ქიბარიზებული "რუსთავი 2", ბილწსიტყვაობით აღკაზმული ნიკა გვარამია და ტყეპუტინა ხალხი
ქიბარიზებული "რუსთავი 2", ბილწსიტყვაობით აღკაზმული ნიკა გვარამია და ტყეპუტინა ხალხი
"ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროების" ნათქვამი - ყმაწვილი ბახტაძის სასწრაფოდ მოხსნასა და მის ადგილას გახარიას, ცქიტიშვილის, დანელიასა თუ ბელტიყლაპიაშვილის დანიშვნაზე, მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. ოდესმე რომ შეიცვლება ბახტაძე, ვიცით, მაგრამ ამ მკითხაობამ თუ ვერსიების დაშვებამ უკვე იმის განცდა შეგვიქმნა, რომ მედიას და "რუჩკებს" არ უნდა ვენდოთ.

მედიაზე წინა "პროვოკაციის" დროს ვწერდი. ძალიან გაუტყდა სახელი საინფორმაციო საშუალებებს და ჟურნალისტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მოქმედი ან წასული ხელისუფლების ქება-დიდებითა და ლანძღვითაა დაკავებული. თურმე "რუსთავი 2"-დან თითქმის
მთელი გუნდი წასულა! დიდი ამბავი! გვარამია თუ აპირებს ახალი მედიის შექმნას, თქვენი აზრით, ამისთვის ახლა დაიწყებს ხალხში ძიებას? მცირე "ვერბოვკა" და ჟურნალისტიც შენია!

არსებობს ლურჯი "იმედი", არსებობდა მის საპირწონედ წითელი "რუსთავი 2"! ახლა ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით გალურჯდება და "ტვ პირველი" იტვირთავს "ქოცვიზიების" საპირწონე მისიას!
ამ აზრს შთამაგონებს ნიკა გვარამიას ბილწსიტყვაობით აღკაზმული მიმართვა "პირველელებისადმი" და დაველოდოთ მოვლენებს, რა გვეჩქარება?

ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა დავწერო, განსჯისთვის: გემახსოვრებათ, როგორ დასცინოდნენ რუსეთს ციმბირული ხანძრის გამო აქაური "მიშისტობა" - ახია, წაეკიდათ ცეცხლი, სულაც გადაბუგულანო! იმაზე არც საუბრობდნენ, რომ ტაიგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუსახლებელია და მით უფრო, იქ არც პუტინი გამოხრუკულა, არც ჟირინოვსკი და არც "გოსდუმა"! უბრალოდ, ტყის მასივი გადაიწვა, რაც ეკოკატასტროფაა და უცებ ეკოგანათლებულობის ზენიტში აღმოჩნდნენ ეს ტყეპუტინა ხალხი.

პარიჟანკა სალომემ განცხადება გააკეთა ამაზონეთზე, იწვის გული ჩემი და ყველა ქართველისო. - კიო, დედამიწის ფილტვები იწვის, მაგრამ ამ პენსიონერ მეხახვიას რა განცხადებების გაკეთება მოუნდა, ყვარლის ტყე რომ იწვის, ლოპოტიდან აიტანოს წყალი და მიასხუროსო, - თქვეს ქართველებმა. აი, თქვენ არ გაიარეთ ამაზონიის ჯუნგლებში, არც ყვარლის მთებზე!

ორმაგი სტანდარტებია, ბატონო მიშისტებო, ეგ! სეიბა დაიწვება თუ ციმბირული ნაძვი, რა სხვაობაა? ეგებ წავის დაწვაა ნეტარება და მხოლოდ ამაზონური მაიმუნების ცეცხლით დაფეთებაა ტრაგედია? ისე, ყვარლის ტყის ხანძრის გახსენებაზე, ეგებ ვინმემ მართლა იფიქროს სატყეო პოლიტიკაზე! ერთი ანთებული ასანთის ღერი კმარა ჰექტრობით ტყის გადასაწვავად და ეგებ კიდეც აწყობდეს ბევრს ეს ალი და ცეცხლი? ტყის გაბუჩქნარება, სახეობრივი დეგრადაცია, უნორმო ექსპლუატაცია და კიდევ ათასი უბედურება ჩვენი ტყის დიდი პრობლემებია და ამდენი გარემოს დაცვითი ორგანიზაცია რა ჯანდაბას აკეთებს? გინდაც სახელმწიფო სტრუქტურა იყოს და გინდაც - არასამთავრობო სექტორი! არ მითხრათ ახლა, ნატაფერაძეობენო!

ეგ პასუხი არ მიიღება ერთი მიზეზით - პროფილურად თუ არ აკეთებ საქმეს, გადაირქვი მაშინ სახელი: გარემოს დაცვის მაგივრად დაირქვი გარემოს განადგურების ან უკეთეს შემთხვევაში ასე დააფორმულირეთ სახელი: გარემოს ფეხებზე დამკიდებელი ორგანიზაცია! თუ არაა ამგვარად ჩვენი საქმე, ერთ მუჭა ტყეს როგორ ვერ უნდა მოვუაროთ? ამხელა ტყეები ციმბირსა და ამაზონეთში ერთი სოფლის ფართობშია მოქცეული, ბრაზილიელებსა და რუსებსაც ნაკლები სადარდელი აქვთ! ამაზონიის სანაპიროზე ჯოხიც რომ დაარჭოთ, მეორე დღეს ხე დაგხვდებათ მის ადგილას, გადაცეცხლილ ტაიგასაც მალე გადაივლის წიწვოვნები, ჩვენთან კი - ეკალ-ბარდი! სწორედ მაგ ეკალ-ბარდებში უნდა არბენინო ჩვენი ტყეტენდენციურები შიშველი ფეხებით და მერე მიხვდებიან, რა სჭირდება ჩვენს ტყეებს, რომელსაც გეოგრაფია და პოლიტიკა არ საზღვრავს!

პ.ს. მიშისტებისთვის დიდი სამწუხარო ამბავი, "რუსთავი 2"-ის ქიბარიზაცია შესაძლოა კომპენსირებულ იქნას "ტვ პირველის ყურებით". ეს იგივეა, ნარკოდამოკიდებული რომ გადაჰყავთ მეტადონზე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ზურა
04 ოქტომბერი 2019 19:46
ჭორები ძირითადად მართლდება - ხომ შეცვალეს ბახტაძე გახარიათი.
ციალა
30 აგვისტო 2019 15:10
გვარამია გირაოს არ იხდის და ტელევიზიას ახსნევინებთ? სადაური წესია? არ იხდის გირაოს? მიუსაჯეთ პატიმრობა!
დალი
30 აგვისტო 2019 10:22
პროვოკატორო გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

რუბრიკის სხვა სიახლეები