"კვირის პალიტრა" ახლა უკვე iPad-ზე და iPhone-ზე! - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" ახლა უკვე iPad-ზე და iPhone-ზე!

ძვირფასო მკითხველო! თანამედროვე ცხოვრების ტემპი საგამომცემლო საქმიანობაზეც შესაბამისად აისახება. დღეს უკვე აღარავის უკვირს ინტერნეტი და ინტერნეტგამოცემები. მსოფლიო მედია აქცენტებს მობილურ მედიაპლატფორმებზე აკეთებს.

"პალიტრამედია" მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და მომხმარებელს ინფორმაციის გავრცელების ახალი და თანამედროვე გზები შესთავაზოს. დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შევქმენით პირველი ქართული საგაზეთო აპლიკაციები "კვირის პალიტრისა" და Georgian Journal-ისთვის.

იხილეთ ვიდეო

"კვირის პალიტრის" აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის Appstore-ში და თქვენ სრულიად უფასოდ შეგიძლიათ ჩატვირთოთ  და დააყენოთ აპლიკაცია თქვენს iPad-ზე და iPhone-ზე. ინგლისურენოვანი Georgian Journal-ი კი სულ რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი Appstore-ში. აპლიკაციებზე მუშაობისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ჩვენი მკითხველის ინტერესები, რის შედეგადაც აპლიკაციები ერგონომიული და მრავალფუნქციური გამოვიდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ინტერნეტის გარეშე წაკითხვისა და ფოტოების ნახვის შესაძლებლობა, რაც ჩვენს მკითხველს დამატებით კომფორტს შეუქმნის. აპლიკაციები საშუალებას მოგცემთ ჩატვირთოთ გაზეთის თქვენთვის სასურველი ნომერი და წაიკითხოთ ის ნებისმიერ დროს. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, რამდენიმე კვირაში "კვირის პალიტრა" და Georgian Journal-ი Android-ის პლატფორმაზეც შეაბიჯებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალშიც შემოგთავაზებთ თქვენს ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია!

"კვირის პალიტრა" თქვენი გაზეთია!