გამოტროლბოტებული "ოცნება" და მოკაკაკნე "ნაცები" , ანუ დამნაშავე დაუსჯელი არც "ნაცი" მინდა, არც "ქოცი"!
გამოტროლბოტებული "ოცნება" და მოკაკაკნე "ნაცები" , ანუ დამნაშავე დაუსჯელი არც "ნაცი" მინდა, არც "ქოცი"!
ციფრული სანაგვე ტროლებისთვის

გურჯაანში თუ სადღაც მათი უმაღლესობა "ნაცმოძის" წევრებს საახალწლო ნაძვის ხეზე შავი ლენტები მიუკრავთ, აქაოდა, რა გეზეიმებათ, როცა ამდენი სოციალური პრობლემა არსებობს ქვეყანაში და თავზე ნაცრის წაყრის დროაო. აი, მაგათ აღარ ახსოვთ წაგებული ომი, ასობით დაკარგული სოფელი, მზეზე უპატრონოდ დაყრილ-დახოცილი ჯარისკაცები რომ იზეიმეს მის მერე, როცა სააკაშვილის უსაფრთხოება გარანტირებული იყო! ეს გამოტროლბოტებული "ოცნება" კიდევ ელოლიავება "მთავარ ოპოზიციურ ძალას" და მათი "საგმირო" საქმეების აღმსრულებლები კიდევ უფრო მჭიდროდ მიატმასნეს სკამებს!
პოლიტიკური ნიშნით არანაირად არ შეიძლება ადამიანი სამსახურში მიიღო ან იქიდან გამოაგდო, მაგრამ დამნაშავე დაუსჯელი არც "ნაცი" მინდა, არც "ქოცი"!

ის ცხრა და ეს შვიდი წელი რომ დავკარგეთ (და მარტო დავკარგეთ?!), სულ პოლიტიკოსების ბრალია, მე დავიბრალო თუ ბებიაჩემმა, რომლის ძვალიც აღარაა საფლავში? გამოთაყვანდა ეს პოლიტბეცი მრევლი,
ხან ცოცხებს ატრიალებენ, ხანაც ბოქლომებს და ჩვენც შორიდან ვუყურებთ სანახაობას, სხვა რა ძალა გვაქვს? თან რა სამარცხვინოდ აცხადებენ ეს შეფარული "მიშისტები", ის ცხრა დაივიწყეთო, ახლებმა რა ქნეს, მაგათზე აგონ პასუხიო! აი, ამათთანაც ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ამათი დოყლაპიობა "ნაცმოძის" გაპრავების საშუალებას როგორ მომცემს? ახლახან, არ ვიცი, ზუსტია თუ მონაჩმახი, "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ სამთავრობო "ფეიკ-ნიუსი" და ანტიდასავლური ანგარიშები გამოავლინა და წაშალაო. წავშალეთ 39 ქართული "ფეისბუკ"-ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 "ინსტაგრამ" ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაშიო, ამის შესახებ კომპანია "ფეიბუკის" ადმინისტრაციას უთქვამს. თანაც, "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" რეკლამირებისთვის დაახლოებით 316.000 აშშ დოლარია დახარჯული. 442 300 "ფოლოვერი" ჰყოლია და 52 000 "ექაუნთი" ჰქონიათ ამ ჯგუფებს, ანუ გამოდის, რომ მთელი საქართველო "ონლაინში" ცხოვრებულა! მერე გვიკვირს, მოიკლო ძროხამ წველა, ღორის ხორცი იმპორტირებულია და ინდოეთიდან დიდი ოდენობით სიმინდია შემოტანილიო! აბა, გამობრძანდით ახლა ეს "მოფეისბუკე" "ექსპერტები", მენტორები და მითხარით, ვინ შექმნის პროდუქციას ქვეყანაში? თვალი გადავავლე ამ გასაუქმებელ სოცქსელებს და რა ნახა ჩემმა თვალებმა! "ქოცები" თავის ტროლებზე ხმას არ იღებენ და სანაცვლოდ "ნაცები" კაკანებენ, ბიძინას ტროლების ქარხანამ ჩაილურის წყალი დალიაო, კოკა ყანდიაშვილის და მისთანების შრომამ ტყუილად ჩაიარა და აწი რა ეშველებათო! ცალკე "ქოცები" გაჰკივიან დიდი ამბით, "ნაციონალი" ტროლები აჰყარა და გადაისროლა ცუკერბერგმა ციფრულ სანაგვეზეო!

