ჯიშკარიანის ლიბიდო, ანუ რატომ არ უნდა დაგვეხურა როენა მამიდას დაწესებულება
17-10-2019
ჯიშკარიანის ლიბიდო, ანუ რატომ არ უნდა დაგვეხურა როენა მამიდას დაწესებულება
ბოლო დროს ისეთი ამბები ხდება საქართველოში, თვით ლუციფერიც კი პირჯვრის წერით ათენებს და აღამებს ალბათ. ჯერ მიშა მოექცა ორთოდოქს ქრისტიანად, მერე ბოკერიაც, "გირჩელებმა" კი მოგეხსენებათ, ყველაზე ადრე შეაფარეს თავი ეკლესიას, უამრავი მოძღვარიც მისცეს სამშობლოს ქადაგებისთვის. უბრალოდ, ქადაგება არ მომისმენია მათი. სავარაუდოდ, "შმაქსით" დაიწყებენ გადაადგილებას ეს მოძღვრები და ცოტას თუ გაახსენდება, როგორ დასცინოდა "ფეისბუკში" თავშეფარებული ქართველობა პარიჟანკა სალომეს, წმინდა ნინოს გზას დაადგა ვაზის ჯვრით ხელშიო! მოექცა თუ არა, სრულად მთელი პოლიტელიტა
ქრისტიანად? ასე ახდენს ფარულად კეთილ გავლენას ჭეშმარიტად არჩეული პრეზიდენტი ყველა ჩვენგანზე, ხოლო საკუთრივ "ნაციონალებზე" სალომეს მადლს ემატება აკვიატებად ქცეული ხახვი და კარტოფილი!

პოლიტბომონდს თავი დავანებოთ და ჯიშკარიანის საავადმყოფოდან გამოსროლილი აზრებიც ერთობ იმედისმომცემია. თურმე, მისი თანაშემწე "ნაციონალების" მხარდამჭერი ყოფილა, ზოგჯერ "დლია ხრაბროსტი" თუ "დლია ბარხატნოგო ნასტრაენია"
სვამს კიდეც და ამას დავუმატოთ სამღვდელოთა მხრიდან მოკითხვა-დარეკვანი
! მოკლედ, ამ კაცს, საკრებულოს წევრს, ეშმაკი აწყდებოდა ქალის სახით და ვერ გაგვიგია! ვინ განდევნის მისგან უკეთურ სულს, ან რით? ნაკურთხი წყალი უშველის? არა მგონია... ჯერ ჯიშკარიანის ლიბიდოზე მსჯელობა არ გვქონდა დასრულებული, ვიღაცამ შემოგვაპარა, კიდევ არის ერთი დეპუტატი, თან პარლამენტის, თან არაქართველი, მაგრამ "ქოცი", რომელიც ქალზე ძალადობაშია შემჩნეულიო! ოხ, ღმერთო ჩემო, რა გვეშველება?! არ უნდა დაგვეხურა როენა მამიდას თუ დეიდას სექსუალური მომსახურების დაწესებულება, დაკმაყოფილდებოდნენ ჩვენი პოლიტიკოსები და აღარ ატყდებოდნენ ასე სამარცხვინოდ. ეგ კი არა, უფრო მეტიც შემიძლია ვთქვა: როტაციით უნდა გვეტარებინა საჯარო მოხელეები როენას დაწესებულების სერვისების მისაღებად და აღარ გვექნებოდა ეს პრობლემა! ამ მნიშვნელოვან საქმეს ვინც დროზე ვერ მოილევდა ბორდელში, სახლში გატანებაც შეიძლებოდა - საქმეს დაუსრულებელს ხომ არ დატოვებენ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის მოხელეები? ღამეებს გაათევდნენ და ნაკისრ ვალდებულებას მაინც შეასრულებდნენ. დიახ, ასე იზამდნენ! ჩვენ კიდევ ისეთ პრობლემაზე გვაქვს ყურები დაცქვეტილი, იაპონიას რომ დაატყდა. ვიღაც მოთქვამდა, ამომავალი მზის ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი წყალდიდობისა და მეწყრის გამო დაიღუპა, ტაიფუნის გამო რაგბის მსოფლიო თასის მატჩები გადაიდო, ტაიფუნამდე ცა იასამნისფრად შეიღებაო. ნეტავ ჩვენი პრობლემების დეტალური აღწერა შეიძლებოდეს და მერე მისი მოგვარებაც. აი, მაგალითად, ვიკითხეთ ვინმემ, რატომ ვერ ვახერხებთ ამ ნამცეცა სამშობლოს მოვლას? რატომ არ გამოგვდის, რომ ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს ჩვენივე ქვეყნის ბაღ-ბოსტნებში მოწეული ხილი და ბოსტნეული შევთავაზოთ? ჩვენს სოფლებში წარმოებული რძე-მაწონი მივართვათ საუზმეზე და ქართული ჩაით ვუმასპინძლოთ ვიზიტორებს?

რატომ გვჭირდება საეჭვო ხარისხის უკრაინული კარაქი, ბრაზილიური ხორცი, თურქული პამიდორი და კარტოფილი? რატომ ვღებავთ ჩურჩხელასა და ტყლაპს ყვითლად, წითლად და მწვანედაც კი, ეს ცალკე პასუხგაუცემელი კითხვებია! რატომ ვდებთ ხაჭაპურში ამერიკული სოიის ფხვნილისგან დამზადებულ 5-ლარიან ვითომ ყველს? სოფლის მეურნეობას არ უნდა ბიუჯეტის გაზრდაო, მთავრობა ამ ჭკუაზეა. კი ყვირის დანელია პარლამენტიდან, მოუმატეთ დაფინანსება, თორემ ერთ დღეს დამშეული სოფელი თოხებითა და ფიწლებით ამოგვხოცავსო. მართლა ასე მოხდება, დამერწმუნეთ. უბრალოდ, ტრაქტორები არ ჰყავთ, თორემ მძიმე ტექნიკით შერიხინდებიან რუსთაველზე და პოლიტპამპულებს გველებივით დაჭყლეტდა სოფლად სასწაულად დარჩენილი ორიოდე ფერმერი! 2020-ისთვის არ ეყოფა "ოცნებას" საჯარო მოხელეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა, მითქვამს მე და თუ არ გაიგონებენ, ერთმანეთის მიყოლებით გამქრალან "ქოცები", "ნაცები" და "პატრიოტებიც", ეგ არ ვიდარდო! გაქრობამდე კი უყურონ "იმედს", "მთავარს" და "ობიექტივს", მერე ერთმანეთს როგორ დაჭამენ, მაგას ჩვენ ვუყურებთ, რიგითი ამომრჩევლები!

პ.ს. მიშას ეკითხებიან, როგორ ხარო? ის პასუხობს, რაღაც შეწუხებული ვარ, მსოფლიო კარგავს გენიოსებს. აინშტაინი მოკვდა, ბეთჰოვენი დაყრუვდა და მეც ვერა ვარ კარგადო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
თემური
18 ოქტომბერი 2019 12:11
ვასიკო ოდიშვილის ხმით დაწერილი სტატიაა :D
vep1963
17 ოქტომბერი 2019 22:40
გელა ,გაიხარე ძამიკო
გელა
17 ოქტომბერი 2019 14:07
პროვოკატორის მიზანი, როგორც კომუნისტები იტყოდნენ, "დიადი და ნათელია" - ერთ ქვაბში მოაქციოს ყველა!
წერს: "მითქვამს მე და თუ არ გაიგონებენ, ერთმანეთის მიყოლებით გამქრალან "ქოცები", "ნაცები" და "პატრიოტებიც", ეგ არ ვიდარდო! გაქრობამდე კი უყურონ "იმედს", "მთავარს" და "ობიექტივს", მერე ერთმანეთს როგორ დაჭამენ, მაგას ჩვენ ვუყურებთ, რიგითი ამომრჩევლები!"

არაა ეგრე საქმე, ჩემო დ ზ ვ ი რ პ ა ს ო პროვოკატორო! ყველა წინა ხელისუფლებას (კომუნისტურის ჩათვლით) ჩრდილოვანთან ერთად ჰქონდა ნათელი მხარეც, განსხვავებით დღევანდელისგან, რომლის უმთავრესი მიზანია ქვეყანა კვლავ რუსულ გუბერნიად აქციოს (თავისთვის წყლიან თუ უწყლო აუზიანი სასახლეების აშენებასთან ერთად )!
იცნობთ კი კრემლის გეგმებს ჩვენთან მიმართებით, რომელთაც მათი პოლიტოლოგები არც მალავენ, გეგმებს დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს ბიძოსტანი, მაგალითად, რუსეთთან დამაკავშირებელი გვირაბის გათხრით (რეალური ქმედებაა, ბომბეი-ლონდონის გვირაბის გაყვანა არ გვეგონოს! ). კიდევ ერთი სხვა ნაბიჯი არის ტროლების მომრავლება, მათ შორის თქვენნაირის - პესიმისტ-"ობიექტურების" და დათვი-რომ- მოგერევა-ბაბაია- დაუძახე-ლოგთა!!!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?