"ქოცფეოდალები" და ცრუვახტანგი, ანუ ნუთუ შეიძლება, ერთი კანდიდატი იყოს ექიმი, თამადა, გაქოცებული ნაბურჭულაძარ-ნალეიბორისტალი?
"ქოცფეოდალები" და ცრუვახტანგი, ანუ ნუთუ შეიძლება, ერთი კანდიდატი იყოს ექიმი, თამადა, გაქოცებული ნაბურჭულაძარ-ნალეიბორისტალი?
საოცრებათა ქვე­ყანაში მარტო ალისა კი არა, ყველა ჩვენგანი ცხოვრობს. ხილული სასწაულია ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კობახიძე აცხადებს, 19 მაისს დავითვლით წიწილებსო... კაცო, წიწილებს ადრე შემოდგომობით ითვლიდნენ, თანაც - ნამდვილს და ახლა რაღაც შეცვალა უპირველესმა კანონმდებელმა, შესაძლოა, სულაც კანონმდებლობის დონეზე! რას გაუგებ ამ შიდადაპირისპირებების დროს რას "დააჭერენ" პარლამენტარები... ეგებ შემოდგომა გაზაფხულზე გადმოიტანონ და კანდიდატებად წიწილები შემოგვთავაზონ? ბუნებრივია, ყველაზე ცნობილი "წიწილა" ექიმი ლადო კახაძე იქნება, მაგრამ ამდენი რეგალია ერთად, ცოტა არ იყოს,
დამაბნეველია! ნუთუ შეიძლება, ერთი კანდიდატი იყოს ექიმი, წიწილა, ბაბუა, თამადა, გაქოცებული ნაბურჭულაძარ-ნალეიბორისტალი? აქამდე მხოლოდ სამი რეგალიით ვიხსენიებდით დავით გამყრელიძეს (ეს იყო დიდი ხნის წინ), რომელიც მხოლოდ ექიმი, მეწარმე და ლიდერი გახლდათ!

ლადო ექიმს, რომელმაც ორიოდე წლის წინ 3%-მდე ხმა მოაგროვა მთაწმინდაზე, ჩამოვეხსნები არჩევნების დასრულებამდე. სხვა
თუ არაფერი, ეგებ ოდესმე რომელიმე სუფრაზე ჩემი სადღეგრძელოც კი დალიოს ომახიანად, განსხვავებული სასმისით!

რეგიონებშია ახლა კომედიური სიტუაცია. ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერზე ზესტაფონი ასოთა ისეთი კომბინაციით დაწერეს, ცოცხალი თავით ვერ ვიმეორებ და თუ მოვკვდი, მით უფრო, რას გავიმეორებ ან ვიტყვი? ჭიათურა რომ აერია თალაკვაძეს ზესტაფონში, ეგ ცალკე სახალისო თემაა, მაგრამ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაცია გაზეთი "ხულოს" სახელით, სცილდება გროტესკის, იუმორისა და ანეკდოტის ჟანრს. ვერ გეტყვით, ეს რა გაზეთია, მაგის გამო ნუ ჩამიყვანთ მაღალმთიან აჭარაში, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, ადგილობრივი ბიუჯეტით იქნება დაფინანსებული და ადგილობრივი პოლიტიკური "ფეისების" ზედხედ-გვერდხედების ბეჭდვით იქნება დაკავებული! უბრალოდ, მაინც შემოგთავაზებთ "ხულოს" ერთ-ერთ "შედევრს" და ეგებ ვინმემ "ზემოთ" მიიღოს ზომები, რადგან ასეთი ვითომგაზეთებით თავს იჭრიან ადგილობრივი მატრაკვეცა "ქოცფეოდალები":

"ხულოს მერობისათვის 15 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას, მათ შორის ორი ვახტანგ ბერიძეა, ერთი ნამდვილია და ხულოს მოსახლეობაში დამსახურებული სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს, მეორე ცრუვახტანგია, რომელიც კასპში დაბადებულა, თბილისში ცხოვრობს და ხულოელების შეცდომაში შეყვანით ცდილობს ჩვენს პროვოცირებას და გაბიაბრუებას. ამომრჩევლებს ვთხოვთ, საარჩევნო ბიულეტენს რომ მიიღებენ, ყურადღება მიაქციონ კანდიდატის ნომერს. ნამდვილი ვახტანგის ნომერია "41", ცრუვახტანგის ნომერი "1"! შემოხაზეთ 41 ნომერი, მხარი დაუჭირეთ ჩვენი რაიონის მკვიდრს, ჩვენი ჭირისა და ლხინის გამზიარებელს, ჩვენს ძმასა და მეგობარს, ვახტანგ ბერიძეს!!!"
გაბიაბრუება არ ვიცი, მაგრამ ძმა და მეგობარი ვახტანგ ბერიძე ბიულეტენზე ერთად ეწერება თუ ცალ-ცალკე?! ეგებ და მართლაა ჭირისა და ლხინის გამზიარებელი ეგ კაცი და ის მეორე, კასპელი თუ ხაშურელი ვახტანგი კი არა, მაგრამ გაზეთებში ასეთი რამეები თუ დაიბეჭდებოდა, ვერ წარმომედგინა! ასეა, შეუცნობელია უფლის გზები, მაგრამ უფრო შეუცნობელია პოლიტიკოსების გზები, რომლებსაც გაზეთ "ხულომდე" მივყავართ!

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიების გამო რომ ვითუხთუხეთ, გემახსოვრებათ; ისიც არ დაგავიწყდებათ, რამდენად გადატვირთული იყო წინასააღდგომოდ გზა თბილისიდან დასავლეთისკენ და იცით, რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანული "სოკარის" საწვავით გაძეძგეს მანქანის ავზები ქართველმა მძღოლებმა და დიასახლისებმა - სომხური სტაფილოთი, რუსული მაიონეზითა და თურქული კარტოფილით მომზადებული ვინეგრეტით - სუფრები! ეს ოკუპანტების ინგრედიენტები მაინც რა უბედურებაა?! ან ყველის, კიტრისა და პამიდვრის ფასი რა კატასტროფა იყო?! ხახვი და კარტოფილი კი არის ისევ ოდნავ იაფი - საპრეზიდენტო არჩევნების დროს რომ მოგვიცუნცულეს სახლებში, ალბათ იმიტომ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Simartle
11 მაისი 2019 14:54
Dzaan grma chaobshi vart
გურამი
06 მაისი 2019 22:26
ლადომ ვითომ ყველაფერი იცის , თვალებით იყიდება გივი სიხარულიძე ხასიათი.
კახელი.
06 მაისი 2019 18:35
ესენი ისე არიან,ციყვებივით,პარტიებში, ხტუნაობას,რომ აღარ მიკვირს. როგორ დავიჯერო,რომ ამათ ქვეყნის დარდი აქვთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები