დარჩება რუსკა მაყაშვილი სერიალში? - კვირის პალიტრა

დარჩება რუსკა მაყაშვილი სერიალში?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი რუსკა მაყაშვილი, რომელიც ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ერთ-ერთ მთავარ, ბევრისთვის საყვარელ ანჩოს როლს თამაშობს, სერიალიდან გაუშვეს. ზოგის აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსკამ აქტიურად დაუჭირა მხარი ბატონი რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად თვითონ რუსკას დავუკავშირდით.

რუსკა მაყაშვილი: - ჯერჯერობით ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და კვლავ სერიალში ვარ. მეტს ვერაფერს გეტყვით.

რუსკასთან საუბრის შემდეგ ტელესერიალის პროდიუსერ დათო გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით:

- დათო, რუსკა მაყაშვილი მართლა გაუშვით ტელესერიალიდან?

- ჯერჯერობით არ ვიცი.

- ანუ, მისი გაშვების საკითხი დღის წესრიგში დგას?

- ვმუშაობთ ახალი სეზონის ახალი სერიების სცენარზე და იმის მიხედვით გადაწყდება, დარჩება თუ არა რუსკა სერიალში.

ნინო მაისურაძე

გაზეთი "ყველა სიახლე" #3