ასაჩუქრებს სოლიდური თანხით. ხალხი ოფისიდან გარბის ერთბაშად. გაკვირვებული ბიძინა ოფის-მენეჯერს ეკითხება, რატომ გაიქცნენო? პასუხი იყო ძალიან მოკლე: - ნათესავების მოსაყვანად გაიქცნენ, ბატონო ბიძინა.
sergo
09 თებერვალი 2019 17:33
ალბატ ეს ტაფლი პენსიონერებისტვის და ავადმყოფებისატვის სჰემოაქვტ,
qqq
08 თებერვალი 2019 10:49
ვისაც ჭირდება ისინი იცავენ მაგათ, მე რაში დამჭირდება, ჩემი ქონება მხოლოდ ლარებით შეიძლება დაითვალო, როცა გვქონდა ჩემი ქმარი ბოლო კაპიკამდე არიგებდა, ჩემს შვილს ბავშვის წამლისთვის 10 ლარი სთხოვა ერთხელ მეგობარმა და 100 მისგა, ისინი ამაში პოულობდნენ ბედნიერებას. ახლა რა, დაინაწილეს საქართველო ყაჩაღებმა და მალე სასაფლაოც საძებნელი გვექნება. ამ გაღატაკებულ ქვეყანაში 250 000 საიდან უნდა ქონდეს ადამიანს, გვითხრან მაინც რას აკეტებს?
ბორა
08 თებერვალი 2019 06:16
რა ჭირს რუსულ თაფლს ჩვენი დასაწუნი? ძველად რიურიკების ჩამოსაყვანად და მანამდეც ურუსები უცხოელებს თხოვდნენ ჩამოსულიყვნენ მათთან და ემართათ ისინი; მათ მოწონებას კი თავიანთი ქალებით, თაფლით და ბეწვით ცდილობდნენ; აბა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები