"ოცნების" შეჩვეული ჭირი და კახამერი, ანუ ვინ არის ბიძინას პარტიის შეუჩვეველი ჭირი
"ოცნების" შეჩვეული ჭირი და კახამერი, ანუ ვინ არის ბიძინას პარტიის შეუჩვეველი ჭირი
მოდის შემოდგომა - ადგილობრივი არჩევნების დრო. ჩემი პროგნოზი ასეთია: ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში ისევ "ქართული ოცნების" წევრი იქნება, რადგან ხმათა უმრავლესობას #41 მოაგროვებს, მეორე ადგილზე ენმ-ი გავა, მესამეზე კი - გახარია.

ლელა კაკულია არა ვარ, მაგრამ ასეთი იქნება არჩევნების შედეგად ხმების გადანაწილება. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ისე ხმაშეწყობილად უპირისპირდებიან გახარიას ახალშობილ პარტიას, ასჯერ გამოთქმული მოსაზრება, რომ "ოცნებას" "ნაციონალები" აწყობს ოპონენტად, ზუსტდება. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, "
დანამა, დანამა, დანამა" რომ იმღერეს ერთად და ერთხმად მიშასა და ბიძინას პარტიების მაღალჩინოსნებმა, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ შეჩვეული ჭირი სჯობს "ოცნებისთვის" შეუჩვეველ ჭირს, ანუ - "ნაცები" გახარიას! ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, ასე ურჩევნია გახარიასაც, რადგან პარტია ასაშენებელია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მაღლაკის ტერიტორიული ერთეულიდან
რომელი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი იქნება, მაინცდამაინც არ იდარდებს არც ნაპრემიერალი, არც მე და არც თქვენ იდარდოთ, ჩემო მკითხველო!

საერთოდ, ადგილობრივი არჩევნები კარგი საზომია მომავალი არჩევნებისთვის. არც ისაა ხელწამოსაკრავი ფაქტი, რომ გახარიამ მოიარა ევროპა და ამერიკა. "თვალთხარია" შუა გაკრეფს ელექტორატს: ერთ მხარეს განაწყენებულ "ქოცებს" მიიმხრობს, მეორე მხრივ - მოლოდინმოწყენილ მიშისტებს, მესამე მხრივ - სიახლეების მსურველებს. ხათუნა სამნიძე უსაფუძვლოდ არ ამბობს იმას, რომ გახარია ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა ქართულ პოლიტიკაში და მისი ფაქტორიდან გამომდინარე, "ოცნების" კანდიდატს ვერაფრით დაუპირისპირებს ქართული ოპოზიციური სპექტრი ერთ კანდიდატს. მითქვამს, კახა იქნება მერი - კახამერი.

მერები, ძველიც, ახლანდელიც და მომავალიც გვერდზე იყოს, უფრო კოვიდვაქცინაცია მაღელვებს. ახალი შტამები, არაორგანიზებული აცრები და ანტივაქსერთა სოციალურ ქსელებში გამოხდომები არის სადარდებელ-საფიქრალი. ვიღაც გაცხარებით წერდა "ფეისბუკზე", ახლა ანტივაქსერები დავრეგისტრირდეთ ასაცრელად და არ მივიდეთ ასაცრელად, ვაქცინები გადასაყრელი გაუხდებათ, მერე ვიღას აცრიანო?! ვიღაც ფრიად "მორწმუნე" უდარდელად წერდა, კარგია, რომ "იჩიპებიან" მერყევი და ეშმაკის კერძი ადამიანები, ჯოჯოხეთში მოხვდებიან ეგენი და დედამიწა ჩვენ დაგვრჩებაო... ამნაირი არაერთი განცხადება გაკეთდა იმ სივრცეში, სადაც ვცხოვრობთ - "ფეისბუკში" და თქვენ წარმოიდგინეთ, მრევლიც ჰყავს ამ ხალხს...

რას აკეთებს ამ დროს ჩვენი პარლამენტი? რეგულაციის დამრღვევთა მნიშვნელოვან ნაწილს ჩამოაწერეს სახდელები, მოპედების გამოსაყენებლად "პრავა" უნდა იყოს საჭიროო და კიდევ, ისევ საკუთარი ტყავის გადასარჩენ-მოსაფრთხილებელი ინიციატივა გაჟღერდა "ლელოელებისგან", რომელსაც ბატონი კუჭავა ოვაციით შეხვდა. "კოლეგაზე ხელის მოქნევა, დედის გინება იმგვარად დასჯადი უნდა იყოს, რომ ამის ჩამდენი ბიუროს ოთახში და პარლამენტის დარბაზში აღარ უნდა შემოდიოდეს. შემოვიდეს ასეთი სანქცია! ჩვენ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების და შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ აგრესიის, თავდასხმის, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის მაგალითს", - გამოაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ვინმეს ჰგონია, რომ მაგალითის მოსაცემად არიან ეს ბატონები პარლამენტში? რასაკვირველია, საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის დასაცავად ან გასაუმჯობესებლად მხოლოდ!

პ.ს. ამ "პროვოკაციის" წაკითხვის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ნათელაშვილი რიტორიკულად იკითხავს, ესენი როგორ გავლენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე, როცა, ტრადიციისამებრ, სამივე ადგილზე მე გავდივარ მუდამო?!.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
qeti
30 ივლისი 2021 12:36
წყალწყალიზმი-თანაც ,ქოცური!
ნიკანორი
30 ივლისი 2021 09:45
ეს, ის იშვიათი შემთვევაა, როცა უნდა აღიარო, რომ პროვოკატორი - მართალია!
სპირიდონ კედია
30 ივლისი 2021 00:09
სუსტი სვეტია
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები