პაატაბურჭულაძეობა ოპოზიციაში და რატომ არ არის ბიძინა აღმაშენებელი?!
პაატაბურჭულაძეობა ოპოზიციაში და რატომ არ არის ბიძინა აღმაშენებელი?!
ლევან კობერიძემ "ლელოს" პაატაბურჭულაძეობა დააწყებინა. არ ვიცი, ვინმემ იცის თუ არა, ვინაა ბატონი კობერიძე (არც მე ვიცი ძირფესვიანად!), მაგრამ ამ კაცს განუცხადებია, მეგონა, "ლელო" ისეთ პოლიტიკურ სვლებს გააკეთებდა, რომლითაც "ქოცებს" "ნაცების" მობრუნების გარეშე გავუშვებდით, მაგრამ რახან ეს ვერ მოხერხდა, წავედი, სულ კარგად იყავითო!

კარგად იყავით, ბატონო ლევან! თუ თქვენებრ ბევრი კიდევ გავა პოლიტიკური ასპარეზიდან, მაგას რა აჯობებს? "პროვოკაციებში" რამდენჯერ ვთქვი, თუ ოპოზიციურ სპექტრს მოაკლდება დისკრიმინირებული, დემორალიზებული ოპოზიცია, ეს "ქართულ ოცნებას"
ან გამოაჯანსაღებს, ან სულაც მოუსავლეთში გაუშვებს-მეთქი, მაგრამ შენ დაძრავ მუდმივი ოპოზიციონერის პოზიციებიდან იოლი ცხოვრების მსურველებს? ისე, მეუცნაურა ფრიად ის, რომ ამხელა მენეჯერული გამოცდილების მქონე ხაზარაძემ ვერ შეძლო იდეოლოგიური გაერთიანების შექმნა და ალბათ, ეგეც თავის პარტიაში ადამიანებს მხოლოდ პარლამენტის მანდატების პერსპექტივით იწვევდა... ისე, ეს ამჟავებაც არ
იყო მოულოდნელი მთლად, რადგან მანდ ისეთი სახეები დავინახე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ვერ ეყოფოდათ "მარილად". კიდევ, ვინმე ბექა ნაცვლიშვილი განშორებია თავის თანაპარტიელებს. თან ამტკიცებდა, ჩემი წასვლით უფრო გამოვადგები ამ პარტიის გაძლიერებას, იქ ჩემი მეგობრები დარჩნენო. ისე, სწორი გითხრათ, ლევანის მსგავსად, არც ბექა ვიცი, ვინაა...

სამაგიეროდ, ვიცი, ვინაა პარლამენტშეღწეული "გირჩები" და ალეკო ელისაშვილი. "გირჩელები" ჩემი ფავორიტები არიან, ასეთი კრეატიულები და შებერტყილები თუ დაანახვებენ ქვეყანას, რომ პოლიტიკოსების იმედი არ უნდა გვქონდეს, თორემ "ქართული ოცნება", ისევე, როგორც ყველა მმართველი პარტია ყველა დროში, ამომრჩეველს "შეაბოლებს", მოვალთ და გიშველითო! მაგათი ნაშველი კი ვხედავთ, როგორც ვართ, მაგრამ კაცი (ქალიც) ოცნებაში შეიძლება მოკვდეს - აი, ახალი პოლიტიკური გუნდი მოვა და გვიშველისო. ორად გაყოფილი "გირჩი" თავისი პოპულიზმით რომ კარგა ხანს დაგვრჩება ყურადღების ცენტრში, უდავოა; უდავოა ისიც, რომ ალეკო ელისაშვილს მეტი ჭკუა აღმოაჩნდა ბევრ ოპოზიციონერთან შედარებით. მთელი მსოფლიო ეუბნება რადიკალ "ოპოებს", არაფერი ისეთი ხარვეზი არ ყოფილა, რომლის გამოც ხართ ასე აჟიტირებული, ხალხმა გიბოძათ მანდატი და კეთილი ინებეთ, მიბრძანდით და გაუწიეთ ხელისუფლებას ოპონირებაო, მაგრამ ბურჯანაძიდან დაწყებული, მელიათი დასრულებული, ყველა მაინც იმას ამბობს, ჩვენი ფეხი არ იქნება პარლამენტში, ასივე პროცენტით რომ არ ვართ არჩეულიო! სათითაოდ ამ "მეამბოხეებს" რომ დაეკითხოთ, ხმების რამდენი პროცენტის მიღება სურდა, დამერწმუნეთ, 350 პროცენტი მაინც გამოვა ასის ნაცვლად...

მოკლედ, ამ ოპოზიციაში გონიერება და ამომრჩევლის პატივისცემა ალეკოს ერთ თანამებრძოლთან (მისი სახელიც არ ვიცი!) ერთად, მხოლოდ "გირჩის" ნაწილს აღმოაჩნდა! კი დასცინოდნენ და აბულინგებდნენ ელისაშვილს, სიტყვა გატეხაო, ოპოზიციის შეხვედრებიდან სიტყვა გაიტანაო, ხაზარაძეს უკადრებელი აკადრაო, მაგრამ პარლამენტშია ახლა ბიჭი და ამბობს, მალე ძველ საარჩევნო კოდექსს დავხევ და ახალს ისეთს მოგართმევთ, ჯერ რომ არ ახსოვს საარჩევნო ისტორიასო. ჰო, კიდევ, ცესკოს ჟვანიასაც ვერ იხილავთ არჩევნებზეო! და მაინც, ყველაზე მეტად ალეკოსი ის მომეწონა, რომ ბრძანა: "რა მაგარი ამბავია - მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე!"

ისე, თუ მართლა ჰყოფნის გონიერება ოპოზიციას, კი უნდა დაუდგნენ გვერდით ელისაშვილს, რადგან ამ შემოდგომაზეც არჩევნები ყოფილა! ადგილობრივ არჩევნებს კიდევ, მოგეხსენებათ, რა დატვირთვა აქვს ჩვენში - ეს არის უფრო დიდი არჩევნების პრეტესტი! პრეტესტი და არა პროტესტი, ბატონო ოპოზიციავ! ის პატარ-პატარა მოსინჯვები, იმუშავებს თუ არა განაწყენებული ხალხის გარეთ მოხმობა, ცივი წყალი დალიეთ და მოგეშვებათ! არ გამოვა ხალხი თქვენ გამო გარეთ! იმიტომ არ გამოვა, რომ თქვენ არ გაღელვებთ ხალხი, გაღელვებთ ნაკლები საპარლამენტო მანდატი! და ეს ფრიად ახარებს ბიძინასეულებს: ნეოქოცებსაც და პალეოქოცებსაც!

პ.ს. საპატრიარქოზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ მერთულა. პრორუსი და პროდასავლელები ებრძვიან ერთმანეთს სინოდშიო... მე კი მეგონა, სინოდი ეშმაკეულსა და პროეშმაკეულს უნდა ებრძოდეს! ისე, ერთი საეკლესიო კრებაც რა გახდა? მართალია, მიშამ დაიბრალა 21-ე საუკუნის აღმაშენებლობა, მაგრამ ბიძინას ნაკლებად მოუხდებოდა ეს წოდება?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გამგებს გაუმარჯოს!!!!!!
12 მარტი 2021 02:57
"ლელო" და "გირჩი", ერთი კომპოტია და ორივე მიუღებელია, თავმოყვარე სახელმწიფოსთვის და არა "სათამაშო სახლისთვის". არ დაბლოკოთ!
//
12 მარტი 2021 02:48
იქ წესიერი ადამიანი, როგორ უნდა დაჯდეს, იმ ყველაფრის მერე, რაც "ლელომ" ხალხი ღლიტა, ყვლიფა და დაასამარა, მაგრამ ყაჩაღებისაა დღეს ქვეყანა.
ლელოს ამომრჩეველს
12 თებერვალი 2021 12:59
ყველა ოპოზიციონერი და მათი მხარდამჭერი ასეტი სეუგნებლები და ხისთავიანები როგორ ხართ, თქვენ ქვეყნის და ხალხიოს მყვლეფავებს რა ხმა გინდათ, რაც აიღეთ ისიც მეტია, როგორ უნდა გაყალბებულიყო ყველაფერი მაშუნვე იტვირთებოდა, მაგრამ სადისტს სხვაც სადისტი ჰგონია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები