ვინ არის 2011 წლის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი საქართველოში - კვირის პალიტრა

ვინ არის 2011 წლის ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი საქართველოში

ჟურნალი "...და ქალი"2011 წლის ყველაზე  მომხიბვლელი მამაკაცის გამოვლენას იწყებს

წელიწადი იწურება. ამ დროს აფასებენ, ვინ იყო გასულ წელს ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე წარმატებული თუ ყველაზე, ყველაზე...

სასიხარულო და სატირალი ამბები, სკანდალები და კურიოზები ბევრს გადახდა ჩვენს პატარა, ცნობისმოყვარე საქართველოში. გამოჩნდა ახალი სახეები, ვიღაც უკეთ დაგვამახსოვრდა, ვიღაც ნაკლებად, ზოგი უფრო მოსაწონი იყო, ზოგი - არა...

რჩეულის დასახელება ყველას შეუძლია ინტერნეტის, ბეჭდური მედიისა თუ  გამოკითხვების საშუალებით. მონაწილეთა მიერ დასახელებული კანდიდატებიდან აირჩევა რამდენიმე დაწინაურებული. გამარჯვებულის გამოსავლენად კი კანდიდატებს ხალხი ხმას თავიდან მისცემს. მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმები: საინტერესო, სექსუალური, მიმზიდველი, მომხიბვლელი...

მარიკა დარჩია, "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი:

- ეს სახალისო წინასაახალწლო გამოკითხვა-კონკურსია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტრადიციად არის ქცეული. ხალხს აინტერესებს, ვინ არის "ყველაზე-ყველაზე"...  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის გამოკითხვებში ხალხის აქტივობასა და ჩაბმას.

ნინო ტურაშვილი, ჟურნალ "...და ქალის" რედაქტორი:

- ჩვენი ჟურნალი ქალებისთვის არის და მათთვის, ვისაც ქალები აინტერესებს. ამიტომ "...და ქალმა" უნდა დააჯილდოოს ყველაზე სასურველი, სიმპათიური და მომხიბვლელი მამაკაცი, რადგან სწორედ მათი ყურადღების მისაპყრობად იქმნება ჩვენი ჟურნალი.

გამოკითხვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.

მიეცით გამარჯვების შანსი თქვენს რჩეულებს, ვებგვერდების:

www.marao.ge

www.ambebi.ge

www.sportall.ge

www.palitratv.ge

www.mkurnali.ge

საშუალებით.

შეავსეთ ანკეტა, ჩაწერეთ მისი სახელი და გვარი!

საუკეთესონი 2012 წლის დასაწყისში გამოვლინდებიან!

კონკურსი დაიწყო!

იჩქარეთ, დაასახელეთ თქვენი კანდიდატები!

P.S. ამავე ნომერში 44-ე გვერდზე ("მკითხველის რეიტინგი") დაასახელეთ სამი ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცი.