ცოდვაში ფეხჩადგმული ბიძინა, ანუ რას არ აიღებს საკუთარ თავზე ოლიგარქი?!
ცოდვაში ფეხჩადგმული ბიძინა, ანუ რას არ აიღებს საკუთარ თავზე ოლიგარქი?!
დიდი "ქოცეულის" ქება-დიდებითა და ზარ-ზეიმით წარდგენის შემდეგ ტვ "ნადეჟდამ" რამდენჯერმე აღტყინებით გამოაცხადა, ოქრიაშვილი მხარდამჭერებს კარგავსო. ეს ტელევიზია მშვენივრად გადაეწყო მიშასეული "რუსთავი ორის" "სიხშირეზე". ან დავაზუსტოთ და ვთქვათ, როგორც გვარამიას ტელევიზია ხატავდა საოცარ საქართველოს, არანაკლებ აკეთებს ახლა "იმედი". როლები გაცვალეს ამ ოხრებმა, თუ რა მოხდა?! ერთიერთში ვერ იმეორებს "პოზიცია"-ოპოზიციის მხარდაჭერას ეს ორი მედიაგიგანტი, მაგრამ სხვაობაც არაა ძალიან დიდი, ისევე, როგორც მიშასეულსა და ბიძინასეულ საქართველოს შორის. ამ "ტვ"-მ სადაც ოქრიაშვილის დაკარგული მხარდამჭერები
დათვალა, ეგებ გამწყრალი "ქოცებიც" დაეთვალა, აქეთ-იქით რომ დაეფანტა ბიძინას, ქორდაცემული წიწილებივით!

ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ მიშაზე უფრო ჭკვიანია ბიძინა. ჯერ ერთი, პოლიტიკაში მოსვლამდეც მილიარდერი იყო და მის მერეც არ უჩივის ფულს. ეს ერთი უტყუარი ნიშანია მისი სიჭკვიანისა. ახლა კი გადავხედოთ, რა უყვეს ბიძინამ და მიშამ
ოპონენტებს! მიშა მასობრივ ტერორს ატარებინებდა ხელის ბიჭებს, ხან "სპალნებიდან" ყრიდა ნიფხვის ამარა ხალხს, ხანაც საკრებულოს სხდომებზე აპატიმრებინებდა ჩინოვნიკებს, ქუჩაში ჩახოცილ ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ. აი, ბიძინა კი სხვაგვარად მოქმედებს. დიაგნოზი თავად დასვით, თუ ნაკლებს სჩადის...

გამოდის მამუკა ხაზარაძე და ამბობს, გოჯი მიწა არ უნდა დაგვრჩეს დაუმუშავებელიო. გამოდი, ბიჯო, მამუკა, ყანის თავში შენ დადექი, ბოლოდან მე შემოგყვები და რა დაგვრჩება დაუთოხნავ-დაუმუშავებელი?! მართალია, ახლა შემოდგომაა, მაგრამ საშემოდგომო ხვნა-თესვაც არაა ურიგო აგრონომიაში!..

ახლა ვაშაძე-ჯუნიორზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა: როგორ დაემსგავსა ეგ უბედურიც თავის იდეურ მშობელ სააკაშვილს. კი გახსოვთ, გელათში რომ დაყლატუნობდა მიშა, აქაოდა, წარსულიდან თქვენს სანუგეშოდ დაბრუნებული აღმაშენებელი ვარო, და აგე, ვაშაძემ სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში თავი პრემიერად შემოგვთავაზა. აი, შენი ბედი, გიორგი ბატონო, რომ ვერ გიყურებს აღმაშენებელი, თორემ შენს პოლიტიკურ ამბიციებს იმ უზარმაზარ ქვას დაადებდა ზემოდან, გელათის კედელში რომაა დავითის სახელით დატანებული! და ვის უნდა მიეცეს ვაშაძე-ჯუნიორის ცოდვა, თუ არა ბიძინას?!

ნამდვილი "ნაციონალები" მთლად გადავიდნენ გონიერების ზღვარს. აქაოდა, დაურეკე ალეკოსო, რომ უწერია ელისაშვილს, ლეიბორისტებმა კიდევ, გუგავა მოვაო, ფეხი აუწყვეს ბედოვლათმა "ნაცებმა" და "დაავალე მიშასო", გადმოგვძახეს პოლიტიკური სამყვირალოდან... კი შემეცოდნენ, სწორი გითხრათ, ბატონებო! და ამ "ნაციონალების" ცოდვაც ბიძინას ანგარიშზეა, აბა, მე კი არ გადამირევია ეგენი...

დანარჩენ პარტიებზე აღარ მინდა ლაპარაკი, რამდენად შესაბრალისნი გახდნენ (ან როდის არ იყვნენ ცოდვები "მეთვითონა" დავითაია, ხატთმტვირთველი ინაშვილ-თარხან-მოურავი, "რესპუბლიკელები" და სხვანი), ჟურნალისტებიც ერთბაშად ცრემლით მოსათქმელი გახდნენ _ ნოდარ მელაძის განწირული და ისტერიკული ხმის გაგონებისას მინდა, რომ კანფეტი ვუყიდო და ვუთხრა, ნოდარ, ძვირფასო, დამშვიდდი და პირი ჩაიტკბარუნე...

P.S. ამ "პროვოკაციას" თუ წაიკითხავს ბიძინა, ბევრ რამეში დამეთანხმება, მაგრამ იქვე დააყოლებს, თამარა ჩერგოლეიშვილის, შალვა ნათელაშვილისა და სხვების მდგომარეობისთვის პასუხისმგებლობას ვერ ვიკისრებო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (4)
იასონი
29 სექტემბერი 2020 12:49
ბიძინა არის ქვეყნის გარანტი და იქნება სანამ ცოცხალია, დანარჩენები სექტის დონეზე არიან რომლებიც პასუნგებაში მოხვდებიან და ქვეყანა გადაძჩება, ყველაფერი მოწესრიგდება ქართველი ხალხის მეშვეობით.
Shmagi
27 სექტემბერი 2020 12:46
ბიძინა როგორ გიხდება ღიმილი
ქვეყნის წარმატება თქვენი დამსახურებაა
ხალხი აღარ შიმშილობს
ყველა კმაყოფილია
აბა რაააა
ისევ თქვენ უნდა აგირჩიოთ
რომ თქვენი სახეები არ დაგვავიწყდეს
źaza
24 სექტემბერი 2020 17:00
მაგარი იყო დდ.და ისა ნანუკა? დაგავიწყდა.დდ
ვახ, პროვოკატორიც ნელა-ნელა სხვა ლიანდაგს ეპარება!
24 სექტემბერი 2020 15:58


გამსახურდიამდელი და გამსახურდიას შემდგომი ერთ დღეში რადიკალურად პოზიციებშეცვლილი გაზეთი "შანსი" მაგონდება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები