წითელი მოცვი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი - კვირის პალიტრა

წითელი მოცვი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი

წითელი მოცვი უხვად შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს. გარდა ვიტამინებისა (C, B, PP), მასში არის ორგანული მჟავები, მაგალითად, ბენზოლის - ძლიერი

ბუნებრივი კონსერვანტი, რომლის წყალობითაც მოცვი შეიძლება მთელი ზამთარი შევინახოთ. ეს მჟავა ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას, მოქმედებს ანტიბიოტიკივით, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კენკრა გამოიყენება ცისტიტისა და შარდსასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, ხელს უწყობს ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის გამოყოფას.

გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის) დროს რეკომენდებულია როგორც ახალი, ისე ამ კენკრის მურაბა (უკუჩვენება აქვს მაღალი მჟავიანობის დროს).

მოცვი სასარგებლოა მსუბუქი ჰიპერტონიის, უმადობის, ნიკრისის ქარის და რევმატიზმის დროს. კენკრის წვენი შველის ცხიმიან კანს  ანთებითი პროცესის დროს.