მიშამოსაობა, ნორჩი გახარია და კლასტერების კლასიფიკაცია
მიშამოსაობა, ნორჩი გახარია და კლასტერების კლასიფიკაცია
ფოტო:მიხეილ სააკაშვილი, გიორგი გახარია
წინა პროვოკაციის გამო ერთმა ინკოგნიტო "ნაციონალმა" გამომლანძღა, სულ დაფინანსებული "ქოცი" მეძახა და მიშას კეთილი საქმეების დაუნახავი. სხვა თუ არაფერი, მიშასგან გვაქვს თურმე დენი, წყალი, გზა, საერთაშორისო სახელი და კეთილდღეობა, ბიძინასგან კი მხოლოდ კორონა და ფუჭი ოცნებები. გგონიათ, შევედავე?! ან რა აზრი აქვს კორო-ნაცებთან დავას?! მაგათ მიშას სიყვარული ისე აავადებთ, რომ წამალი არ ჭრის და უკურნებელ სენს მე რა უნდა დავაკლო?
ჩემო უნუგეშოდ დარჩენილო მიშმადიდებლებო, თქვენთვის საშინელი ინფორმაცია გავრცელდა, ვიღაც ალექსანდრე დუბინსკის,
რომელიც უკრაინის რადელიაო, უბრძანებია: "მაქვს განცდა, რომ გავა ორი თვე და მიხეილ სააკაშვილს მთავრობაში მიიწვევენ. მოქმედმა პრემიერმა ვერ გაამართლა. ახლა ქვეყანას სააკაშვილის ტემპი სჭირდება". ახლა შეთანხმდით აქაური "ნაცები" და იქაური მიშისტები, როგორ გაიყოთ ეს იგავმიუწვდომელი პოლიტიკოსი, ეკონომისტი, იურისტი, მენეჯერი, ჰუმანისტი, ფილოსოფოსი და ორაზრა კაცი! ორაზრა
იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობას უყიჟინებს, დააბრუნეთ ემიგრანტებიო, და იქით უკრაინელებს ეძახის, ევროპიდან რომ დაბრუნდნენ ემიგრანტები, მაგის მზაობა სად გვაქვსო?
! მგონი, "ნაციონალები" ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მიშა მიუწვდომელ ოცნებად რჩებათ და გახარიას ადგილ-ადგილ დაეტაკებიან ხოლმე. ბევრი რომ ვერაფერი უპოვეს, ამ ბოლო დროს მისი სიყმაწვილის დროინდელ, ქოჩორა ფოტოს დააპროწიალებენ "ფეისბუკზე" დამხრჩვალი კნუტივით და რას აღარ ხარშავს მათი დაბნელებული გონება... ისაო, ეგა ლომონოსოვის უნივერსიტეტის მეორე კურსიდან ქრებაო, მაგრამ დიპლომი მაინც აქვს რუსული, სპეციალურად გამოზარდეს ჩვენს დასაქცევადო. ერთმა ისიც კი წამოიტირა, ახლა რომ დადის ეგ გახარია წვერგაუპარსავი და სალომე ზურაბიშვილივით უშნოა, გახსოვთ ვინმეს, მიშას წვერგაუპარსავად ევლოსო? ვიღაცამ მიაწერა, სხვა თუ არაფერი, მისი დრესკოდი ერთ კაცად ღირდა, მაგრამ ვერ შევიშნეთ ეს ამოდენა ბუმბერაზი და ახლა კი არის უკრაინელთა იმედი, გადაშენდეს მაგისი საქართველოდან გამგდებიო!..

კორონას ჩვენი ექიმები გააფთრებით რომ ებრძვიან, ამ ექიმებს კი ზოგი ტელევიზია, შეამჩნევდით ჩემი თქმის გარეშეც. განსაკუთრებით ნაცორიენტაციის ჟურნალისტების მედიაფრთაა გასაოცარი შემართების. სხვა თუ არაფერი, თამარ ჩერგოლეიშვილს უბრძანებია, კორონა თუ შემხვდება, ეზუგბაიას არ მიუყვანოთ ჩემი თავი სამკურნალოდ, მაგ ბნელ მორწმუნესო. კიდევ ლევან რატიანსაც უწუნებენ ღვთისმოსაობას და რა ვუყოთ ახლა ამ ჩვენს სანაქებო ექიმებს, იმიტომ დავიწუნოთ, მიშამოსავები რომ არ არიან?! რა ქნას მეტი ამ ხალხმა, უნდა უმკურნალონ ყველაზე მოდურ მილანის კლასტერს, ცალკე ყველაზე "ფაინენშალ", ეროვნული ბანკის კლასტერია საფიქრალი; ყველაზე "აგროც" მისახედია - თერჯოლელი მექათმის დაუდასტურებელი კლასტერი ხარაგაულში; ყველაზე "სვეცკური" - "რომანოვების ორმოცის", ყველაზე გასტრონომიული - მარნეულის, სულ-სულ პირველი - ირანული, ყველაზე სპორტული - სამეგრელოსი, ეს არაა საპატრონო და მისახედი? მაგრამ ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი ანტიკორონული კლასტერი - ჩვენი ექიმები, თუ დავუჯერებთ და დავრჩებით სახლში, ისევ ჩვენთვისაა კარგი, თორემ გახარიას სულ დახუჭული კი არა აქვს თვალი, მოვა და დაგვაჯარიმებს...

P.S. ახლახან დადასტურდა, რომ საჩხერის მერს კორონავირუსი არ ჰქონია, თორემ მერე გენახათ "ნაციონალების" აღტაცება, თვით ბიძინას რაიონში ბიძინამ ვერ დაიფარა მერი ვირუსისგან, ეგ სხვას რას გაუკეთებსო?!.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

Naziko gagloshvili
12 აპრილი 2020 12:06
Shvilo misha zlier mosuqebuli chanhar, rame unda igono genacvalos naziko deida. Zedmeti x da imsuqne arc lamazia da jantelobistvinac ar ari kargi.
თბილისი
10 აპრილი 2020 19:21
ნაცებთან რას მოვა კორონა 17წელია ეგ ჭირი ვერ მოვიხადეთ.
Dato
10 აპრილი 2020 19:14
Visac saakiani genatrebat gulcrpelad mecodebit.ps.male damtavdebodes es chiri...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები