მელიას გათავისუფლების მსურველნი და ნაპრეზიდენტალის მოწოდება, ანუ რატომ ვერ მივიღეთ გახარიასგან განტევების ვაცი?
04-03-2021
მელიას გათავისუფლების მსურველნი და ნაპრეზიდენტალის მოწოდება, ანუ რატომ ვერ მივიღეთ გახარიასგან განტევების ვაცი?
გასულმა კვირამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მოქალაქეობრივად აზროვნებს. მელიას დაპატიმრების გამო რუსთაველზე ქუდზე კაცი დაპატიჟეს, მაგრამ კი ვნახეთ, რა ცოტანი იყვნენ. სანაცვლოდ, ქუთაისის ცენტრი გადაივსო ხალხით ნამახვანის ჰესის აშენების გასაპროტესტებლად.

მელიას (და იქვე, რურუას) გათავისუფლება მგონი, საქართველოში უფრო ცოტას სურს, ვიდრე ჯამურად უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს. საქართველოზე დარდით დღე და ღამე დაუძინებელ ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებს ნუთუ არ ენიშნათ, რომ ჩვენ ჩვენი საქმისა უფრო გაგვეგება? ვიცით, რომ მელია არ არის
სახალხო ლიდერი და მით უმეტეს - ნელსონ მანდელა! ცალკე ისაა სამარცხვინო, კინკილა "მოპროტესტეების" დიფერენცირება რომ დაუწყიათ "ნაციონალებს" ფინანსური კუთხით. საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობის" (და მთლიანად ოპოზიციის) გულშემატკივრობას ჩვენს მოცემულობაში ორი საფუძველი აქვს: ფანატიზმი, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევს ლოზუნგი "მიჰა ჰამოვა",
და - ფული! ფანატიზმი, როგორც ვხედავთ, რაოდენობრივად და თვისებრივად იკლებს, სამაგიეროდ, ამ გაჭირვების ჟამს რუსთაველზე ერთი გასეირნება 200 ლარის საპირწონე თუა, ეს უკვე სხვა თემაა. გაიკეთე პირბადე, გადი მთავარ პროსპექტზე, მოუსმინე ჩახლეჩილხმიან მოწოდებებს, ზოგიერთის "დაგვაქეციანეს", ზოგიერთის ნერვიულ გამოხდომებსა და ბოლოს, რომელიღაც დეიდა სიაში მოგძებნის, ორ ასლარიანს ჩაგიკუჭავს მადლიანი მზერით... თუმცა, ევროკავშირივით აღვშფოთდეთ და ვთქვათ, რომ თურმე, ზოგს "უტეხავენ" თანხის ნახევარს და ასი ლარით აბრუნებენ შინ. ვისაც ეს "პროტესტანტობა" პროფესიად აქვს გადაქცეული, მე თუ მკითხავთ, მათთვის არც ისე ცუდია ასი ლარიც, საუბედუროდ (უფრო საბედნიეროდ), მუდმივი არაა ეს "სამუშაო"...

როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხის პროტესტით სარგებლობას შეეცდებოდა ოპოზიცია. და ვინ იცის, სადაა სარგებელი, თუ არა "ლელომ"? როგორც გავიგე, კი მიბრძანებულან ქუთაისში "ლელოელები" და კიდევ უფრო სახტად დამტოვა ნაპრეზიდენტალის უკრაინიდან მოწოდებამ, - თქვენ გვერდით მიგულეთ ამ პროტესტის დროსო. ამ ბედოვლათს დაავიწყდა, ვიდრე ხელისუფლებაში იყო, რომ დაგვჯღაოდა, ნამახვანჰესი მეორე ენგურჰესია, ავყვავდებითო?! მგონი, 20 ათასი კაცის დასაქმებას პროგნოზირებდა და ვიღაცებს ეს სჯეროდათ! 20 ათასი კაცი რიონის ხეობაში რაზე უნდა ამუშაო, ეს გამაგებინეთ! მე-20 საუკუნის დასაწყისია და ხელით უნდა შეასრულონ სამუშაოები თუ ტექნიკით?

