"ლურჯი მონეტების" განაღდება უკვე რაიონებსა და სოფლებშიც შეიძლება - კვირის პალიტრა

"ლურჯი მონეტების" განაღდება უკვე რაიონებსა და სოფლებშიც შეიძლება

დაგროვებითი კუპონების განაღდების არეალი ფართოვდება

1 თებერვლიდან მომხმარებელმა უკვე მეორე სერიის "ლურჯი მონეტების" შეგროვება დაიწყო. ახალი დიზაინის ფასდაკლების კუპონებს მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრის", "ყველა სიახლისა" და ჟურნალ "რეიტინგის" ფურცლებზე იპოვის. პროექტის პირველი ეტაპი მეტად პოპულარული გახდა, რადგან "ლურჯი მონეტები" სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში ათიათასობით მოქალაქემ გაანაღდა.

მნიშვნელოვანი ფასდაკლებით წიგნის, სამოსისა თუ სამედიცინო მოწყობილობის შეძენა ერთი აქციის ფარგლებშია შესაძლებელი. ამიტომაც აგროვებს მომხმარებელი "ლურჯ მონეტებს". თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იმ ობიექტების განახლება მუდმივად ხდება, სადაც "ლურჯი მონეტები" მოქმედებს, მომხმარებელს არჩევანის მეტი შესაძლებლობა უჩნდება.

თბილისის გარდა, "ლურჯ მონეტებს" საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ინტენსიურად აგროვებს მოსახლეობა და შესაბამისად, მათი განაღდების ობიექტებზეც ჩნდება მოთხოვნა. პროექტის ფარგლებში, კუპონების განაღდების რაოდენობით წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ლიდერობს. როგორც ჩანს, რეგიონებშიც დიდია მოთხოვნა, სასურველი წიგნი ნახევარ ფასად შეიძინონ. თუმცა, სამწუხაროდ, ყველა რეგიონში ჯერ კიდევ არ არის "ბიბლუსის" მაღაზია, ამიტომ პროექტის ორგანიზატორებმა საუკეთესო გამოსავალს მიაგნეს.

სალომე მეცხვარიშვილი, "პალიტრამედიას" პიარმენეჯერი: "რეგიონებში, სადაც "ბიბლუსის" მაღაზიები ჯერ კიდევ არ არის, გაჩნდა მოთხოვნა "ლურჯი მონეტების" განაღდებაზე. ამიერიდან რეგიონებში "ლურჯი მონეტების" განაღდება პრესის გავრცელების ჯიხურებში იქნება შესაძლებელი. წიგნის მსურველი მივა პრესის გამავრცელებელთან, მიიტანს მონეტებს და მისცემს შეკვეთას, თუ რა წიგნების შეძენა სურს და მაქსიმუმ ოთხ დღეში მისი შეკვეთა შესრულდება".

ამ ეტაპზე ახალი სერიის მონეტების განაღდება შესაძლებელია 6 სავაჭრო და მომსახურების ობიექტში. მათ შორის არის სათვალის მაღაზიათა ქსელი "საფილო", აფთიაქი "მირკო", რომელმაც განაახლა ფასდაკლების პროდუქცია და "ლურჯი მონეტებით" უკვე შესაძლებელია სისხლში შაქრის განმსაზღვრელი ციფრული აპარატისა და "მიკროლაიფის" ფირმის ინჰალატორის შეძენა. პროექტში ჩაერთვნენ ასევე ახალი კომპანიები: ფოტოსტუდია "ნიგსტუდიო", ივენთკლუბი "დეჟავუ" და რესტორანი "დაუნთაუნი".

"ნიგსტუდიოში" "ლურჯი მონეტები" საშუალებას მოგცემთ გაიაროთ ფოტოსესიისა და ფოტოხელოვნების პროფესიონალური კურსები, სადაც მაქსიმალური ფასდაკლება 50%-ს  შეადგენს, ერთი "ლურჯი მონეტა" კი 5%-იან ფასდაკლებას უდრის.

"დეჟავუში" ფასდაკლება მოქმედებს დაბადების დღის სტანდარტულ პროგრამაზე, ფასდაკლების მაქსიმალური ზღვარი 20%-ია, აქაც ერთი "ლურჯი მონეტა" 5%-იან ფასდაკლებას უდრის.

რაც შეეხება რესტორან "დაუნთაუნს", აქ 20%-იანი ფასდაკლებაა საუზმეზე - სამუშაო დღეებში დილის 9-დან 12 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 11-დან 13 საათამდე. რესტორან "დაუნთაუნშივე" შეგიძლიათ გადაცვალოთ "ლურჯი მონეტები" "ბიოსაფერავზე" ნიკოლაშვილების მარნიდან.

მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" ახალი სერიის მონეტებისთვის განახლდა წიგნების ჩამონათვალი და ფასდაკლების კუპონებით შესაძლებელია წიგნების შეძენა სერიებიდან: "ჩემი საყვარელი ზღაპრები", "მსოფლიოს რჩეული მოთხრობები", "ეს სამყაროა", ასევე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ბესტსელერი - "ვიზუალური ლექსიკონი".

"ლურჯი მონეტების" მეორე სერია სამი თვე გაგრძელდება და მათი გადაცვლა შესაძლებელი იქნება 1-ელ მაისამდე, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში შეთავაზებები, ანუ ჩამონათვალი, თუ რაზე მოქმედებს "ლურჯი მონეტა", ყოველთვიურად განახლდება, ამიტომ ნუ დაელოდებით სერიის მოქმედების ვადის ამოწურვას და გამოიყენეთ "ლურჯი მონეტების" გადაცვლის ყოველი შესაძლებლობა.

"ლურჯი მონეტების" განაღდება შესაძლებელია პრესის გავრცელების ჯიხურებში შემდეგ მისამართებზე:

წნორი: წნორის საკოლმეურნეო ბაზარში;

სიღნაღი: დოდაშვილის მოედანთან, სკვერში;

დედოფლისწყარო: ბარათაშვილის ქ. #2;

ყვარელი: 9 აპრილის ბაღის წინ;

ლაგოდეხი: ზაქათალის და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან;

ახმეტა: რუსთაველის #90;

თელავი: ჭავჭავაძის #78, მე-4 საჯარო სკოლის წინ;

საგარეჯო: აღმაშენებლის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსის წინ;

სართიჭალა: კახეთის გზატკეცილი. რუსთაველის #2;

აკურა: თელავის რაიონი, სოფელი აკურა;

მარტყოფი: გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი, ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორია;

კასპი: სააკაძის #5;

ახალციხე: დიდიმამიშვილის #31;

ხარაგაული: სოლომონ მეფის #36;

ხონი: ჭავჭავაძის #2.