მალე! იქონიე საქართველოს ისტორია შენს თაროზე!
07-05-2012
პირველი ტომი 14 მაისს "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა!

მათ შეეძლებათ თვეში ერთი ტომი შეიძინონ მხოლოდ 9 ლარად

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული ჩვენი ოჯახის სამაგიდო წიგნად ვაქციოთ!


ჩვენ გვჭირდება საქართველოს ისტორია, სწორედ ისე, როგორც საკუთარი იდენტობის შენარჩუნება, ამიტომაც "პალიტრა L"-ის გამოცემული საქართველოს ისტორიის ოთხტომეული ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს!

ოთხტომეული მოიცავს ქართველი ხალხის ისტორიის ყველა ეპოქასა და ეპიზოდს, უახლეს ისტორიამდე. ეს არის დროის უზარმაზარი მონაკვეთი, აღსავსე უმნიშვნელოვანესი მოვლენებით.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის ავტორები თანამედროვე
ისტორიული სკოლის ყველაზე დიდი ავტორიტეტები არიან: აკადემიკოსები - მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ანდრია აფაქიძე, დავით მუსხელიშვილი, გიორგი მელიქიშვილი, ოთარ ჯაფარიძე, ნოდარ ასათიანი, გიორგი ოთხმეზური, მიხეილ სამსონაძე, გივი ჯამბურია, ალექსანდრე ბედიანიშვილი, ალექსანდრე დაუშვილი და მაყვალა ნათმელაძე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ წიგნში შესულია ფაქტები, რომლებიც ადრე გამოცემულ
ნაშრომებში სახელმწიფო ცენზურის გამო ვერ ხვდებოდა. საქართველოს ისტორიის ოთხტომეული კი  პირველი ისტორიული ნაშრომია, რომელიც სრული სახით გამოიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოთხტომეული მარტივად, ყველასთვის გასაგები ენით არის დაწერილი.

მეცნიერთა ჯგუფი ნაშრომზე დაახლოებით 3 წელი მუშაობდა, მათ მხარდაჭერას კომპანია "მაგთი" ახორციელებდა... თუმცა შემდეგ, წიგნი გამოცემას 10 წელზე მეტხანს ელოდა. რატომღაც, გამომცემლები თავს არიდებდნენ მის დაბეჭდვას. მიზეზად ძირითადად ის სახელდებოდა, რომ ძალიან დიდი და ძვირად ღირებული პროექტი იყო. შესაბამისად, გასაყიდი ფასიც მაღალი იქნებოდა და თუ კარგად არ გაიყიდებოდა, იყო რისკი, რომ გამომცემლობა დაზარალდებოდა.

2011 წელს, როდესაც ავტორთა ჯგუფმა "პალიტრაLL"-ს მიმართა, ამ დიდი წიგნის გამოცემის საკითხი 1 დღეში გადაწყდა. როგორც გამომცემლობის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშNნავს: "როგორც კი კითხვა დავიწყე, მივხვდი, რამხელა ღირებულების და მნიშვნელობის ნაშრომთან გვქონდა საქმე. ამ წიგნზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდით..."
ისტორიის ოთხტომეული საქართველოში  ყველა ოჯახში უნდა იყოს! რა სასიხარულოა, რომ დღევანდელი საქართველო, რომელსაც მუდმივად უყიჟინებდნენ ეროვნულისადმი ინტერესის მინიმუმამდე შემცირებას, წიგნთან დაშორებას, საკუთარი ფესვების არცოდნას, ასე ილტვის ისტორიისაკენ, ასე სჭირდება საქართველოს ისტორიის ოთხტომეული. საქართველოს სჭირდება საქართველოს ისტორია! სჭირდება დღეს, ათასი საცდურის ეპოქაში... ეს რომ ლიტონი სიტყვები არ გახლავთ, იმით დადასტურდა, რომ ოთხტომეულზე მოთხოვნა იმდენად დიდია, ორი თვის განმავლობაში, უკვე მესამე ტირაჟი დაიბეჭდა. სასაჩუქრე გამოცემა, რომელიც 60 ლარი ღირს, ძალიან ბევრმა შეიძინა, მაგრამ მრავლად არიან ისეთებიც, რომლებმაც  ხელმოკლეობისა თუ მის რეგიონში წიგნის მაღაზიის არარსებობის გამო ეს ვერ მოახერხეს. საქართველოს ისტორია კი ყველასია, ყველას უნდა გასწვდეს - ხევსურეთსა და აჭარის მაღალმთიანეთს, კახეთსა თუ სამეგრელოს, მდიდრებსა და ღარიბებს...

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი თინათინ ასათიანი:

- გვწერდნენ, გვირეკავდნენ, გვთხოვდნენ, რომ გამომცემლობას რამე ეღონა და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადა ეს გამოცემა როგორც გეოგრაფიული სიშორის, ისე ფასის გათვალისწინებით.
ჩვენ განუწყვეტლივ ვფიქრობდით, რა გადაწყვეტილება მიგვეღო, რომ საქართველოს ისტორიის ოთხტომეული ყველასათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო, ვითვალისწინებდით ყველაფერს, ვაწარმოებდით სტამბებთან მოლაპარაკებებს... ბოლოს ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივედით: "კვირის პალიტრის" დახმარებით საქართველოს ისტორიის ოთხტომეულს ცალ-ცალკე ტომებად შევთავაზებთ მკითხველს. მათ შეეძლებათ თვეში ერთი ტომი შეიძინონ მხოლოდ 9 ლარად. წიგნი კი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მთელ საქართველოში გავრცელდება. ცხადია, ამგვარად ისეთ რეგიონებსაც მივწვდით, სადაც წიგნის მაღაზია არ არსებობს. წიგნი პრესასთან ერთად შეიძლება მოიკითხოს ყველამ. პირველი ტომი უკვე 14 მაისს "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. მივმართავ თქვენს მკითხველს - ნუ დააყოვნებენ მის შეძენას, რადგან ჩვენი ინფორმაციით, მსურველთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ მიუხედავად დიდი ტირაჟისა, შესაძლოა კვირის მეორე ნახევარში წიგნის შოვნა ფიზიკურად ვეღარ შეძლონ.

- ეს სწორედ ის გამოცემა იქნება, რომელიც, როგორც სასაჩუქრე გამოცემა, აქამდე იყიდებოდა "ბიბლუსში" და წიგნის სხვა მაღაზიებში?
- სასაჩუქრე გამოცემისგან მხოლოდ   ორი ნიუანსით იქნება განსხვავებული: არ მოჰყვება სპეციალური სასაჩუქრე ყუთი ოთხივე ტომის ჩასაწყობად და მაგარ გარეკანზე ტყავისფაქტურიანი ზედაპირის ნაცვლად მისივე მსგავსი ქაღალდი ექნება გადაკრული. დარწმუნებული ვარ, მათთვის, ვინც გვთხოვდა რამე გვეღონა, რომ შეღავათიან ფასად შეეძინათ ოთხტომეული, მართლაც მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. თანაც წიგნის შესაძენად შორს წასვლაც აღარ მოუხდებათ, ის "კვირის პალიტრასთან" ერთად გავრცელდება ყველა რაიონში.

P.S. დასაწყისში მოგახსენეთ, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ისტორია, ისე, როგორც საკუთარი იდენტობის შენარჩუნება-მეთქი. ამ ფრაზას მხოლოდ ერთი მენტალური გაგრძელება აქვს: მხოლოდ მანამდე ვიქნებით საკუთარი ერის წარმომადგენლები, ვიდრე კავშირს არ გავწყვეტთ ისტორიასთან. გამოვიყენოთ ეს შანსი მასთან კავშირისთვის და საქართველოს ისტორიის ოთხტომეული ჩვენი ოჯახის სამაგიდო წიგნად ვაქციოთ!

იხილეთ ვიდეო: საქართველოს ისტორიის ოთხტომეული "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა
ანა
02 ივნისი 2012 23:38
უკვე აღარ შეიძლება შეძენა ? აღარ არის შესაძლებელიი ?
ანა
02 ივნისი 2012 23:38
უკვე აღარ შეიძლება შეძენა ? აღარ არის შესაძლებელიი ?
მაკა
16 მაისი 2012 17:15
დიდი მადლობა...უკვე შევიძინე....მეორე ტომს ველოდები უკვე.....

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?