რაც კარგები ვართ...
შარშან, 8 აგვისტოს, როცა ქართული მიწა უმოწყალოდ იბომბებოდა, არქეოლოგებმა ჭიათურაში აღმოჩენა გააკეთეს - ჩვენს წინაპარს თურმე 34000 წლის წინ ჩაუცვამს და დაუხურავს, - რამდენად დაუჯერებლადაც უნდა მოგეჩვენოთ - ჭიათურის გამოქვაბულში 34000 წლის საქსოვი ძაფი იპოვეს და... მსოფლიო მედიაც შოკში ჩავარდა. როგორია? - მეცნიერები ამბობენ, პირველი ადამიანი ჰა-ჰა, დაახლოებით 70000 ათასი წლის წინ მიხვდა, რომ ტანსაცმელი სჭირდებოდა, მაგრამ ცხოველის ტყავი ტანზე შემოიხვია და მეტი ვერაფერი მოისაზრაო. 34000 ათასი წლის წინ კი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
აგერ, ჭიათურაში, ჩვენს წინაპარს, კიდეც დაურთავს, კიდეც მოუქსოვია, კიდეც შეუღებავს და კიდეც ჩაუცვამს. ესეც ასე!
ამიერკავკასიაში ერთადერთ პალინოლოგს (მტვრის კვლევით  ნამარხთა ასაკის დამდგენი მეცნიერება) ელისო ყვავაძეს ნამარხთა ასაკი დიდი ხანია აღარ უკვირს, მაგრამ ჭიათურაში 34000 წლის ნაქსოვის პოვნამ ისიც კი გააოგნა:
- აქამდე მეცნიერები ტანსაცმლის ნაშთებს ბევრს ეძებდნენ და ყველაზე ძველი მხოლოდ 19000 წლის სელია ისრაელში ნაპოვნი. რას ვიფიქრებდი, თუ სასწაული ჭიათურაში, ძუძუანას გამოქვაბულში გველოდა, - იქ 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოს მივაგენით, თანაც უკვე ნაქსოვს. როცა მათი ასაკი  ამერიკის
ლაბორატორიებმა დაადგინეს ცას ვეწიეთ სიხარულით. თანაც მარტო სელი და შალის ძაფი კი არა, იქვე მათი სართავი თითისტარის ქვა და ნემსიც კი ვიპოვეთ.
- რას ამბობთ, ნემსიც?!
- დიახ, ნემსი! როცა გამოქვაბულში
წვრილზე წვრილი ყუნწიანი ძვალი აღმოჩნდა, თავის მტვრევაც მაშინ დაიწყო. მანამდე ფიქრობდნენ,  რომ ძველი ადამიანები საკერავ ძაფად გამხმარ ნაწლავებს ხმარობდნენ. ნაწლავი კი იმ წვრილ ყუნწში  ვერაფრით ვერ გაეყრებოდა! აი, ძაფები რომ აღმოჩნდა, მაშინ დალაგდა ყველაფერი. თურმე ჯერ კიდევ როდის კერავდნენ ჩვენი წინაპრები და თანაც რომ შეკერავდნენ და მოქსოვდნენ, ღებავდნენ კიდეც. 34000 წლის წინანდელი ფერებიც იქვე აღმოვაჩინეთ,   ქვა იყო შეღებილი ლურჯ-შინდისფერ-მოყვითალო ფერებად და ჯიხვის მატყლი და სელის ძაფი როგორ   არ შეიღებებოდა.
-
იმის თქმა გნებავთ, რომ 34000 ათასი წლის წინ ჩვენი წინაპრები ჯიხვის მატყლს რთავდნენ?
- აბა, ცხვარი სად იყო მაშინ მოშინაურებული! როგორც ჩანს, ზამთარში ჯიხვის ბეწვის თბილ ტანსაცმელს იცვამდნენ, ზაფხულში,  - სელის გრილ სამოსს. აი, ასე იყო მოწყობილი საქართველოში 34000 წლის წინ ცხოვრება.  
- ახლა ის გავიფიქრე, ამდენი ლამაზი და კომფორტული ჩასაცმელი თუ ჰქონდათ, ნეტავ, სამკაულს არ ატარებდნენ-მეთქი?
- ვინ გითხრათ, რომ არ ატარებდნენ! სადაც ნემსი და ძაფი, იქ უძველესი სამკაულებიც იყო - ცხოველის კბილებისა და ნიჟარების, თანაც თავგახვრეტილი, ძაფი რომ გაეყარათ და  ყელზე ჩამოეკიდათ... ამიტომ გამოეხმაურა ამ აღმოჩენას მსოფლიოს მასმედია, უდიდესი გაზეთების, "ნიუ-იორკ ტაიმსისა" და "ფიგაროს" ჩათვლით... თუმცა რუსულმა გამოცემებმა გაგვაგიჟეს - თვალებს არ ვუჯერებდით, რომ მეცნიერებიც ასე მომართეს - ინტერნეტსაიტებზე ზოგი წერდა, ბლეფიაო, ზოგიც - ოსური წარმოშობის რომ აღმოჩნდეს ეს ბოჭკო, რა სკანდალი იქნებაო!
- ეგ გასაკვირი აღარც არის, ქალბატონო ელისო.
- არ ვიცი... მეცნიერებისთვის უფრო დიდი ღირებულებები უნდა არსებობდეს. ისე კი, შარშან, 8 აგვისტოს, რომ იბომბებოდა, სწორედ იმ დღეს გავიარე გორის გზა და  ჭიათურაში ჩავედი. დიდი აღმოჩენებიც სწორედ იმ დღეებში იყო, - ნაქსოვი ძაფის გარდა, გამოქვაბულში 45 მცენარის კვალი იყო. მათ შორის,  კაკლისა და თხილის. ომი იყო,  მაგრამ იქაურობის დატოვება აზრად არ მოგვსვლია. სტუდენტებმა ქართული დროშა გამოკიდეს გამოქვაბულზე, - თუ ვართ, უნდა ვიყოთ და საქმე გავაკეთოთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლითო. მაგრამ ძალით წამოგვიყვანეს. იმ მწარე დღეების საჩუქარი იყო ალბათ ეს აღმოჩენა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები