იჩქარეთ, პირველი სერიის "ლურჯი მონეტების" განაღდების ვადა იწურება! - კვირის პალიტრა

იჩქარეთ, პირველი სერიის "ლურჯი მონეტების" განაღდების ვადა იწურება!

სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში "ლურჯი მონეტები" უკვე ათასობით ადამიანმა გაანაღდა

1-ელი თებერვლიდან "პალიტრამედია" მომხმარებელს  ახალი სერიის "ლურჯ მონეტებს" შესთავაზებს

უკვე სამი თვეა, რაც "პალიტრამედიის" პოპულარული პროექტი "ჯადოსნური ქისა" მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ფასდაკლების კუპონებით, ანუ "ლურჯი მონეტებით", საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინოს სხვადასხვა პროდუქცია.

31 იანვარს პირველი სერიის "ლურჯი მონეტების" მოქმედების ვადა იწურება და 1-ელი თებერვლიდან "პალიტრამედია" მომხმარებელს  ახალი სერიის "ლურჯ მონეტებს" შესთავაზებს, რომელთა დიზაინი განსხვავებული, მოქმედების პრინციპი კი იგივე იქნება. მაღაზიათა ჩამონათვალს, სადაც მონეტების განაღდებაა შესაძლებელი, ახალი სავაჭრო და მომსახურების ობიექტები დაემატება.

პირველი სერიის მონეტების გამოშვების შემდეგ საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო წიგნებზე მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში", სადაც ფასდაკლების კუპონებთან ერთად საახალწლო აქციაც მოქმედებდა და მომხმარებელმა 14.000 "ლურჯი მონეტა" გაანაღდა. ასევე აქტიურად ანაღდებდნენ "ლურჯ მონეტებს" სათვალეების მაღაზიათა ქსელ "საფილოში", აფთიაქების ქსელ "მირკოში", სადაც ნახევარ ფასად ელექტროსასწორის შეძენა ახლაც შესაძლებელია. "ლურჯი მონეტების" გადაცვლა შესაძლებელი იყო მამაკაცის სამოსის მაღაზია "Celio"-ში, ქალის ტანსაცმლის მაღაზია "Gerry Weber"-ში, საბავშვო მაღაზია "DU Parei"-ში, გერმანული ნათურებისა და განათების სისტემების მაღაზია "ოსრამში".

სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში პირველი სერიის "ლურჯი მონეტები" უკვე ათასობით ადამიანმა გაანაღდა.

]"პალიტრამედიის" ამ პროექტმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, ამიტომ საახალწლოდ იმ ობიექტებს, სადაც "ლურჯი მონეტები" მოქმედებს, დაემატა ფუტკრის სახლი "ტენტორიუმი", რომელიც სამი "ლურჯი მონეტის" წარდგენისას მომხმარებელს საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრებ ერთ მოსაწვევს ჩუქნიდა. პირველი სერიის მონეტები ასევე მოქმედებს ბავშვთა გასართობ ცენტრ "ბაო-ბაბში".

როგორც აფთიაქ "მირკოში" გვითხრეს, "ლურჯი მონეტებით" დღეში დაახლოებით 5-6 ელექტროსასწორი იყიდება. ხუთი "ლურჯი მონეტის" წარდგენისას ელექტროსასწორის შეძენა, რომელიც წონის გარდა ორგანიზმში წყლისა და ცხიმების რაოდენობასაც განსაზღვრავს, 50 ლარად შეიძლება, მონეტების გარეშე კი მისი ფასი 100 ლარია. "მირკოში" ამბობენ, რომ "ლურჯი მონეტების" აქციაში ჩართვის შემდეგ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ გადაწყვიტეს, კიდევ ერთი პროდუქტი დაემატებინათ, ამიტომ ახლა "მირკოში" 5 "ლურჯი მონეტის" წარდგენის შემთხვევაში, 50%-იანი ფასდაკლებით სასწორის გარდა, სისხლში შაქრის განმსაზღვრელი აპარატის შეძენაც შეგიძლიათ.

ლიკა ქვაჩახია, კომპანია "ტენტორიუმის" დირექტორი: "პალიტრამედიის" "ლურჯი მონეტების" პროექტში ჩართვის შემდეგ ჩვენს კომპანიაში ხალხი აქტიურად მოდიოდა და ფასდაკლების კუპონების სანაცვლოდ საახალწლო წარმოდგენის მოსაწვევებს იღებდა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ძალიან გაგვაოცა, - 60 "ლურჯი მონეტა" მოიტანა გასანაღდებლად. რა თქმა უნდა, ვკითხეთ, როგორ შეძლო ამდენი კუპონის შეგროვება, მან კი გვიპასუხა, პროექტის დაწყების დღიდან "პალიტრამედიის" სხვადასხვა გამოცემიდან ვჭრიდი და ვაგროვებდიო.

დღის განმავლობაში 10-15 ადამიანი მაინც მოდიოდა, უამრავიც რეკავდა, რომ ინფორმაცია დაეზუსტებინა. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენ ორი წარმოდგენა დავამატეთ, უკამყოფილო რომ არავინ დარჩენილიყო.

ვაპირებთ, "პალიტრამედიის" ამ პროექტში მონაწილეობა  გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებით".

სალომე მეცხვარიშვილი, "პალიტრამედიის" პიარმენეჯერი: "31 იანვარს პირველი სერიის "ლურჯი მონეტების" მოქმედების ვადა იწურება, ამიტომ ვისაც შეგროვილი აქვს პირველი სერიის მონეტები, უნდა იჩქაროს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და შეღავათიან ფასად სასურველი პროდუქცია შეიძინოს.

1-ელი თებერვლიდან გამოდის მეორე სერიის მონეტები და მასზე მითითებული იქნება, კონკრეტულად რომელ პროდუქციაზე და რომელ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი ამ მონეტების განაღდება. რა თქმა უნდა, პროექტში კვლავ რჩება წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", სადაც მომხმარებელს შეუძლია ფასდაკლების კუპონებით შეიძინოს წიგნები სერიიდან "დიდი მხატვრები", "დავით აღმაშენებელი", "ქართული პროზის საგანძური" და "მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები".

მეორე სერიის "ლურჯი მონეტების" გადაცვლა შესაძლებელი იქნება გერმანული ნათურების მაღაზია "ოსრამში", ბავშვთა გასართობ ცენტრ "ბაო-ბაბში". ველოდებით ახალ შემოთავაზებებს სხვა კომპანიებიდან და მეორე სერიის მონეტების ძალაში შესვლისთანავე დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით დაინტერესებულ პირებს".

"პალიტრამედიის" ჯადოსნური პროექტი გრძელდება და მკითხველი ფასდაკლების კუპონს გაზეთ "კვირის პალიტრის", "ყველა სიახლისა" და ჟურნალ "რეიტინგის" ყოველ ნომერში აღმოაჩენს. დანარჩენი კი მომხმარებელზეა დამოკიდებული. მაშ, ასე, დააგროვეთ მონეტები და შეარჩიეთ სასურველი ნივთი, რომელსაც ძალიან იაფად შეიძენთ!