"ჯადოსნური ქისა" - შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო - კვირის პალიტრა

"ჯადოსნური ქისა" - შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო

პროექტი "ჯადოსნური ქისა" 2011 წლის მე-11 თვის მე-11 დღეს დაიწყო, ამიტომ ამ ქისაში შეგროვილი ყოველი მონეტა იღბლიანი შენაძენის საწინდარი გახდება

შეაგროვე მეტი და დახარჯე ნაკლები - სწორედ ასეთია "მედიაპალიტრის" პროექტ "ჯადოსნური ქისის" მთავარი პრინციპი. კითხულობ შენს საყვარელ გაზეთს და აგროვებ "ლურჯ მონეტებს", ანუ ფასდაკლების კუპონებს, რომლითაც შემდეგ სასურველ პროდუქციას ძალიან იაფად შეიძენ.

პირველი კუპონი ამერიკაში XX საუკუნის 50-60-იან წლებში შეიქმნა და მას კუპონების ნამდვილი ბუმი მოჰყვა. ევროპაში უამრავი მომხმარებელი აგროვებს კუპონს და სავაჭრო თუ მომსახურების სხვადასხვა ობიექტში საჭიროების შესაბამისად იყენებს. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტი დაზოგო, მეტი მიიღო და ნაკლები დახარჯო.

"მედიაპალიტრამ" გაითვალისწინა საზოგადოების ინტერესი ფასდაკლების კუპონების მიმართ და დასაბამი მისცა ახალ პროექტს "ჯადოსნური ქისა", სადაც მომხმარებელმა უნდა შეაგროვოს "ლურჯი მონეტები" (კუპონები, რომლებზეც გამოხატულია ლურჯი მონეტა) და შემდეგ სასურველი ნივთების შესაძენად გაანაღდოს. რაც მთავარია, ლურჯი მონეტებით მომხმარებელი პროდუქციას გასაყიდ ფასზე გაცილებით იაფად შეიძენს.

ეს გრძელვადიანი პროექტია, ამიტომ სასურველი პროდუქციის არჩევის, მონეტების დაგროვებისა და მათი გადანაწილების პროცესი ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება.

კუპონები ლურჯი მონეტების გამოსახულებით უკვე იბეჭდება გაზეთების - "კვირის პალიტრისა" და "ყველა სიახლის" ყოველ ნომერში და აქვე დეტალურად არის აღწერილი პროექტში მონაწილეობის წესები.

მონეტების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მაღაზიასა და დაწესებულებაში. რადგან პროექტი ხანგრძლივია, ამიტომ ცვლილებები ყოველთვე იქნება, - შესაძლოა,  გაიზარდოს იმ პროდუქციისა და მაღაზიების ჩამონათვალი, სადაც ლურჯი მონეტები იმოქმედებს. ამიტომ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მაღაზიათა ჩამონათვალსა და იმ პროდუქციას, რომელზეც ეს მონეტა ამა თუ იმ პერიოდში მოქმედებს.

ამ ეტაპზე აქციაში მონაწილეობს რამდენიმე მაღაზია: "ბიბლუსი" -  წიგნების მაღაზიათაA ქსელი, "საფილო" - სათვალეების მაღაზიათა ქსელი, "სელიო" - მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია, "გერი ვებერი" - ქალის ტანსაცმლის მაღაზია, "დუ პარელი" - საბავშვო მაღაზია და "ოსრამი" - გერმანული ნათურებისა და განათების სისტემების მაღაზია.

მონეტები ძალაში შევიდა 11 ნოემბრიდან. ამავე დღესვე გამოჩნდნენ მოქალაქეები, რომლებიც  ლურჯმონეტიანი კუპონებით მივიდნენ აქციაში ჩართულ მაღაზიებში და მათთვის სასურველი პროდუქცია შეიძინეს.

ლელა არაბული: "ძალიან გამახარა "მედიაპალიტრის" ახალმა პროექტმა. ფასდაკლების კუპონების შეგროვება და შემდეგ სავაჭრო ობიექტებში დისქაუნYთით სარგებლობა მსოფლიოში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკაა. ახლა კი ამის შესაძლებლობა ქართველ მომხმარებელსაც მოგვეცა. როგორც კი მონეტები ძალაში შევიდა, სამი კუპონი შევაგროვე და სათვალის მაღაზიათა ქსელ "საფილოს" მივაშურე. დიდი ხანია ამ მაღაზიაში სათვალის შეძენა მინდოდა, მაგრამ ახლა შანსი მომეცა, რომ სასურველ სათვალეზე 30%-იანი ფასდაკლება მიმეღო. დაველოდები, კიდევ შევაგროვებ კუპონებს და მორიგ ხელსაყრელ შენაძენს გავაკეთებ".

მარიკა დარჩია, "მედიაპალიტრის" კრეატიული დირექტორი: "ჯადოსნური ქისა" მართლაც ჯადოსნური პროექტია. ეს არის მცდელობა, რომ ის საინტერესო პრაქტიკა, რომელიც ევროპაში მიღებულია, ჩვენთანაც დამკვიდრდეს.

ევროპელებს ძალიან უყვართ კუპონების, ფასდაკლების ბარათების შეგროვება და მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის აქციაში. ახლა ჩვენც გვინდა, რომ ასეთი საინტერესო, სახალისო და ხელსაყრელი შანსი მივცეთ მოსახლეობას.

ამიერიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაზეთ "კვირის პალიტრასა" და "ყველა სიახლეში" ამოჭრას ფასდაკლების კუპონები, იქვე გაეცნოს აქციის პირობებს, რომელ მაღაზიაში როგორ შეუძლია გამოიყენოს მონეტები, როგორია ამ კუპონების კურსი და ა. შ. რაც მთავარია, თავად მომხმარებელი ირჩევს რაში დახარჯოს, გადაცვალოს, დაგროვილი ლურჯი მონეტები. გარდა იმისა, რომ ეს მართლაც საუკეთესო შანსია, სასურველი ნივთის წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეძენისა, მონეტების შეგროვება სახალისო და აზარტულია.

შეგროვების პროცესში შეგიძლიათ შემოთავაზების მიხედვით გადაანაწილოთ, რამდენ კუპონს სად გამოიყენებთ და ა.შ. მომხმარებელს პროდუქციის დიდ არჩევანს ვთავაზობთ. უკვე შეგიძლიათ მონეტებით შეიძინოთ წიგნები, სამოსი, სათვალე, განათების სისტემები და სხვა.

როგორც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლებმა გვითხრეს, მომხმარებლები უკვე აქტიურობენ და ლურჯი მონეტებით პროდუქციას ყიდულობენ".

ხათუნა დიმიტრაძე, წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" კონსულტანტი: "მას შემდეგ, რაც ეს აქცია დაიწყო, უამრავი მოქალაქე მოდის "ლურჯი მონეტებით" წიგნების შესაძენად. ზოგიც ამ აქციის პირობებით ინტერესდება, არჩევს პროდუქციას, რომლისთვისაც მონეტების დაგროვებას აპირებს. ძალიან მოსწონთ, რომ ათი ლურჯი მონეტის შეგროვების შემთხვევაში, წიგნებზე "დიდი მხატვრების" სერიიდან 10-ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ. ლურჯი მონეტებით მნიშვნელოვანი ფასდაკლების მიღება სხვა წიგნებზეც შეიძლება.

"ჯადოსნური ქისის" წესები იხ. 47-ე გვერდზე