"პალიტრის" მსმენელმა თოვლის ბაბუას მიაგნო - კვირის პალიტრა

"პალიტრის" მსმენელმა თოვლის ბაბუას მიაგნო

ეჭვი გეპარებოდათ, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობდა და საჩუქრებს არიგებდა? ეს ეჭვი რადიო "პალიტრამ" გაფანტა და 31 დეკემბერს თბილისში წინასაახალწლო აქცია გამართა. თამაშ-ვიქტორინაში - "იპოვე თოვლის ბაბუა" ჩვენმა რადიომ გამარჯვებული გამოავლინა.

31 დეკემბერს რადიო "პალიტრის" მსმენელები თბილისში  ნამდვილ თოვლის ბაბუას ეძებდნენ და მინიშნებებს, თუ სად იდგებოდა თოვლის ბაბუა, რადიო "პალიტრის" FM-103.9 სიხშირეზე პირდაპირი ეთერით იღებდნენ. მთავარი მინიშნება კი ის იყო, რომ თოვლის ბაბუა, როგორც თავისუფალი სიტყვის სიმბოლო, სწორედ იმ ადგილას იდგებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ პრესის ჯიხური იყო განთავსებული. რამდენიმე მსმენელმა ზუსტად გამოიცნო, რომ თოვლის ბაბუა დოლიძის ქუჩის კუთხეში დახვდებოდა, თუმცა ყველაზე ადრე თოვლის ბაბუასთან ლელა ბუხულეიშვილი მივიდა. თოვლის ბაბუამ მას რადიო "პალიტრის" ხუთი გადაცემის ჩამოთვლა სთხოვა. ბუხულეიშვილმა კითხვას წარმატებულად გასცა პასუხი და განსაკუთრებული საჩუქრებიც მიიღო - ერთი ყუთი შუშხუნა ღვინო "ბაგრატიონი"; ტკბილეული საკონდიტრო "ნარცისისაგან"; "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული "დიდი მხატვრების" რამდენიმე წიგნი და "რადიო "პალიტრის" სპეციალური პრიზი - MP4 ფლეიერი.

რადიო "პალიტრის" საზეიმოდ მორთული ავტომობილი  30-31 დეკემბერს თბილისის ქუჩებში დადიოდა და მოქალაქეებს საახალწლო სიმღერით ახალ წელს ულოცავდა.