ისე, ამ პოლიტიკოსებს რატომ უკვირთ, რომ "ტროლავენ"? ჩემს ბლოგზე იმდენი ინკოგნიტო მუქთახორა ბიჭობს და კაცობს (ქალობს კიდეც!), რომ სრულიადაც არ გამკვირვებია ბიძინას და მიშას თუ წაესეოდნენ ცრუანგარიშა ხალხი! ტროლ-ბოტები ისევ შექმნიან ესეთ გვერდებს და ჯგუფებს, მაგათ სხვა რა შეუძლიათ, მაგრამ იმას დაგეკითხებით, ვინც იმას გაიძახის, რომ ახალ წელს ყველასთვის ისე უნდა იყოს ჩაბნელებული ქვეყანა, როგორც მიცვალებულებისთვისო, ეგენი არიან ჯანმრთელად?! ნათელი ვისთვისაც არ იყო ეს ქვეყანა, ისინი დაეჩქარნენ იმ ქვეყნად წასვლას! ფერები, შუქი და სიხარული უნდათ ბავშვებს, თორემ მე არ გავვარდები ნაძვის ხეებთან! ვიდრე ცოცხლები ვართ, ყველაფერი სიკეთე გვინდა, თორემ გარდაცვლილთათვის ერთია ახლა ნაძვი და ღოლო, ცარიელა პური და საცივი! გურჯაანელ თუ სხვა "მუნიციპალურ ნაცებს" კიდევ უფლება რომ მისცე, მთელ საქართველოს შავში გახვევდნენ, სულსაც ამოხდიდნენ და გადაავსებდნენ საპატიმროებს ისევ თავიდან! წინასაახალწლოდ უფრო მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, რომ "ქოცებისთვის" გაემწარებინათ სიცოცხლე? მაკრახიძის შესახებ დაწერილი წიგნი მაინც გადაემრავლებინათ და დაერიგებინათ ხალხში ან სულაც, "ფეისბუკზე" გადაეტანათ ეგ და თალაკვაძის პოეზია! დამერწმუნეთ, ეგ უფრო დააბნელებდა საქართველოს ვირტუალურ ნაწილს, ვიდრე შავი ლენტები! და კიდევ, დავამატებ, ხაზარაძისეულ "ლელოს" განცხადება გამოუქვეყნებია, გვიხარია, ეს ტროლები რომ გააუქმესო! რა გაუხარდათ ნეტავ, ჰგონიათ, რომ "ფეისბუკზე" "მოწონებებით" გაიმარჯვებენ? ერთ ანდაზას გავიხსენებ, თხამ რომ მგლის სიკვდილი გაიგო და აკუნტრუშებულს მიაძახა მეორემ, განა სამგლეთი დაიქცაო? ანუ წაშალეს "ტროლები" და ისევ მოვლენ, მამუკა, ისევ მოვლენ ის შავი კაცებია თუ "ფეისები"...

პ.ს. წლის ბოლო, შემაჯამებელი პროვოკაცია სხვანაირად მინდოდა დამეწერა, მაგრამ ეგ იანვრის დასაწყისისთვის გადავდე. სხვა თუ არაფერი, მეორე ახალი წელიც მოვა, თან 2 კვირაში! უბრალოდ, იმას ვკითხულობ, იმ ხალხს პატრონი თუ ჰყავს, ტელევიზიებისა და პროპაგანდისტული ორგანიზაციების ლოგოები რომ უყენიათ პროფილის ფოტოებად? ძალიან მეეჭვება და მედარდება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
30 დეკემბერი 2019 15:03
ახალ წელს ვინატრებდი ისეთ პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს მარტო ჯიბერზე კი არა საქართველოზეც ფიქრობდეს მართლა ვინატრებდი.
Fff
30 დეკემბერი 2019 13:00
მიშა არის ეგეთი კაცი
ალექს
29 დეკემბერი 2019 10:00
ნაცმო სახელდახელოდ"პოდ სააკაშვილი" შექმნილია , სპონტანურად , იმდენად ნაჩქარევად, რომ სახელიც და რეგისტრაციაც სხვას წაართვეს, სხვისა აქვთ და დღესაც უჩივიან ,დდაბრუნეთო, ესმის რო !
იგივე ქოცნება, არაა ბუნებრივად ჩასახული, წამოჩიტული და წამოსწრებული , ციდან ჩამოვარდა საოცნებოდ ნაცმოსავით და სრულიად "პოდ ივანიშვილია",ანუ ხალხნო და ჯამაათნო, არც ნაცმო და არც ქოცნება არ იქნებოდნენ, რომ არა მათი ლიდერების ზემოდან შერჩევა ,მათზე პირველობის დაკისრება და მხოლოდ ამის მერე მიაკერეს მათ "პარტიები" , გაიგეთ ხალხო ?? აქედან მოდის ციდან გამოჩეკილ ახალ მმართველ გუნდთა დილეტანტიზმი "მოღვაწეობის" დასაწყის სტადიაში რომ ახასიათებდათ ორივეს და მერე რომ გამოაჩინეს ლომის კლანჭები, როცა ადაპტაცია ,შეგუება ქვია ქართულად ,-გაიარეს რა ,სტაჟირება ქვია რა ?! არც ამან უშველათ, დილეტანტებია, პროფანები როგორც ზოგად სახელმწიფო მმართველობის , ისე ვიწრო პროფილურ მის დარგობრივ სეგმენტში -მეათასეს რეიტინგიც კი არ აქვს რეალურად, დასმულია ,უნიჭო მედროვე ,მათი გატარებული "პოლიტიკა" პიარია და უტელევიზიოდ აბსოლუტურ ნულს აჩვენებენ , ისინი უბრალოდ ავსებენ პოლიტიკურ სივრცეს და ერთმანეთს ამაგრებენ,ცვლიან, ჩაანაცვლებენ,მიდიან უკან მოსასვლელად ,იმ პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებენ , სადაც მართლა პოლიტიკოსი უნდა მოღვაწეობდეს, ესენი კი მატრაბაზობენ, ქარაფშურტა ლაზღანდარებია ,ქვეყნის ერთი დამქცევი მეორით ჩანაცვლდება და მერე ის პირველი დამქცევი თავიდან აქცევს ! თავად დამოუკიდებლად წააგებენ ნებისმიერ სერიოზულ პოლიტიკურ ძალასთან , თუნდ სამი რეჟისორ დამსმელი უწერდეს სცენარს , ეგააა, ეს ძალაა არაა არსად , ნაზრუნია ამაზე , თერძი ზრუნავს ,თუ გაჭირდა გამოჩნდება თავად და ისევ ძალად დაჯდება, აქვს კომპარტიას ამის გამოცდილება, უი ეს რა წამომცდა, ნეტა მართალი თუა როტშილდმა გადაუხადა მარქსს კაპიტალის დაწერის ჰონორარი, მამიდაშვილი იყო მისი და ფინანსურად არ ულხინდაო ?!
ვინაა ასეთი მკერავი ?
რეალური ხელისუფალია ასეთი თერძი და მან იცის, რომ მისი შერჩეულები სანამ არ ამოჭამენ გობს , ქვეყნისათვის თითს თითზე არ დაადებენ, ამიტომაც შეარჩია ,იოლია უქნარა აბეზართა შეცვლა , აბა მანდ თუ ღირსეულები დაჯდნენ, თერძსაც წირვას გამოუყვანენ !
არ კი ჩანს , მაგრამ თუ კარგად დააკვირდები რუსთაველის პროსპექტზე ბოლო 30 წელიწადში რა დაიწვა , რა აშენდა, იქნება იპოვნო კიდეც !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები