ლურჯი მონეტების განაღდება უკვე ასეულობით მყიდველმა შეძლო - კვირის პალიტრა

ლურჯი მონეტების განაღდება უკვე ასეულობით მყიდველმა შეძლო

"პალიტრამედიას" პროექტი "ჯადოსნური ქისა" სულ უფრო პოპულარული ხდება. პროექტს შეუერთდა ჟურნალი "რეიტინგიც". ახლა უკვე "კვირის პალიტრისა" და "ყველა სიახლის" მკითხველებთან ერთად, "რეიტინგის" მკითხველებსაც შეუძლიათ ამოჭრან ჟურნალიდან ფასდაკლების კუპონები და გამოიყენონ სხვადასხვა პროდუქციის შესაძენად.

მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს. მათ "ლურჯი მონეტებით" შეუძლიათ როგორც წიგნების, ასევე ტანსაცმლის, სათვალის, ციფრული სასწორების, ავტონათურებისა და სხვა პროდუქციის შეძენა გასაყიდ ფასზე უფრო იაფად.

"ჯადოსნური ქისა" ძალას იკრებს. პროექტის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა და უკვე საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა. სხვადასხვა მაღაზიაში განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა.

"ბიბლუსის" წიგნების მაღაზიათა ქსელში, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს, ათას ხუთასზე მეტი კუპონი განაღდდა. გაიყიდა ასეულობით წიგნი. მოთხოვნა კვლავ ისეთ წიგნებზეა, რომელთა ფასიც 15-20 ლარს აღემატება. დეკემბრიდან "დიდი მხატვრების", "ეს სამყაროსა" და "ქართული პროზის საგანძურის" სერიის გარდა, "ლურჯი მონეტებით" იყიდება სერია "მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები".

ასევე აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსში" დაიწყო საახალწლო ფასდაკლება 20-იდან 50%-მდე. წიგნების პოპულარულ სერიებს მკითხველი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს, ხოლო "ჯადოსნური ქისა" მათ უნიკალურ შანსს აძლევს, რადგან ფასდაკლებულ წიგნებზე "ლურჯი მონეტებიც" მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 20%-ზე კიდევ დამატებით "ლურჯი მონეტების" შესაბამის ფასდაკლებას მიიღებენ.

მომხმარებელთა შორის სხვა კომპანიების შეთავაზებებიც პოპულარულია - ბოლო კვირის მონაცემებით, აფთიაქ "მირკოში" 9 ციფრული სასწორი 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდა.

განაღდებები დაიწყო ასევე სათვალის მაღაზიათა ქსელ SAFILO-ში. "ლურჯი მონეტების" მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სოლიდური ფასის მქონე სათვალე საკმაოდ დიდი ფასდაკლებით შეიძინოს.

გააქტიურდა ტანსაცმლის მაღაზიების მყიდველიც. კუპონები განაღდდა ტანსაცმლის მაღაზია Callezione

-სა და OVS-ში, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია CELIO-ში.

პროექტში ჩართულია ასევე განათების სისტემების კომპანია OSRAM-ის წარმომადგენლობა ავტონათურებზე გამოცხადებული აქციით.

პროექტში დღითი დღე სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, პროდუქცია კი, რომელზეც "ლურჯი მონეტები" მოქმედებს, პერიოდულად განახლდება.

სალომე მეცხვარიშვილი