"თაკო პუბლიცისტკა", სალომე "შემწყალებელი" და ერთი რაჭველის ამბავი
"თაკო პუბლიცისტკა", სალომე "შემწყალებელი" და ერთი რაჭველის ამბავი
ბევრს არ ეცოდინება ერთი რაჭველის ამბავი. ცოლოურში მყოფს ცხენი მოჰპარეს და გაცხარებული აყვირდა, დროზე მომიყვანეთ, თორემ იმავეს ვიზამ, რაც მამაჩემმა ქნაო. დაშინებული სოფელი დაფაცურდა, მოიძიეს ნაპარავი და მიჰგვარეს, თან შიშით დაეკითხნენ, რა ქნა მამაშენმა, გვითხარიო. ცხენი რომ არ მოუყვანეს, ადგა და ფეხით წავიდა სახლშიო. ასე დაემართა "სირცხვილიას" ხალხს, იძახეს, წავიდეს გახარიაო, გახარია დარჩა, თან პრემიერის რანგში და თავად კი დაიშალნენ. "სირცხვილიას" ხალხს ვეკითხები, რომ გაიძახოდნენ, არ დავიშლებითო, ეს დაშლა არაა
სირცხვილი? თუ ერთი "ნაცლიდერის" იდეა უნდა განახორციელონ და ყველა რაიონში, სადაც გახარიას ფეხი დაიდგმება, "წადი, წადი" უნდა ვიყვიროთ, მერე ეს დამუხტული წადიყვირიები თბილისში შევიკრიბოთ, 2020-ის არჩევნები რომ არ დავთმოთ!
ყველა პარტიას რომ მომავალი არჩევნები ადარდებს და არა ხალხი, კარგა ხანია, გავარკვიეთ, მაგრამ ვინმე ფიქრობს იმაზე,
რომ ჩვენი საამაყო წარსულით სომხები (და არა მარტო ეგენი) ტრაბახობენ, სალოცავებს აზერბაიჯანელები გვართმევენ, მიწას პაკისტანელები ამუშავებენ, მშენებლობით ირანელი და ინდუსია დაკავებული, სერიალებს ლათინოსები გვაწვდიან, ინდუსტრიულ სეგმენტს ჩინელი ფარავს, მედიადემოკრატიას ამერიკულ-ევროპული "უჭირავს", ენერგეტიკას რუსი მართავს და ჩვენ, ქართველებს მხოლოდ ის აზნაურული ფსიქიკაღა შეგვრჩა, კლდიაშვილის მოთხრობებში რომ აღიწერა! აზნაურული ფსიქიკაა, აბა, რა უბედურებაა, ორიოდე ქართველს უნდა მუშაობა, აქვს კვალიფიკაციაც და ახლა რაღაც კანონპროექტს ამუშავებენ, ერთზე მეტგან არ უნდა მუშაობდეს ადამიანი, გადაგვეღალა ხალხიო! უჰ, თქვენი პარლამენტისამ, სულ ხალხის გადაღლა გაწუხებთ და მეტი არაფერი! წინასაარჩევნოდ გამოაგლიჯეთ ახლა ამათ დამატებითი ლუკმის ფული, სხვას გადაუნაწილეთ, თორემ ვიღაა თქვენი მხარდამჭერი, ან "ნაცის", ან "ქოცის", ან კიდე ადა მარშანიების?! არჩევნებზე არ მივა უამრავი ადამიანი, იცოდეთ! აქვე არ დაგამადლით, ამ ინიციატივის ავტორებს, რომ არა გაჭირვება, ვის ეხალისება ორი და მეტი სამსახური? მოგვეცით ჩვენც მინისტრის ან პარლამენტარის ხელფასის ოდენა შემოსავალი და ვინც გაიწიოს ორ და მეტ სამსახურში, ის იყოს თქვენზე უარესი! აი, თუნდაც გორის მაჟორიტარი მაკრახიძე, რომლის ოჯახისა და ნათესავების მოგებულმა ტენდერებმა იმდენ მილიონს მიაჭირა, 99 ხინკლის ამბავი გამახსენა, ბარემ მეასე შეჭამე და ასი რა, ღორი კი არ ვარო...

