იჩქარეთ! მეორე სერიის ლურჯი მონეტების ვადა 30 აპრილამდეა! - კვირის პალიტრა

იჩქარეთ! მეორე სერიის ლურჯი მონეტების ვადა 30 აპრილამდეა!

"იმ კომპანიების ჩამონათვალი, სადაც მონეტების განაღდებაა შესაძლებელი, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება"

"შეაგროვე მეტი, დახარჯე ნაკლები!" - უკვე ექვსი თვეა, ამ სლოგანით შთაგონებული მომხმარებელი ფასდაკლების კუპონებს, ე. წ. "ლურჯ მონეტებს" აგროვებს. "პალიტრამედიის" ეს პოპულარული პროექტი უკვე ექვსი თვეა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი პროდუქცია ან წარმოუდგენლად დაბალ ფასად მიიღოს სხვადასხვა მომსახურება.

30 აპრილს მეორე სერიის "ლურჯი მონეტების" მოქმედების ვადა იწურება და 1-ლი მაისიდან "პალიტრამედია" მომხმარებელს ახალი სერიის "ლურჯ მონეტებს" შესთავაზებს, მრავალფეროვანი არჩევანით და მოქმედების იმავე პრინციპით. ამიტომ მომხმარებელმა უნდა იჩქაროს და თვის ბოლომდე გაანაღდოს მეორე სერიის მონეტები. არჩევანი კი საკმაოდ დიდია, რადგან ამ სერიის "ლურჯი მონეტები" 15-მდე სავაჭრო და მომსახურების ობიექტში მოქმედებს. წიგნები, კომპიუტერული ტექნიკა, პარფიუმერიული ნაწარმი, სტომატოლოგიური მომსახურება - "ლურჯი მონეტების" წარდგენის შემთხვევაში ყველა ჩამოთვლილ მომსახურებაზე მომხმარებელი მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებს.

მეორე სერიის მონეტები კიდევ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა მომხმარებელში, ვიდრე მისი წინამორბედი. განვლილი სამი თვის განმავლობაში მომხმარებელმა სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში ათიათასობით ფასდაკლების კუპონი გაანაღდა. დიდი იყო მოთხოვნა წიგნებზე მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში", აქტიურად ანაღდებდნენ "ლურჯ მონეტებს" სათვალის მაღაზიათა ქსელ "საფილოში", აფთიაქების ქსელ "მირკოში" და ა.შ.

"პალიტრამედიის" ამ პროექტმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, ამიტომ  იმ კომპანიების ჩამონათვალი, სადაც მონეტების განაღდებაა შესაძლებელი, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

ომარ ლომსაძე, აფთიაქ "მირკოს" დამფუძნებელი: "ჩვენ ჯერ კიდევ პროექტის დასაწყისში ჩავერთეთ ამ აქციაში. პირველ სერიაში წარმოდგენილი გვქონდა ელექტროსასწორები, რაზეც დიდი მოთხოვნა იყო. მომხმარებელი განსაკუთრებით ბოლო სამი დღის განმავლობაში აქტიურობდა, როცა პირველი სერიის მონეტების ვადა იწურებოდა. აფთიაქებში რიგი იდგა. ახლა აქციის ფარგლებში ვყიდით არტერიული წნევის საზომ აპარატებს, ბავშვის სასწორებს და ნებულაიზერებს (ინჰალატორებს). გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის პროდუქციის უფრო მრავალფეროვანი სპექტრი შეგვეთავაზებინა. ამ სერიის ფარგლებში ყველაზე ხშირად მონეტებით წნევის განმსაზღვრელ აპარატს ყიდულობენ. ეს არის ავტომატური, შვეიცარიული წარმოების წნევის აპარატი, რომელიც ჩვენ გარდა საქართველოში თითქმის არავის შემოაქვს. მისი გასაყიდი ფასი 140 ლარია, მაგრამ მონეტებით მომხმარებელს შეუძლია ნახევარ ფასად - 70 ლარად შეიძინოს. რაც შეეხება ინჰალატორებს, სამი მონეტაა საჭირო და მისი შეძენა 76 ლარად არის შესაძლებელი. ეს კი მერწმუნეთ, მის თვითღირებულებაზე დაბალი ფასია. პირველი სერიის მონეტების მოქმედების პერიოდში დაახლოებით 400-500 სასწორი გავყიდეთ. გასული სამი თვის ზუსტი მონაცემები ჯერ არა გვაქვს, თვის ბოლოს გახდება ცნობილი, მაგრამ უკვე კმაყოფილი ვარ წინასწარი მონაცემებით. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროექტში მონაწილეობას".

გია კიკნაძე, საიუველირო მაღაზიათა ქსელ "ბაკარას" ხელმძღვანელი: "ერთი თვეა, რაც ამ პროექტში ჩავერთეთ, ამიტომაც ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი მონეტა განაღდდება "ბაკარას" ქსელში, თვის მიწურულს იქნება ცნობილი. პირველადი მონაცემები შთამბეჭდავია და ცხადყოფს, რომ როგორც ობიექტებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის ეს საინტერესო პროექტია. როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის ეს არის ალტერნატიული მექანიზმი, - ერთისთვის ფასდაკლების, ხოლო მეორისთვის თავისი პროდუქციის ცნობადობის ზრდისა და დამატებითი გაყიდვის არხების მოძიების თვალსაზრისით. ჩვენთვის ეს პროექტი საინტერესოა როგორც რეკლამა, რაც დამატებით მომხმარებელს გვძენს. ვფიქრობთ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას "პალიტრამედიასთან" და მომავალი სამი თვის განმავლობაშიც ვიქნებით ჩართული პროექტში".

ჯული ჯანგავაძე, სათვალის მაღაზია "საფილოს" მენეჯერი: "ამ სერიის ფარგლებშიც ძალიან აქტიურობდა მომხმარებელი. დღის განმავლობაში 10 კაცი მაინც ინტერესდებოდა "ლურჯი მონეტების" განაღდების პირობებით, შემდეგ კი გასანაღდებლად მოჰქონდათ. ფასდაკლების კუპონების წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს 30%-იანი ფასდაკლება სათვალის ახალ კოლექციაზე, რაც საკმაოდ სარფიანი შემოთავაზებაა".

მაია კიკვაძე, პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელ "ივ როშეს" მაღაზიის მენეჯერი: "მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია, რომ "ლურჯი მონეტების" განაღდება ახლა უკვე "ივ როშეშიც" შეიძლება. თვალი გადავავლე შემოსული კუპონების რაოდენობას და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავდა, რომელიც პროდუქციას "ლურჯი მონეტებით" ყიდულობდა. მაგალითად, თუ მანამდე 1-2 პროდუქტს ყიდულობდნენ, ამ აქციის ფარგლებში, იმავე ფასად 4-5 დასახელების პროდუქცია მიჰქონდათ. ფასდაკლება დიდი სტიმულია მომხმარებლისთვის. ერთი ლურჯი მონეტა "ივ როშეში" 5%-იან ფასდაკლებას უდრის და კუპონების მაქსიმალური რაოდენობა 5-ია. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს, რაც პროდუქციის ღირებულების მეოთხედია".