"ბიბლუსის" ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა! - კვირის პალიტრა

"ბიბლუსის" ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა!

წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. მაღაზიის თაროებზე იურიდიული ლიტერატურა, ეროვნული გამოცდების ტესტები და ინგლისური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოების დიდი არჩევანია.ექსკლუზიური და სერიული გამოცემების, ქართული თუ უცხოური პროზისა და პოეზიის, მემუარების, ბიოგრაფიების, სათავგადასავლო ლიტერატურისა და სხვა მრავალი ჟანრის წიგნებთან ერთად ამიერიდან "ბიბლუსში" ქართულ ენაზე დასტამბულ მეტად საჭირო გამოცემებსაც აღმოაჩენთ.

"სახელშეკრულებო სამართალი", "ავტოსატრანსპორტო სამართალი", "ბიზნესმენის მეგზური სამართლებრივ საკითხებში", "მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია" - ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "ბიბლუსის" ქსელში იურიდიული ლიტერატურისთვის სპეციალურად განკუთვნილ თაროზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ასეულობით დასახელების წიგნი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის საჭირო ან საინტერესო სამართლებრივ საკითხებს გაეცნოს, ამ წიგნებიდან რომელიმე სამაგიდო სახელმძღვანელოდ აქციოს ან სამართლებრივ სივრცეში მეგზურად გაიხადოს.

ინგლისური ენის შესწავლის ყველა ასაკის მსურველთათვის "ბიბლუსს" სახელმძღვანელოებისა და საკითხავი ლიტერატურის დიდი არჩევანი აქვს. წიგნები ადაპ@ტირებულია სპეციალურად ქართულენოვანი მოსახლეობისთვის, თუმცა, არის უკვე მრავალ ქვეყანაში პოპულარული  სახელმძღვანელოები და ლექსიკონებიც.

უმაღლესში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს კი წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტესტებს სთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩამოთვლილი გამოცემის შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" ქსელის როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მაღაზიებში.

ნინო მელაშვილი, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" შესყიდვების მენეჯერი: "შემოვიტანეთ იურიდიული ლიტერატურაც, რაც აქამდე შედარებით შეზღუდულად გვქონდა წარმოდგენილი. ეს იურიდიული ლიტერატურა ცალკე გამოყოფილ კუთხეებში მოთავსდება და მომხმარებელი ადვილად შეარჩევს, თუმცა, თუ დასჭირდებათ, ჩვენი კონსულტანტებიც დაეხმარებიან. ეს არის სხვადასხვა კოდექსი, სამეცნიერო ლიტერატურა სტუდენტებისთვის, ბროშურებად გამოცემული სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუცია. შემოვიტანეთ ინგლისური ენის სასწავლო წიგნები როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე აბიტურიენტებისთვის, მათთვის, ვინც კერძო პედაგოგებთან ემზადებიან. მათ შორის არის ლექსიკონები, ადაპტირებული საკითხავები და სხვ. გვაქვს ტესტების კრებული 2012 წლის ეროვნული გამოცდებისთვის, როგორც მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის, ასევე მაგისტრანტებისთვისაც. მათი შეძენა უკვე შესაძლებელია "ბიბლუსის" ყველა მაღაზიაში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და ფასი ნებისმიერი სოციალური ფენის მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი.

ცოტა ხანში კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს: ინგლისიდან ჩამოგვაქვს სხვადასხვა წიგნი, როგორც სახელმძღვანელოები, ასევე საკითხავი. ასორტიმენტი ყოველთვე იზრდება. გარდა ამისა, ფართოვდება "ბიბლუსის" არეალიც - საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხუთი ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება".