"შტაბკვარწირა" ვაშაძე და ჟრიამულა ნაპრეზიდენტალის ონლაინდამოძღვრა, ანუ ამიხსენით "ნაცმოძელებო", რატომ უნდა მოვსულიყავით იმ პროტესტზე?
"შტაბკვარწირა" ვაშაძე და ჟრიამულა ნაპრეზიდენტალის ონლაინდამოძღვრა, ანუ ამიხსენით "ნაცმოძელებო", რატომ უნდა მოვსულიყავით იმ პროტესტზე?
აგე, შეზღუდვა არაფრის მომტანიაო და შედეგი კი დაიდო ძალიან კარგი. ერთი დღით ათასს ქვემოთ ჩამოვიდა კოვიდდადასტურებულთა დღიური მონაცემი. ის შავპარასკეობა და ოპოზიციური საპროტესტო გაფართხალებები რომ არა, ეგებ ბევრად უკეთესი სიტუაცია გვქონოდა. აბა, გამობრძანდით ახლა, "ნაცმოძელები" და ამიხსენით, რატომ უნდა მოვსულიყავით იმ პროტესტზე? ხედავთ, თავად ვაშაძემაც კი დაგტოვათ და ძალიან კარგი მოტივით - არასწორი მიდგომები გვაქვს პარტიაში, ჩემი ადგილი მანდ არ არისო. მოგეხსენებათ, ეგ კაცი არ არის ბრიყვი და ხელსაყრელი მომენტი
ნახა თუ არა, ეგრევე ჩაეხსნა ამ უმისამართო თუ ულოკომოტივო მატარებელს.

რაღაც კარგი ხდება და ძალიანაც მიხარია. ქოცდეპუტატობას ინიციატივა წარუდგენია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე. კანონში პირდაპირ იწერებაო, - თუ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს, ცესკოს განკარგულებით საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდებაო, ანუ ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს ჟრიამულა ნაპრეზიდენტალის ონლაინდამოძღვრის ტრადიციას (ფრჩხილებში მაინც შევნიშნავ, - ეს ლიდერი ოფიციალურად არც პარტიის თავმჯდომარეა და არც გენმდივანი და ამ სამართლებრივ კაზუსს რას მოუხერხებენ ნეტავ "ქოცები", არ ვიცი; ალბათ მეიფიქრებს რამეს კობახიძე თუ ისა... გვარს არ დავასახელებ...). ისე, დროც კი აღარაა ახლა ბეკინა სამანიშვილობისა და ცოლის მოყვანის, მიშას ქართულ პოლიტიკაში ხელის ფათურის, მაგრამ საშველს რომ აღარ აძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი ერეკლე და დავით მეფეებზე უფრო დიდ მამულიშვილს, შენ ააგლეჯ "ფეისბუკლაივებს"?!.

არ შემიძლია, ორი სიტყვით არ შევეხო ნაპროკურორალ-ნამინისტრალი (განათლების!) გვარამიას, რომელიც უმატებს და უმატებს ყოველდღე ლანძღვის კორიანტელს, აღარ ინდობს აღარავის, ეგებ ვინმემ მიაშველოს ხელი და ურჩიოს, ნუ იღვრება ასეთ ნეგატივებად, თორემ ქოთანი რომ ათუხთუხდება, პირველ რიგში საკუთარ კედლებს დადუღრავს... რომ გითხრათ, ძალიან ვდარდობ ნიკას "კედლებს", არ ვიქნები გულწრფელი. უბრალოდ, მაგის მაყურებლებიც მეცოდებიან: იქით მიშა ატყუებს, ჩამოვალ, აბა, რას ვიზამო, აქეთ ეს ნიკოლოზი გახდა მთლად გასაკოჭი და კიდევ, სხვა არხზე გადაბრძანებული მელაძე აქნევს ენასა და ხელებს ჰოლანდიური ქარის წისქვილის ფრთებივით. მაქვს ცუდი წინათგრძნობა, რასაც ახლა არ განვავრცობ...

თუ გავითვალისწინებთ, რომ კოვიდის ახალი შტამი გამოჩენილა, კი შეგვაწუხებს კითხვა, - გვცალია ახლა მიშამოყვარულებისთვის?!. ბატონო მიშისტებო, ღიად გეტყვით, რომ მომწონს თუ არა, სალომეს აქვს კარგი გენეტიკა (ბიოლოგიურს არ ვგულისხმობ მხოლოდ), ლამაზიცაა და გემოვნებიანიც. მისი ქართული კი... თუმცა, არ ვიცი, რედაქციაში რას ფიქრობენ, მაგრამ პირადად მე, ეგეც მიყვარს, შეცდომებიანად!.. ჰოდა, ზოგჯერ თქვენც შეუშვით ყურში სალომეს ჩიქორთული ქართულიც, ნუ გეშინიათ, იმაზე მეტს მაინც არ გავნებთ, ვიდრე სხვების მონოლოგები. ზოგიერთების უგვანო წარსულისა და დღევანდელი გამოხდომების გამო ლამის შემიყვარდეს ოდიოზური მდინარაძე-კობახიძე-თალაკვაძე-ვოლსკები... არა, ამ სიყვარულისასაც მთლად ნუ დაიჯერებთ და ნურც ის გეგონებათ, ძველ შემადგენლობას პლუს ერთი ახალსახიანი მინისტრთა კაბინეტიც გულზე მეხატებოდეს; მაგათ, ჯობია, რომელიღაც სოფლის სპორტდარბაზის გასახდელი დაათვალიერონ, თერჯოლის მერთან ერთად!

პ.ს. ერთი ნაცნობი "ნაცი" შემხვდა ახლახან. აი, ხო ხედავ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ არჩევნებზე ამომრჩევლის ხმების ერთი მეოთხედი მოიპოვა, ამის შემდეგ მეხუთედი გვექნება, მერე - მერვედი, მეათედი და ასე შემდეგ... მიშას პარტიის მხარდაჭერის პროგრესირება ასე გაგრძელდებაო... დავეთანხმე, უბრალოდ, ბევრი დრო დასჭირდება ეგრე-მეთქი! - არაო, მალეო! - ოღონდაც-მეთქი, - და პირჯვრის წერით შევუყევი გზას პარლამენტისკენ!
პ.პ.ს. გრიგოლ ვაშაძეს ოფისის დატოვებისას მიაძახეს, - ბატონო გრიგოლ, ბოლო სიტყვა მაინც თქვითო. - მომეწიეთ უკან ყველაო!..

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
mmg
30 დეკემბერი 2020 05:04
მაინტერესებს ნოდარა ვინ დაარქვააა, რატომ დაარქვააა, როდის გაჩნდააა, სიადან გაჩნდაა, სად მიძვრებააა?!
Mixeili
29 დეკემბერი 2020 15:38
Nacmozraoba ki ara rom gadmotargmni qartulad gamodis erovnuli m o z r a o b a a a.
ეთერ
25 დეკემბერი 2020 11:54
გაიხარეთ! ძალიან კარგად, შესანიშნავი იუმორით, გაანალიზეთ არსებული პოლიტ.სიტუაცია! ბრავო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები