"ბიძინას შერეკილები", ანუ თაკო ჩარკვიანმა გახედა "ოცნების" აქციას და ისევ წამოიძახა "აუ, რამდენი ხართ!" - კვირის პალიტრა

"ბიძინას შერეკილები", ანუ თაკო ჩარკვიანმა გახედა "ოცნების" აქციას და ისევ წამოიძახა "აუ, რამდენი ხართ!"

პოლიტიკური ისტერია პიკშია. ოპოზიციად აღიარებული "ნაცმოძრაობა" და "ნაცხურდობა" ჭკუიდან გადავიდა კინაღამ, როცა თბილისში "ოცნებური" აქციის მასშტაბურობა დაინახეს. კი ჰქონდათ მოლოდინი უგულავა-ბოკერია-ბაქრაძის ტანდემს, რომ ბიძინა ბევრ ადამიანს მოიყვანდა აქციაზე, მაგრამ ამდენიც არ ეგონათ...

250 ლარს, "მეშოკ" კარტოფილსა და ხახვს დახარბებული ნახირი უწოდეს რამდენიმე ათას ადამიანს სოციალური ქსელით "ნაცტროლებმა", მაგრამ ეს არაფერს ცვლის - "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების"! მოდი, განვმარტოთ უფრო დაზუსტებით: ბიძინასა და "ოცნების" გარდა გამოლანძღეს ადამიანები, რომლებიც არც ხახვის, არც კარტოფილისა და ფულის გამო არასდროს მიდიან სადმე, მაგრამ "ნაციონალების" ზიზღის გამო მივიდნენ აქციაზე! წარმოგიდგენიათ, 7 წლის მერეც არ აპატია ხალხმა მიშისტებს და ისევ "5"-ის საწინააღმდეგოდ აძლევს ხმას ხან სალომეს, ხან ირაკლის და თქვენ წარმოიდგინეთ, ვინმე ერეკლე კუხიანიძესაც კი! ეს უკანასკნელი (თქვენ წარმოიდგინეთ, უკანასკნელი სამეულის ბოლოში რომ დავწერე, იმის გამო კი არაა!), "ფეისბუკფოლკლორშიც" კი უფრო პოზიტიურად აღიქმება, ვიდრე ბოკერია!

2020 წლის არჩევნებამდე დიდი ელექტორატული მარათონ-ნადირობაა. ეს მარათონი ერთ მიზანს ემსახურება: ამომრჩეველს შეუქმნან ილუზია, თითქოს ყველაზე უფრო პატიოსანი, მზრუნველი და განუმეორებელი პოლიტიკური ძალა ვართო და ისეთ რამეს კადრულობენ, რაც ყველაზე წარმოუდგენელია! ბიძინას მათლაფიდან რომ ხვრეპდნენ ორიოდე წლის წინ, ერთბაშად შეუბრუნდა ის ხალხი და აზუზუნდნენ უდედო ფუტკრებივით! ბიძინა 2012-2016 წლებში კარგი იყო, მერე ნელ-ნელა გაუარესდა? ეგებ ეთქვა გუბაზს და არა მარტო მას, მათლაფა რომ განარიდეს, მერე გაახსენდათ ბიძინას ხიხოობა, სოფლელობა და ათასი "გრეხი"? კარგა ხნის წინ ამ კატეგორიის ხალხს ვუწოდე "ბიძინას შერეკილები". როცა ასეთი კრიტიკული სიტუაცია დგება ხოლმე, უცებ მოდის საიდანღაც ორაზროვანი სიტყვები. "შერეკილს" ორი მნიშვნელობა აქვს: "ჭკუიდან გადასული" და "სადმე შეყრილები". ახლა გამოდით ის ბატონები (ქალბატონებიც), რომლებიც ბიძინამ მიგიყვანათ საკრებულოებში, პარლამენტსა და მთავრობაში და მერე, უადგილოდ დარჩენილებმა ტლინკი რომ ჰყარეთ, აღიარეთ, რომელი ჯგუფის შერეკილი ხართ!

ადრინდელი ოპოზიცია და მოგვიანებით გაოპოზიციონერებული პოზიციონერები ისე ამაზრზენები გახდით, რომ ის უვადოდ არჩეული მოსამართლეებიც კი აღარ ახსოვს ხალხს, რომლებიც ადრე ხალხს ისე უწერდნენ ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში "საგზურს", ხელიც არ აუკანკალდებოდათ! ისე, ეს მოსამართლეებიც ძალიან მაზალო ვინმეები არიან! ამდენი ვინმე გაგიმწარებიათ, იყავით და ხართ სისტემის (და არა სამართლიანობის!) მსახურები და ნუთუ თქვენი სირცხვილს სიწითლე საბოლოოდ გაუქრა?! თქვენს ადგილას რომ ვიყო, გადავიკარგებოდი სადმე უდაბურ ადგილას და სიკვდილამდე ვილოცებდი, რომ უფალმა მაპატიოს უმსგავსობანი. ეს იმიტომ, რომ ხალხი არასდროს გაპატიებთ პოლიტიკური ტერორის "სამართლის" ჩარჩოებში ჩასმას!

სასამართლო იქით იყოს, ისევ "ნაცქოცობას" უნდა დავუბრუნდე. ზოგს ჰგონია, რომ პოლიტიკური სიმპათიებით მოხიბლული ვარ და ფულსაც მიხდიან იმისთვის, რომ ვინმეს კლავიატურიდან ცივი წყალი შევასხა პირდაპირ პოლიტიკურად დაბინძურებულ სახეში, მაგრამ ეს არაა მართალი! ნეტავ შემეძლოს და ამდენ რენეგატსა და სამშობლოს გამყიდველს პირდაპირ კლავიატურას ავაფარებდი სიფათში! ვინ ვერ ხვდება, რომ ნებისმიერ პარტიასა და პარტიულს თავისი აქვს "გასასწორებელი" და სახელმწიფო ფეხებზე ჰკიდიათ! მოსყიდულებს რომ ეძახიან "ნაციონალები" მოწინააღმდეგეებს, ეგებ გაიხსენონ, რამდენი ლიტრი ზეთი, ღვინო და რამდენი ტომარა ფქვილი დაურიგებიათ ხალხის გულის მოსაგებად! ვისთანაც ეს არ ჭრიდა, მერე იყო "ორი გვამი", "სულს ამოგხდით, ნაძირალებო" და ასე შემდეგ! ყვავი ყვავს სიშავეს არ უნდა აძახებდეს, ბატონო მიშისტებო და ძალიან კარგი იქნება, თუ ფსიქიკას გაუფრთხილდებით, რადგან ეს თქვენი მიჰა არ ჰამოდის და ნერვების ეკონომია მაინც გასწიეთ... თან, როგორ გადახვედით ადამიანურ საზღვრებს იქით, ქალი ქალს აღარ ჰგავხართ, კაცი - კაცს. ფაქტები გინდათ?! დაგისახელებთ ასეულობით, აი, თუნდაც რომელიღაც ნაცდედაკაცი რომ მიუხტა პარლამენტში თალაკვაძეს წიოკით, ეგ ნორმალური იყო? რომელი თალაკვაძეო, თუ იკითხავთ, აი, ის - ალუჩა რომ დაუფეხმძიმდა თუ რაღაც ამდაგვარი ლექსში!

პ.ს. თაკო ჩარკვიანმა გახედა "ოცნების" აქციას და ისევ წამოიძახა "აუ, რამდენი ხართ!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს "ბიძინას შერეკილები"