უბედურება მარტო "ნაცქოცობაში" არაა, ჩემო ბატონებო. ეს უბედურება ყველა პოლიტიკურ ძალაშია. გამოხტა თაკო პუბლიცისტკა და არ მაიძულოთ, უმრავლესობით არ მოვიდე მე, კომუნისტური ძალებისგან პერმანენტულად ჩაგრული ოჯახის შვილიო. მობრძანდა ცალკე ხაზარაძე და ეს ვინ ყოფილა, სირცხვილისგან დამუნათებული, მეგონა, "გალობანი სინანულისანი" იქნება მისი გამოსვლები-მეთქი და აი, ისაო, სადაც გაჭირვება იყო, იქ ვიყავი მუდამ მეო! ბატონო მამუკა, კი ვიცი, შენ და შენნაირები გაჭირვებულებთან რომ იყავით... ახლა რბილ-მწარე ლოზუნგებს რომ ისვრის ჩვენი მამუკა, "ქოცნაცობაა" მტერი საქართველოსიო, 2003-დან 2012 წლამდე რას აკეთებდა? ან 2012-დან 2019 წლამდე? "სუხარს" ჭამდა, მაწონს აყოლებდა და არ ესმოდა ხალხის გასაჭირი? ეგ არაფერი, უარესიც გვაქვს სადარდებელი. პარიზელი პრეზიდენტი ამხელა სკანდალში თუ გაეხვეოდა, არ მეგონა. რაღაც სია მიუტანეს და ხელი მოაწერა, რომლითაც ისეთი კრიმინალები გაათავისუფლა, მთელი ქვეყანა ააყაყანა და სულ ხახვად და კარტოფილად შეარგეს მიცემული ხმები!

ჩემო პრეზიდენტო, აქა შენა ევროპა გგონია, სადაც ყველა მოხელე პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას? კი, შენ პატიოსნად მოაწერე ხელი შეწყალების აქტს, მაგრამ... ცალკე სადარდებელი ხალხის სიბნელეა, პოლიციელის მკვლელი როგორ შეიწყალაო, თითქოს, მასწავლებლის ან ენერგეტიკოსის სიკვდილი დღესასწაული იყოს! უარესსაც გეტყვით, სიბნელეში ჩაძირული პოპულისტები რომ ყვიროდნენ, მშობლებს შვილებს რატომ ართმევენო, ახლა პორნოინდუსტრიაში ჩაძირულ მშობლებს სამ ხმაში ათ შაურად ისეთ გინებას უძღვნიან, თითქოს რაიმეს გამკეთებელნი იყვნენ!

პ.ს. სალომეს ამერიკულ ვოიაჟთან დაკავშირებით ქართველები აცხადებენ, რომ საქართველოს აღარაფერი ეშველება და ევედრებიან ღმერთს, ამერიკა მაინც დაიცვას სალომეს "შეწყალებისგან"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
02 ოქტომბერი 2019 01:11
ვაის გავეყარეთ უის შევეყარეთ , მოახლოვდა არჩევნები და აჭიკჭიკდნენ დეპუტატები დადგავენ ოქროს კოშკებს და მერე ისევ თავად შეჭამენ , ნამუსი შეგრჩათ , როდემდის გინდათ ატყუოთ ხალხი , სულმნათი გურამიშვილის ქართლის ჭირის ერთი ტაეპი მახსენდება ხოლმე , ქართლელების დაღმა ხნული კახელებმა აღმა ფარცხესო. თუმცა ფარცხის მნიშვნელობაც არ იციან ჩვენმა პარლამენტარებმა.
guga
01 ოქტომბერი 2019 10:34
ეს ქალი გაიტანეეეეეეთ
მედეა
30 სექტემბერი 2019 11:46
პროვოკატორო, სახლში დარჩენა-არჩევნების სწორად გადაწყვეტას მოასწავებს? რას გ ვ ი რ ჩ ე ვ თ, თქვენო ბრწყინვალებავ? გამოსავალია მ ო ს ა ძ ე ბ ნ ი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თვის კითხვადი სტატიები