საახალწლო საჩუქრები "ლურჯი მონეტებით" - კვირის პალიტრა

საახალწლო საჩუქრები "ლურჯი მონეტებით"

მომხმარებლებმა 2000-ზე მეტი "ლურჯი მონეტა" გაანაღდეს

საახალწლოდ "ბიბლუსში" უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაა, უფრო სწორად, ფასდაკლების ფასდაკლებაა

წინასაახალწლოდ, მაშინ, როდესაც ყველა ფიქრობს, რა აჩუქოს ნაცნობ-მეგობრებს, პროექტი "ჯადოსნური ქისა" თავისი "ლურჯი მონეტებით" დიდ არჩევანს გვთავაზობს. "პალიტრამედიას" ეს ჯადოსნური პროექტი საუკუნის "ჯადოსნურ დღეს", 2011 წლის მე-11 თვის 11 რიცხვში დაიწყო. წარმატებაც ძალიან სწრაფად მოვიდა და მომხმარებლის მიერ განაღდებული "ლურჯი მონეტების" რაოდენობა უკვე რამდენიმე ათასს აღწევს.

იმის გამო, რომ "პალიტრამედიას" ეს პროექტი სულ უფრო პოპულარული ხდება, მას უკვე ჟურნალი "რეიტინგიც" შეუერთდა. ახლა უკვე "კვირის პალიტრისა" და "ყველა სიახლის" მკითხველებთან ერთად, "რეიტინგის" მკითხველსაც შეუძლია ამოჭრას ჟურნალიდან ფასდაკლების კუპონები ("ლურჯი მონეტები"), დააგროვოს და სხვადასხვა პროდუქცია ღირებულებაზე დაბალ ფასად შეიძინოს. არჩევანი კი დიდია. დაგროვილი "ლურჯი მონეტებით" შესაძლებელია წიგნების, სამოსის, სათვალის, ციფრული სასწორების, ავტონათურებისა და სხვა პროდუქციის ფასდაკლებით შეძენა.

საახალწლოდ "ჯადოსნური ქისა" მომხმარებელს კიდევ მეტ სიახლეს ჰპირდება. "პალიტრამედიას" ამ ახალ პროექტს ფუტკრის სახლი "ტენტორიუმიც" შეუერთდა. "ლურჯი მონეტების" - ფასდაკლების კუპონების განაღდება შესაძლებელია "ბიბლუსის" წიგნების მაღაზიათა ქსელში, აფთიაქების ქსელ "მირკოში", სათვალის მაღაზიათა ქსელში SAFILO,, ტანსაცმლის მაღაზია Callezione-სა და OVS-ში, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია CELIO-ში. "პალიტრამედიას" პროექტში ასევე მონაწილეობს განათების სისტემების კომპანია OSRAM-ის წარმომადგენლობა, რომელიც მომხმარებელს "ლურჯი მონეტების" წარდგენისას ფასდაკლებით სთავაზობს საკუთარ პროდუქციას.

პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც "ლურჯი მონეტების" განაღდებისას ფასდაკლება ვრცელდება, პერიოდულად იზრდება, იცვლება და მისი განახლება ხდება. (ჩამონათვალი იხ. გვ. 43)

სალომე მეცხვარიშვილი ("პალიტრამედიას" პიარმენეჯერი): "ძალიან კარგი შედეგი გვაქვს წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში", სადაც მომხმარებლებმა უკვე 2000-ზე მეტი მონეტა გაანაღდეს. სულ უფრო იზრდება იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მიდის სხვადასხვა მაღაზიაში და "ლურჯი მონეტების" წარდგენის შემდეგ ფასდაკლებით სარგებლობს. დიდია მოთხოვნა სამოსზე, სათვალესა და ციფრულ სასწორებზე, რომელსაც "ლურჯი მონეტების" მფლობელებს აფთიაქი "მირკო" 50%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

საახალწლოდ "ბიბლუსში" უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაა, უფრო სწორად, ფასდაკლების ფასდაკლებაა. სადღესასწაულოდ წიგნების მაღაზიათა ამ ქსელში 20-დან 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება. იმ წიგნებზე, რომლებიც "ჯადოსნური ქისის" პროექტშია ჩართული და მომხმარებელს "ლურჯი მონეტებით" შეუძლია ფასდაკლებით შეიძინოს, დამატებით საახალწლო ფასდაკლებაც გავრცელდება. გამოდის, ამ სერიის წიგნებზე ერთდროულად ფასდაკლების ორი აქცია გავრცელდება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. თუU მომხმარებელი "ბიბლუსში" წარადგენს მონეტებს და შესაბამისად 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს, ამას საახალწლო 20%-იანი ფასდაკლებაც დაემატება და ჯამში 70%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს წიგნებზე სერიიდან - "დიდი მხატვრები", "ეს სამყაროა", "ქართული პროზის საგანძური" და "მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები".

რაც შეეხება "ჯადოსნურ ქისაში" მონაწილე სხვა მაღაზიებს, სადაც ახლა საახალწლო ფასდაკლებებია, ამ ეტაპზე იქ "ლურჯი მონეტები" არ მოქმედებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ჩვენი პროექტის ფარგლებში, ფასდაკლების აქცია დასრულებულია.

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, "ლურჯი მონეტებით" მომხმარებელი კვლავ შეძლებს მომგებიანი შენაძენი გააკეთოს ჩვენს პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში. ამიტომ ახლა სწორედ ის დროა, როცა უნდა დააგროვო მონეტები, რომ შემდეგ ახალ კოლექციებზე სასურველი პროდუქციის შესაძენად გამოიყენო.

საახალწლო შეთავაზება გვაქვს ფუტკრის სახლ "ტენტორიუმიდან". მომხმარებელს, რომელიც წარადგენს "ტენტორიუმში" სამ "ლურჯ მონეტას", გადაეცემა მოსაწვევი საახალწლო ნაძვის ხეზე. ეს პროგრამა დაიწყება 26 დეკემბერს, გაიმართება 28, 29 დეკემბერს და 3, 5, 7, 9, 11 და 14 იანვარს. შესაბამისად, ჩვენს მკითხველებს დიდი დრო აქვთ იმისათვის, რომ დააგროვონ მონეტები და მიიღონ საახალწლო საჩუქარი.

- ხშირად მეკითხებიან "კვირის პალიტრის" მკითხველები, რამდენ ხანს მოქმედებს #1 სერიის მონეტა - ერთი კვირის, ერთი თვის განმავლობაში?..

- #1 სერიის მონეტები ძალაშია 1-ელ თებერვლამდე. პირველი სერიის მონეტები 11 ნოემბერს გამოვიდა და 1-ელ თებერვლამდე იქნება ძალაში. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ნებისმიერი მონეტით მომხმარებელს შეუძლია 1-ელ თებერვლამდე მიიღოს ფასდაკლება.

- სად უფრო ხშირად ანაღდებს მომხმარებელი "ლურჯ მონეტებს"?

- 11 ნოემბრიდან დღემდე განაღდებულია რამდენიმე ათასი მონეტა. ყველაზე ხშირად მონეტებს ანაღდებენ წიგნების მაღაზია "ბიბლუსში". მომხმარებელი ფასდაკლების კუპონებით უფრო მეტად ყიდულობს წიგნებს სერიიდან - "დიდი მხატვრები" და "ეს სამყაროა", რომელთა საბაზრო ფასი 20 ლარია, ფასდაკლებით კი ბევრად ნაკლები ღირს. ამ სერიის წიგნები, ფაქტობრივად, პროექტის ლიდერები არიან,  ყველაზე მეტი ეს წიგნები გაიყიდა.

წიგნების შემდეგ, კუპონების განაღდების რაოდენობის მიხედვით მოდის სამოსის მაღაზიები, შემდეგ აფთიაქი, სადაც საკმაოდ ბევრი ციფრული სასწორი გაიყიდა, რადგან იქაც 50%-იანი ფასდაკლებაა. "ლურჯი მონეტები" გაანაღდეს მომხმარებლებმა სათვალისა და ავტონათურების შესაძენადაც.