მოკლედ, დასაქმების ეს რაოდენობრივი მაჩვენებელიც ისეთივე ბლეფია, როგორც ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისკენ ხელისუფლების სწრაფვა. მომხედეთ, ძველო და ახალო ხელისუფლებავ, რატომ გავიწყდებათ, თქვენი უფხოობის გამო ენერგოდამოუკიდებლობა კი არა, კარტოფილდამოკიდებულებიც კი ვართ. ასეთივე დამოკიდებულება გვაქვს ტომატზე, ხახვზე, ფქვილზე და ერთადერთი, რაც ზომაზე მეტი (თავზე საყრელიც კი!) გვაქვს, ეს პარტიები და პოლიტიკოსებია! უფ, შენი გულისა, ახლა რომ მაგის ექსპორტი დაიწყებოდეს, რა სიამოვნებით გავასხვისებდით ზოგიერთ პოლიტიკოსს...
ისე, რომ არა ოპოზიციონერების უცნაური ბრალდებები ერთმანეთის მიმართაც კი, საქართველოში უფრო მეტად ეყვარებოდათ ოპოზიცია! ოპოზიციის დემორალიზება რომ არა, ახლა თალაკვაძე პოეზიის შექმნით იქნებოდა დაკავებული, მდინარაძე - ადვოკატობით, კობახიძე - ლექციების კითხვით, კალაძე - ფეხბურთით, პროკურატურა - ბრალდებების წარდგენით, სასამართლო - მართალი სამართლით, პარლამენტი - კანონშემოქმედებით და მე, ტრადიციულად, პროვოკაციების წერით! ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს ეს ოპოზიცია, რომ მათი მატარებელი ჩავლილია, ნუღარ ელოდებიან ტალეირანობას, თეტჩერობასა და დე გოლობას!

პ.ს. გახარია კი ამ დროს, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას უსაშველოდ უჭირს, თავისუფლად დადის თბილისის ქუჩებში. ქოცნაცთა ამაო მცდელობას, ან რუსეთში ვოიაჟები დააბრალონ, ან სულაც, საქართველოს გამყიდველობა, მცხუნვარებისას თოვლზე ნაწერის ეფექტი აქვს. ვერ მიიღეს განტევების ვაცი გახარიასგან!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ia
05 მარტი 2021 11:00
საშინლად დაგვღალა ამ ვითომ ოპოზიციამ თავისიუაზრო ალიაქოთით! დაგვასვენეთ!!! მე მთავრობის სახლთან ახლოს ვარ და ამდენი წლებია ადამიანურად ვერ ვცხოვრობ! არ ირრვევა ჩემი ჩემნაირების უფლებები?! დასტრესილები ვართ სულ! სადმე სხვაგან იხორხოცონ! დაგავენ იქ ბიოტუალეტებს და ყველანაირი ფორმით აქოთებენ იქაურობას! ღირდეს მაინც რამედ მაგათი ცანცარი! რომ მოვიდნენ [ღმერთმა არ აღირსოთ] ხელისუფლებაში ნუთუ ვინმე ისეა გამოშტერებული რომ გონია რამეს გააკეთებენ?! არ ა არსებობს! გონს მოდით ეგენი აქცევენ ქვეყანას და მტრები არიან! რაიმე პროგრამა თუ აქვთ ეკონომიის ან ზოგადად ცხოვრების გაუმჯობესებისათვის?! არ აქვთ რა თქმა უნდა! ყველაზე კარგ საქმეს გააკეთებენ თ დაგვანებებენ თავს და ჩუმად წყნარად იზრუნვებენ ქვეყნისთვის როგორც იქცევა საზოგადოების ინტელექტუალური და გამრჯე ნაწილი!ამინ
tedo
05 მარტი 2021 10:07
9 წელეეეეეეე
მედეა
05 მარტი 2021 08:33
პროვოკატორს პატივისცემით-----------თქვენ გაიხარეთ, დილაადრიან ხასიათზე რომ მოიყვანთ ადამიანს,ხშირად წერეთ თქვენი პროვოკაციები, თემები არ არის თუ რა,

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?