IRI - ის კვლევების მიხედვით, რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებში 68 პროცენტით გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს - კვირის პალიტრა

IRI - ის კვლევების მიხედვით, რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებში 68 პროცენტით გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს

"ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგები ქართულ პრესასთან დაკავშირებით.რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებში გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს - 68 პროცენტით.

ამავე კვლევების მიხედვით, მეორე ადგილზეა "ასავალ-დასავალი" 28 პროცენტით; შემდეგ მოდიან: "ალია" -13 პროცენტი; "ქრონიკა" - 7 პროცენტი; "რეზონანსი" - 6 პროცენტი, "ახალი თაობა" - 5 პროცენტი; "გურია ნიუსი" და "პრაიმტაიმი" - 2-2 პროცენტი.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ჩატარდა. გამოიკითხა 4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ.