"პალიტრა" კვლავ ლიდერია! - კვირის პალიტრა

"პალიტრა" კვლავ ლიდერია!

22 დეკემბერს "პალიტრამედია" კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, - საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" მიერ გამართულ ცერემონიალზე "ქართული ბრენდის დღე 2011" მას ლიდერი კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულის ჯილდო გადაეცა.

ელგუჯა მარღია, სააგენტო"პროფილის" დირექტორი: "ქართული ბრენდის დაჯილდოება მეცხრედ იმართება. გვიხარია, რომ ამ პროექტმა დიდი გამოხმაურება პოვა.  ქართული კომპანიები აქტიურად ცდილობენ ამ ჯანსაღ შეჯიბრებაში მონაწილეობას. საზეიმო განწყობას ხელს უწყობს წინასაახალწლო დღეებიც. ვცდილობთ, სასიამოვნო გარემო შევქმნათ. სასიხარულოა, რომ არიან ახალი კომპანიებიც, ზოგიერთი კი ბაზარზე წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. მოგეხსენებათ, ბრენდის ჩამოყალიბება და თანაც ლიდერობის შენარჩუნება, ძნელი და შრომატევადი პროცესია. მოხარული ვარ, რომ ლიდერთა შორისაა "პალიტრამედია", რომელიც უპირობო ლიდერია ბაზარზე".

"პალიტრამედიასთვის", როგორც ერთ-ერთი წარმატებული კომპანიისთვის, განკუთვნილი პრიზი მედიასახლის კრეატიულ დირექტორს, მარიკა დარჩიას გადაეცა.

- ეს პრიზი დიდი პასუხისმგებლობაა და "პალიტრა" კვლავ გაამართლებს საზოგადოების ნდობასა და მოლოდინს. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ "პალიტრამედიას" მთავარი გაზეთი - "კვირის პალიტრა" უკვე მისაწვდომია არა მხოლოდ ბეჭდური და ინტერნეტვერსიის, არამედ აპლიკაციის სახითაც  iPhone-სა და iPad-ზე. "კვირის პალიტრა" პირველი ქართული გაზეთია, რომელმაც მკითხველს ასეთი საჩუქარი გაუკეთა".

2011 წლის ქართული ბრენდის გამოვლენის ცერემონიალზე "ახალი ქართული ბრენდის" ტიტული მიენიჭა იუსტიციის სახლს, საინფორმაციო ცენტრ 08-ს, "ნიუ-ჰოსპიტალს", "კოლხურ კოსმეტიკას", ღვინის კომპანია "შატო თელავს", "ორბი ჯგუფს", სასტუმრო "ლოპოტას", "ბიგ ბენდს", ტელეპროექტს - "დილა მშვიდობისა, საქართველო". ნომინაციაში "- "ლიდერი" წელს ბრენდი გახდა სააქციო საზოგადოება "წყალი მარგებელი" ბრენდისთვის "ნაბეღლავი"; ფარმაცევტული კომპანია "პსპ", ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი, ტურისტული კომპანია "N ტური", კომპანია "ემბავუდ ჯორჯია", მედიასახლი "პალიტრა", სილამაზის სალონების ქსელი "ნატალი", "პოულტრი ჯორჯია" ბრენდისთვის "კოდა"; ჟურნალი "სარკე", კომპანია "გურჯაანის ნაყინი", რადიო "ფორტუნა", ღვინის კომპანია "თელავის ღვინის მარანი", სამოდელო სახლი "ავთანდილი", ხობის საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე".

წელს ახალი ნომინაციაც  - "ისტორიული ბრენდი" - დაწესდა და პრიზი რამდენიმე კომპანიას გადაეცა. ნომინაცია "რეპუტაცია და ნდობა" კი რვა კომპანიას მიენიჭა.

წლის "ბრენდ-პერსონა" კახი კავსაძე გახდა.