მიშმოძრაობის "საგმირო" საქმეები, "ორმოცდაერთიანელები" და რაინდი ვასაძე - ვის მოუღებს ბოლოს თვალპაჭუნა გახარია
მიშმოძრაობის "საგმირო" საქმეები, "ორმოცდაერთიანელები" და რაინდი ვასაძე - ვის მოუღებს ბოლოს თვალპაჭუნა გახარია
ელიტური ქოცმპოსტველები სოციალურ ქსელებში გააფთრებით "ჰესისტობენ" და თან ყველა ჩვენგანს ასწავლიან, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა და ვინც რიონის ხეობაში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეა, ერთბაშად ბნელიცაა, პუტინისტიც, ანტივაქსერიც და გახარიისტიც. ერთადერთი, მიშისტობას არ სწამებენ მოპროტესტეებს, რადგან უჩემოდაც მოგეხსენებათ, ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი იყო ის კაცი, დიდი რიხით რომ აცხადებდა, "ნამოხვანჰესი" მეორე "ენგურჰესი" იქნებაო.

მართალია, ახლა მიშა სულ სხვა რამეს ფქვავს უკრაინიდან, ეგ ჰესი იმერეთის კლიმატს შეცვლის და თან ფიქრობს ალბათ, მაგის აშენების მომხრე რომ ვიყო,
როგორღა ჩავხედავ თვალებში მშობლიურ ცხრუკვეთლებსო?! ცხრუკვეთში ხალხი თითქმის აღარ ცხოვრობს, ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის ვთქვი. ჩანს, რომ ზოგმა მიშას გაასწრო მანდედან ან მის კვალსა და ცხოვრების ნირს აჰყვა...

რიონის ხეობიდან საპროტესტო ცენტრის თბილისში გადატანას ერთობ აღშფოთებით შეხვდა მმართველი პარტიის არაოფიციალური წარმომადგენლობა "ფეისბუკზე". აღარ უნდა დასრულდ
ეს ეს მიტინგები და კარვებიო? - გაიძახიან და თან სიამოვნებით გვახსენებენ პანდემიასა და სოციალური დისტანციის აუცილებლობას. თუ ვინმეს დრო აქვს და სურვილი, ეგებ დაეკითხონ კლავიატურაზე მოთარეშე მენცარებს, მახსოვრობადაკარგულები ხომ არ ვგონივართ ამ ოცნებისკურთხეულებს, დაგვავიწყდეს მიშმოძრაობის "საგმირო" საქმეები და კიდევ - უცნობის ეშინოდა "კოვიდს" თუ მისი ნაცნობია ეს პანდემია და არც ერთ "აიიელს" არ შეეყრებოდა? პოპულიზმი რომ დავინახე გაჩეჩილაძის აქციაში, ისიც ვთქვი, მაგისი ახალი ორგანიზაცია არაფრის მომტანი იქნება, გარდა ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობისა-მეთქი, კი აიჯაგრნენ ორმოცდაერთიანელები...

ეს ორმოცდაერთიანელები ახლა გახელებით ამტკიცებენ, პოპულისტი და რაინდი ვასაძის პარტიაში შედის ვარლამ გოლეთიანი, ეგ პუტინის საქმის მკეთებელი, თან ხუთი ნომერი იქნება, მაგის დაკრულზე როგორ ცეკვავთ, ხალხოო?! ვასაძეზე ადრეც ვწერდი, ფრიად "აღფრთოვანებული" ვარ მისი ფსევდოარისტოკრატიზმი და უფრო მეტად ფსევდომორალისტური ქადაგებებით-მეთქი, მაგრამ სადაც ექვსი თვე "გირჩელებსა" და თვით "ნაცმოძრაობელებს" ეხვეწებით, პარლამენტში შემოდითო, იქვე იყოს ეს პირველსამოსელოსანი ვასაძეც, რა დაშავდება? ვინმემ რომ არ იფიქროთ, დაუტკბა ვასაძეს "პროვოკატორიო", გარკვევით გეტყვით, ეგ კაცი სულაც არ მიმაჩნია მესიად, ვერც პარტიას ააშენებს და მით უფრო, ვერც ხელისუფლებაში მოვა, ერთი მიზეზის გამო - დონ კიხოტის ქართული ვერსია მგონია!
აქვე ვარლამ გოლეთიანზე ვიტყვი, არც ამ "სნოუზე" მინდა გადაჭარბებული წარმოდგენისა ვიყო - ვინ იცის, ეგებ მაგასაც უღალატოს ზნეობრივმა ჩარჩოებმა და მერე რაღა პირით გამოვჩნდე თქვენთან?! ერთს კი შევძახებ აქედან: ვარლამ, შვილო, თუ გინდა, რომ პირი არ გაიშავო, პარტიულები არ გაიკარო ახლოს, მაგათი გაკეთებული არაფერი მახსოვს, გაფუჭებული კი - რამდენიც გნებავთ! ნუ ათქმევინებ "ქოცებს" ფილიპე მაკედონელის სიტყვებს შენზე, არ არსებობს ციხე, რომელსაც ოქროთი დატვირთული ვირი ვერ აიღებსო!

დასაწყისში გახარია ვახსენე. ეგ თვალპაჭუნა მოუღებს ბოლოს ცალკე კობახიძის დელიკატურობას, ცალკე ღარიბაშვილის დაუფიქრებლობას! პარლამენტისა და მთავრობის "ფეისბუკლომები" ამუნათებენ, თუ მოდის, მოვიდეს ან თქვას, რას აპირებს, რად ალაპარაკებს ხოჯევანიშვილებსა და მოწერელიებსო? იქვე 2%-საც ამადლიან, არჩევნებში თუ მიიღებს მონაწილეობას, ხმებს ვერ დააგროვებს, ვერც რეიტინგს შეინარჩუნებს, რადგან ამის გამოცდილება გვაქვს, კვირიკაშვილი და ბახტაძე გემახსოვრებათო. ჯერ ერთი, ბახტაძე და კვირიკაშვილი ისე ჰგავს გახარიას, როგორც კატა ლომს, მაგრამ თუ არანაირი პერსპექტივა არა აქვს, რა გაღონებთ, იყოს თავისთვის ჩუმად ან უახლოეს ხანებში გამოაფრიალოს პოლიტიკური ამბიციები, ნულოსანის რატომ გეშინიათ?!

პ.ს. ერთი ძველი ანეკდოტი გადააკეთეს ქუთაისში. კობახიძე შედის საპარიკმახეროში თმის შესაჭრელად და პარიკმახერმა მაკრატლის ხელში აღებისთანავე დაიწყო ლაპარაკი: "გახარია, გახარია, გახარია"... ირაკლიმ, რა გახარია, კაცოო? - მაცადე, ამ სიტყვის გაგონებაზე თმა ყალყზე გიდგება და კარგი შესაჭრელიაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
კოშკა
29 მაისი 2021 16:46
მიშკა და გახარია ციხეში ვასაძე მთავრობაში
nugzari
28 მაისი 2021 11:54
gaxarias fulis ketebis garda tu ramis gaketeba undoda pirveli kaci iko.tu bidzina uflebas ar adzlevda tkvas.
28 მაისი 2021 10:56
ბლოგერო,არ არსებობს ციხე, რომელსაც ოქროთი დატვირთული ვირი ვერ აიღებსო-არა, არ არსებობს გალავანი, რომელსაც ოქროთი დარვირთული ვირი ვერ გადააბიჯებსო.. ეს ისე, ცნობისთვის....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები