ჟრიამულა მიხეილი, "ნალედარი" სანდრა, ანუ "ნაციონალების" დაბრუნების შიში ისევ შემოახაზვინებს ბევრს "41"-ს?
ჟრიამულა მიხეილი, "ნალედარი" სანდრა, ანუ "ნაციონალების" დაბრუნების შიში ისევ შემოახაზვინებს ბევრს "41"-ს?
2020-ის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, უფრო ცოტა - 2019 წლის მაისის "შუალედურისთვის". "ქოცნაცობა" ახლა ცდილობს პურის ამოკვრას ელექტორატულ თონეში. ათას პარტიაზე გადამხტარ-გადმომხტარი კანდიდატები ცდილობენ ხალხის გულის მოგებას, ზოგი წარსულს ადიდებს, ზოგი აწმყოს, ზოგსაც მომავლის დაპირებებზე აქვს გათვლა.

რადგან ახლახან ზვიად გამსახურდიას საიუბილეო 80 წლისთავი იყო, შანსს ხომ არ გაუშვებდნენ და ცალკე "ქოცობამ" დაიწყო თემით მანიპულირება, ცალკე - "ნაცობამ". ვუსმინე ცოტა ხნით "რუსთავი 2"-ს და ამოყარა, მაგრამ რა ამოყარა მიშავიზიამ?! ცალკე
"ლურჯმა" საინფორმაციო საშუალებებმა ამოაცეცხლეს ნალედარ სანდრა რულოვსს ადრინდელი და ახლანდელი, რადიკალურად საწინააღმდეგო განცხადებები გამსახურდიაზე. სწორი ბრძანდება ორივე მიმართულების მედია, "ქოცურიც" და "ნაცურიც", გამსახურდიას იმიჯს (გარდაცვალების მერეც რომ ასეთი ღირსეულია)რომ უღირსი იმიჯის პოლიტიკოსები მიეტმასნებიან, ბუნებრივია! ფიზიკის კანონია, პლუსს მინუსი როგორ მიელტვის და საყოველთაო-საბუნებისმეტყველო კანონზომიერებას ქართველი პოლიტიკოსებიც
ვერ გაექცეოდნენ, რა არის აქ საეჭვო?

ისე, რა არის მაინც ეს ისტორია! რამდენ ცოცხალ ლიდერს სურს ახლა, იყოს თუნდაც მკვდარი ზვიადი! უბრალოდ იმიტომ, რომ მაგარი მამის შვილი იყო, გარეგნობა და განათლება არ აკლდა, პირველი პრეზიდენტი იყო, მთაწმინდაზეც დაიკრძალა... ახლა გადახედეთ კაცუნა-პოლიტიკოსებს, რით შეიძლება გაეჯიბრონ? ჰოდა, დიდი კონსტანტინეს სიტყვებს გავიხსენებ, გიორგი მეფის ნათქვამს "ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, გირშელ!" და თუ არ უნდათ, რომ გამსახურდიას ფონზე კიდევ მეტად არ დაიჩაგრონ, დააყენონ ეს კაცი საფლავში, არ ესაჭიროება მის სახელს არაფერი, უბრალოდ, უარესად გაფარჩაკდებიან ეს ვითომ პატრიოტები, ვითომ აღმაშენებლები და დამამშვენებლები, რაც მეტად ეცდებიან გამსახურდიას მეხოტბეობას!

რა ეწამლება ამ ბედკრულ ქვეყანას, არჩევნებიდან არჩევნებამდე სული რომ ძლივს მიაქვს! განათლებაშია საშველი, მაგრამ განათლებას კარგი მასწავლებელი კარგი ხელფასით და დიდი პასუხისმგებლობით სჭირდება. ეგეთი კი ჯერ არ ჩანს. მართალია, გვყავს "გლობალთიჩას" ათეულის წევრი მასწავლებელი, მაგრამ მასზე იმდენი კითხვა დაისვა, სჯობს, პასუხი ვინმემ გასცეს პუბლიკას საბოლოოდ და ამომწურავად, თორემ ხანდახან მართლა მგონია, ეს ქვეყანა ფსევდოქვეყანაა, მხოლოდ წარმოდგენითი და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ სახელმწიფოებრიობასთან!

"სახელმწიფო - ეს მე ვარ", რომელიღაც ლუდოვიკოს აქვს ნათქვამი შუა საუკუნეების საფრანგეთში. მგონი, მაგ ეტაპზეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ეს სახელმწიფო ხან ზვიადი გვგონია, ხან - ედუარდი, ხანაც მიშა და ბიძინა. მგონია, არავის ამათგან ისე არ უნდ(ოდ)ა საქართველოს ტოლფასი იყოს, როგორც ჟრიამულა მიხეილს, რომელიც იმ აჩრდილივით დაძრწის ევროპაში, ადრე კომუნიზმის მამამთავარმა იდეოლოგმა რომ ბრძანა, - აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი კომუნიზმისაო! ეგება და მიშა კი არა, მიშას აჩრდილი დადის ევროპაში და თავად რეალური მიშა კი არაშენდელი "ნაციონალების" გულშია ჩაკუჭულ-მოკალათებული თბილად?

ისევ სამაისო არჩევნებს დავუბრუნდები. ამ საარჩევნო გენერალურ რეპეტიციაზე, როგორც ვხედავ, ისევ "ლურჯები" გაიმარჯვებენ, რადგან მგლის ("ნაციონალების") დაბრუნების შიში ისევ შემოახაზვინებს ბევრს "41"-ს. არ გჯერათ? მოვა მაისი და მაგ თვის მეორე დეკადაში შეგახსენებთ ჩემს ნათქვამს! ერთადერთი გამონაკლისი, როგორც ამბობენ, მთაწმინდა იქნებაო. ფიქრობენ, ლადო კახაძე ბუტაფორიადაა მთაწმინდაზე წარდგენილი, სხვა კანდიდატი გაიმარჯვებსო. ექიმი კახაძე უფრო უყვარს ხალხს, ვიდრე პოლიტიკოსი, რომელიც წინა არჩევნებზე ბურჭულაძის პარტიის დამღით წარუდგა მთაწმინდელებს და სამ პროცენტზე ნაკლებით "დაიხუნძლა".

პ.ს. სანდრა რულოვსს ეკითხებიან, ზუგდიდში გამარჯვების შანსი გაქვს თუ არაო? სანდრაც პასუხობს: ზუსტად ის შანსია ჩემი გამარჯვების, რაც საქართველოში მიშას დაბრუნებისაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გლახუნა
26 აპრილი 2019 21:21
ნაც-ების და მიშას ჯკუასუსტო მოძულეებო... 9 წელი გავა და კიდევ მიშა,მიშა-ს იძახით ?! ...
ნარკოლოგი
25 აპრილი 2019 22:58
რა გაფითრებულები არიან ორივე.
ალექს
25 აპრილი 2019 18:26
ნაცქოცი ისეთივე კომკავშირია,როგორიცაა მოქკავშირი !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
დღის კითხვადი სტატიები