IRI - ის კვლევების მიხედვით, სანდოობის რეიტინგში გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს - კვირის პალიტრა

IRI - ის კვლევების მიხედვით, სანდოობის რეიტინგში გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI - ის კვლევების მიხედვით, სანდოობის რეიტინგში გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს.

კითხვაზე, ყველაზე მეტად რომელი ქართული გაზეთის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით, პასუხები ასე გადანაწილდა: პირველად არჩევანში "კვირის პალიტრას" 43 პროცენტი აქვს, მეორად არჩევანში - 50 პროცენტი.

"ასავალ-დასავალს", შესაბამისად, 12 და 17 პროცენტი; "ალია" - 4-7 პროცენტი; "ქრონიკა" - 3-5 პროცენტი; "რეზონანსი" - 2-4 პროცენტი; "ახალი თაობა" - 2-3 პროცენტი; "გურია ნიუსი" - 1-2 პროცენტი; "საქართველოს რესპუბლიკა" - 1-1 პროცენტი; "აჭარა" - 0-1 პროცენტი; "პარიამტაიმი" - 0-1 პროცენტი; "ალიონი" - 0-1 პროცენტი; "24 საათი" - 0-1 პროცენტი; "ბათუმელები" - 0-1 პროცენტი; "გურიის მოამბე" - 0-1;

"ინტერპრესნიუსისთვის" საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგები ქართულ პრესასთან დაკავშირებით დღეს გახდა ცნობილი.

ამავე კვლევების მიხედვით, რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებშიც გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს - 68 პროცენტით.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა

4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ.