პუტინის კარზე მივიდნენ "გასპაჟა ბურჟანადზე", მარშანია, დავით თარხან-მოურავი, შეგვხვდეს და დაგველაპარაკოსო!, იმას კი უკითხავს...
პუტინის კარზე მივიდნენ "გასპაჟა ბურჟანადზე", მარშანია, დავით თარხან-მოურავი, შეგვხვდეს და დაგველაპარაკოსო!, იმას კი უკითხავს...
ბიძინას მიერ დასაკუთრებული შსს, სასამართლო და პროკურატურა დასდევს მომავალ პოლიტიკურ ოპონენტებს დასაჭერად და მთავარი ღლავი - გასკვანჩული ირაკლი ოქრუაშვილი უკვე ამის ნათელი მაგალითი გახლავთო! აი, უზურპატორ ჭორვილელს უნდა, რომ პოლიტიკური ველი გაასუფთაოსო! ამას განა მე ვამბობ, თავად მისმა უმესამეპრეზიდენტესობამ ბრძანა. ალბათ დაავიწყდა მის აღმატებულება მიშას, როგორ მოკაკვეს საბრალო ტყვიაველი ბიჭი მისი ზეობის ჟამს და სპორტულებში გამოწყობილი თემატურ-იდეოლოგიურად ატლიკინეს ტელეეთერში!

ირაკლი ოქრუაშვილი უკვე პოლიტიკური ჰარაკირით განეიტრალებულია და დამერწმუნეთ, მაგ ბატონს აქამდეც
უფრო დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე "რესპებს", "ლეიბორისტებსა" და თვით "ჩვენთვითონა" დავითაიას. თავისთავად ცხადია, ქართული პოლიტიკური ზეცის ჩაუქრობელ ვარსკვლავ ბაქრაძეს ვერც შეედრება! რაღაცით ვასაძის რეიტინგთან უფრო ახლოს იყო და იქნება მომავალშიც, ჩვენი ბაჯაღლო ირაკლი, რადგან ყოველ გამოსვლაზე ისეთ კალეიდოსკოპს ისვრიან ხოლმე, რომელიც მხოლოდ მათსავე რეიტინგს უთხრის
ძირს.
ახლახან რაინდს უბრძანებია, ჟურნალისტებს მოუჭირეთ ცოტა მორალური ყულფი, თორემ სულ გარეკეს და ეს არა მარტო სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, არამედ - ჩვენს რელიგიურ-მორალურ ღირებულებებსაცო! სხვისი არ ვიცი და ეს ორი პოლიტიკოსი ნამდვილად შეიძლება გავაერთიანოთ დრამატიზმის შეგრძნებით! შეხედავ ამ ბატონების სახეებს და გეგონებათ, რომ არა ესენი, აღარც საქართველო იარსებებდა და არც ქრისტიანობაო!

დამეზარა რუსთაველზე გავლა და მაინტერესებს, ისევ იკრიბებიან იქ "გახარია წადი" ხალხი? ამას წინათ პერფორმანსი რომ მოაწყვეს და ციფრები მიიკრეს სათვალავის თვალსაჩინოდ წარდგენისათვის, ეგებ ისევ მოაწყონ, ოღონდაც ნოდარ დუმბაძის სოსოიასავით სათვალავს ხელოვნურად ნუ გაზრდიან! გახარია რომ არ მიდის, გავიგე, ლარიც რომ მოუსავლეთში წავიდა, ესეც გასაგებია, ოღონდაც ამ საცოდავი ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერა მერჩივნა მე ოქრუაშვილის დაჭერას, ერთი მიზეზით - ჰონორარით მეტ პროდუქტს ვიყიდდი და თან უფასო გართობაც არ მოგვეშლებოდა ტელეეთერებიდან! ისე კი, გახარია მართლა გადასადგომია ერთი მარტივი მიზეზით: მაგის ადგილას რომ ივანე მერაბიშვილ-მაისურაძე ყოფილიყო, რამდენი ხნის წინ ააჭიკჭიკებდა ოქრუაშვილს?! ისე, "საზმაუც" დასაშლელია, რადგან "რუსთავი 2"-დან ვერ დაატრანსფერა, როგორ უნდა დაუჭირო მხარი მოქმედ ხელისუფლებას!

ბიძინა ივანიშვილსაც უნდა მივმართო ორიოდე სიტყვით: გრიგოლიჩ, ამდენს რომ ალაპარაკებ ამ ხალხს, პარლამენტი ბიძოსია, მთავრობა და სასამართლოო, ეგებ გადმოალაგო ფაქტები, როგორი მწარე "ნაცები" იყვნენ ახლანდელი "ქოცპარლამენტართა" მნიშვნელოვანი ნაწილი, ეგებ თურნავას მიერ "ნაციონალთა" ყულაბაში შეწირული თანხაც ამოატივტივო და მურუსიძე-ჩინჩალაძის წარსული ისედაც მოეხსენება მთელ ქვეყანას! 2020-ისთვის არჩევნების ნულოვანი ბარიერის დაწესება რაღა ჭირი იყო? ჯერ ისედაც ვინეგრეტ-აჯაფსანდლური საკანონმდებლო ორგანო გვქონდა და იცოდე, "ნაცმოძი" თავისი ხურდებით, "პატრიოტთა ალიანსი" დიდებული გენეტიკითა და ვასაძე ჯვაროსნებით არ დავინახო პარლამენტში, თორემ ქუდს უკუღმა დავიხურავ, ქვეყნიდან გაპარვის დროს! იმასაც შეგახსენებ, შენ ხარ "ქოცთა" ბატონი, რომ მომავალი წლის არჩევნებზე მართლა ვერ მოიპოვებს "ოცნება" საპარლამენტო უმრავლესობას, ჭრელი პოლიტსპექტრი ერთმანეთს დაჭამს და ამით ეგებ ვიხეიროთ უბრალო ამომრჩევლებმა?! აი, დაჭმა მაშინ ნახე შენ, გუბაზი თუ მოხვდა პარლამენტში! ეგ ჩემს მტერს გადაეყარა მშიერი სტომაქითა და მილიონის მოგროვების სურვილით!

პ.ს. ჩემი ერთი მეგობარი წერდა, პუტინის კარზე მივიდნენ გასპაჟა ბურჟანადზე, მარშანია, დავით თარხან-მოურავი და მისთანანი მოთხოვნით, შეგვხვდეს და დაგველაპარაკოსო! - ვინ მოვიდნენო? უკითხავს პუტინს. ჩამოუთვალეს თუ არა, - აუ, ეგენი რამდენი ყოფილანო, ჩარკვიანის ხმით უყვირია და ვერდიქტი გამოუტანია, დადგნენ და ერთმანეთს ელაპარაკონო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მეგრე
08 ნოემბერი 2019 11:12
ამაზრზენია
გოგა
26 სექტემბერი 2019 13:01
მთელი მსოფლიო საუბრობს რუსეთან ჩვენ რა დიდ გულზე ვართ ოღონდ საქართველოს ეშველოს ვისაუბროდ ხომ შეიცლება რაღაცის მიხცევა ,ხედავთ ევროპა ამერიკა თავს არ იცუხებს გ ვ ი გდებებ გრშებს და გადის წლები და რა შედეგია?ყველა გზა უნდა მოვშინჯოთ
irma
06 აგვისტო 2019 17:55
RUSETIS GARESHE ARC RJULI GEQNEBA DA AGARC SAMSHOBLO, ISTORIA MEORDEBA .. UMADUROBA YVELAZE DIDI BOROTEBAA,.. AR GVYAVS CHVEN KETILI MEZOBELI DA ARC GVYOLIA SAUKUNEEBIS MANZILZE, .. UWIGNURI ADAMIANI KI YVELAZE SASHISHIA, RAC SAMWUXAROD SAQARTVELOSHI ZALIAN BEVRIA,..

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა