"დედა-დედოფალი" "სანდრა დარკი" და მისი დამამარცხებელი ზუგდიდელი მერი, ანუ რა სცენარებს გვთავაზობენ ბიძინა და მიშა
"დედა-დედოფალი" "სანდრა დარკი" და მისი დამამარცხებელი ზუგდიდელი მერი, ანუ რა სცენარებს გვთავაზობენ ბიძინა და მიშა
გენერალური რეპეტიცია 2020 წლისათვის დასრულებულია. მომავალი წლის საარჩევნო სცენარიც უკვე დაწერილია. სულ სამი სცენარი გვექნება: ერთი "ქოცური", ერთი "ნაცური" და მესამე - "უნუგეშური"! პირველი ორი სცენარის ავტორები ბიძინა და მიშა ბრძანდებიან (სავარაუდოდ, რამდენიმე თანაავტორით) და მესამისა - ყველა პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიის ლიდერი!

როგორც მოსალოდნელი იყო, ათასპარტიაგამოვლილი, ცოტა ხნის წინ ორპროცენტნახევრიანი ლადო ექიმი, იგივე ბიძია, იგივე კარგი თამადა, იგივე ბაბუა, მთაწმინდელთა რჩეული გახდა კინაღამ პირველსავე ტურში! აი, "ქოცებო", თქვენ დაგეწვათ
შიდა სამზარეულოს გაზქურაზე შემოდგმული აჯაფსანდალი! არ გეგონოთ, ლადოსა და შავგულიძის არჩევას ვდარდობდე! მე იმას ვდარდობ, მთაწმინდელებს ათასჯერ რომ უნდა შეუღოთ კიდევ კარი, ცალ-ცალკე უნდა ამტკიცოთ კახაძე-შავგულიძეებმა, რომ კარგები ხართ და სწორუპოვრები, რომ ააყვავებთ მთაწმინდას და მანდედან დაიწყებთ საქართველოს სინგაპურიზაციას! თუ ხვდებით, ნეტავ, როგორ მოაბეზრეთ თავი
ამ არჩევნებით ხალხს? რა გაგიჭირდათ "ქოცებს" ისეთი კანდიდატის მოძებნა, რომ პირველივე ტურით გამხდარიყო მთაწმინდის რჩეული? ახლა ისევ სახელმწიფო ბიუჯეტსა და ამომრჩევლებს უნდა დაატყდეს თქვენი უთავბოლობა! ჯერ პირველ ტურზე არ უნდოდათ მისვლა, ახლა მეორე ტურზე ვინ მოგაწყდებათ სიხარულით?! ბუნებრივია, ლადო ექიმისთვის თავს შეიწუხებთ და ეცდებით ბოლომდე მის გამაჟორიტარებას, მაგრამ პულტზე თითის მიმჭერისთვის გიღირთ ამდენი ჩალიჩი?! ერთი სერიოზული მიზეზი მაინც თქვით, რატომ გამოჩხრიკეთ ლადო ექიმი და გაგვაგებინეთ, რა გააკეთა ამნაირი ამ კაცმა, ორჯერ რომ უხმობთ ამომრჩეველს მაგისი ერთწლიანი დეპუტატობისთვის?

შავგულიძე კიდევ ცალკე თემაა! რამ მოაწონა მთაწმინდელებს ეგ კაცი? სამიოდე წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, შავგულიძეს პოლიტიკურ ბატალიებში "ნაცებთან" ალიანსში ნახავო, ჯანმრთელობის ცნობას მოვთხოვდი აუცილებლად, მაგრამ რეალობა ასეთია: "ქოცებს" "ნაცები" აცოცხლებენ, "ნაცებს" - "ქოცები". აკრიტიკებენ, აგინებენ ერთმანეთს და ბოლოს ნაგინები და ნაწვალები ჩვენ გამოვდივართ, ამომრჩევლები! მელიას ერთხელ აგინა პრემიერმა კვირიკაშვილმა, ერთხელ თინა ბოკუჩავა გამოაბუნძულეს საარჩევნო უბნიდან, სხვა მხრივ დიდად შევიწროებული "ნაციონალი" მე არ მახსენდება ახლა, მაგრამ "ნაციონალებისგან" შევიწროებულ-"გატრუპულ" საქართველოს რა დამავიწყებს?! მთაწმინდაზე მეტად ზუგდიდის "გაცხელება" უნდოდათ "ნაციონალებს", რადგან მათი "დედა-დედოფალი" იყრიდა იქ კენჭს. "სანდრა დარკმა" კი არა, სანდრა რულოვსმა იკაცა სწორედ ამ არჩევნებზე! ჯერ ამდენი ვითომ დამკვირვებელი "ნაცაქტივი" წაასხა მთელი საქართველოდან ზუგდიდში, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ყავის, სულგუნის, ღომის, ელარჯისა და საცივის ფასების ზრდა გამოიწვია, მერე კინაღამ ბეჭებზე დადო ზუგდიდელი მთავარი "ქოცი"!

აჰა, ბატონო, ზუგდიდს მალე ეყოლება ჰოლანდიელის დამმარცხებელი მერი, მაგრამ რა?! ვითომ ამით ფაროსანა გაწყდება კოლხეთში, ხობს ღვთისმშობლის კვართს დაუბრუნებენ თუ ფოთის პორტი გადაასწრებს ტვირთბრუნვით როტერდამს?! ზოგადად, არჩევნები ხელისუფლების წყაროა, მაგრამ საქართველოში ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე - ჩვენთან კომედიის უშრეტი წყაროა! სასაცილოა, აბა, რა ჯანდაბაა, 80 წლის კოორდინატორს რომ დასვამენ საარჩევნო უბანთან, ვითომც დაბადების დღეზე მოსაწვევი ხალხის ნუსხას ვადგენო! ცალკე გოგი წულაია გახდა ზესტაფონის თვითგამოცხადებული მერი და ხულოს მერობის ერთ-ერთ კანდიდატს კიდევ პირადობის მოწმობა დარჩენია პიანინოზე შემოდებული! გაზის ან ელექტროენერგიის გადახდის ქვითარი არ ჰქონდა ნეტავ თან? ან კიდევ მართვის მოწმობა?! ეგებ კი დაეშვათ მაგით არჩევნებზე, რას გაუგებ ჩვენს საარჩევნო ადმინისტრაციებს... თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია ერთი კაცია სულო, რომელიღაც "ნაცი" ამტკიცებდა გამწარებით და ეგ ადმინისტრაცია გახარიააო! სწორედ ეგ გახარია იყო, ზუგდიდში რომ არ მოგაწყობინათ ცირკები, მიშისტებო, თორემ სოფელ-სოფელ, უბან-უბან, ქალაქ-ქალაქ სიარულის დაანონსება არ მოუწევდა სანდრას...

პ.ს. ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი. კარგი ის არის, რომ "ნაცებმა" წააგეს, ცუდი კი ის არის, "ქოცებმა" რომ მოიგეს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (6)
nana
25 მაისი 2019 14:44
სანდრას გამარჯვება არც აინტერესებდა მეტი საკმე არა კონდა ეხლა ზუგდიდსჰი ცამოსკუპდებოდა კველაპერი დადგმული სპეკტაკლი იკო ვინც უნდოდატ ნაციონალებსაც და ოცნებასაც ის აირცჰიეს მელია კველაპერს მიხვდა მილიონები ცჰაიჯიბეს და ცამოვიდნენ
25 მაისი 2019 10:32
არცერთი არ ფიქრობთ საქართველოს აღორძინებაზე არცერთი არ იქნებით აღმაშენებელი თქვენ ფიქრობთ საკუთარ კეთილდღეობაზე
თამაზი
25 მაისი 2019 10:20
ერთი თქვენი კომენტარიტ რა ხეირი მოგაქვთ საერთოდ არც იქეთ ხართ და არც აქეთ ბატონო ბლოგერო გვერდიდან დოლის დაკვრა ადვილიაო კარგი ნათქვამია
მწარე
25 მაისი 2019 08:32
სანდრა დარკი! ჰა,ჰა,ჰა-ჩავბჟირდი!
...
25 მაისი 2019 05:22
პროვოკატორის განცხადებაზე,კომენტარის გაკეთება გამიჭირდა,რადგან ვერ გავიგე რა სურს პროვოკატორს!
კიდევ ერთი პუნქტი უნდა იყოს
25 მაისი 2019 00:54
- თაღლითურად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა