IRI - ის კვლევების მიხედვით, სანდოობის რეიტინგში გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს
08-12-2011
IRI - ის კვლევების მიხედვით, სანდოობის რეიტინგში გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI - ის კვლევების მიხედვით, სანდოობის რეიტინგში გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს.

კითხვაზე, ყველაზე მეტად რომელი ქართული გაზეთის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით, პასუხები ასე გადანაწილდა: პირველად არჩევანში "კვირის პალიტრას" 43 პროცენტი აქვს, მეორად არჩევანში - 50 პროცენტი.

"ასავალ-დასავალს", შესაბამისად, 12 და 17 პროცენტი; "ალია" - 4-7 პროცენტი; "ქრონიკა" - 3-5 პროცენტი; "რეზონანსი" - 2-4 პროცენტი; "ახალი თაობა" - 2-3 პროცენტი; "გურია ნიუსი" - 1-2 პროცენტი; "საქართველოს
რესპუბლიკა" - 1-1 პროცენტი; "აჭარა" - 0-1 პროცენტი; "პარიამტაიმი" - 0-1 პროცენტი; "ალიონი" - 0-1 პროცენტი; "24 საათი" - 0-1 პროცენტი; "ბათუმელები" - 0-1 პროცენტი; "გურიის მოამბე" - 0-1;

"ინტერპრესნიუსისთვის" საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების შედეგები ქართულ პრესასთან დაკავშირებით დღეს გახდა ცნობილი.
ამავე კვლევების მიხედვით,
რეგულარულად კითხვად ქართულ გაზეთებშიც გაზეთი "კვირის პალიტრა" ლიდერობს - 68 პროცენტით.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა
4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ.
TaTa
10 დეკემბერი 2011 12:20
გილოცავთ! :)
ღმერთმა თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს!!!:)
lela
09 დეკემბერი 2011 14:24
ვულოცავ პალიტრას ღირსეულ პოზიციას!ეს თქვენი (ჟურნალისტებისა) და ჩვენი (მკითხველების)დამსახურებაა!
tekla
09 დეკემბერი 2011 12:15
გასკდება თამარი ბოღმისაგან და გადმოანთხევს თავის "ევროპულ" ცოდნას ინტერაქტიული გამოკითხვების ჩატარების ტექნოლოგიებში.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები