გადაარჩიე და გადაარჩინე - ძველი წიგნის ახალი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

გადაარჩიე და გადაარჩინე - ძველი წიგნის ახალი სიცოცხლე

პროექტი "მაკულიტერატურა" გრძელდება...

125 ტონა მაკულატურა, 1250 ხის ნერგი და ათობით ძველი წიგნის ახალი სიცოცხლე, - ეს ის შედეგია, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის აქციას - "მაკულიტერატურას" უკვე მოჰყვა.

წიგნის ფესტივალზე გამომცემლობამ მოსახლეობას მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლა შესთავაზა, რასაც წარმოუდგენლად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და აქციის პირველივე დღეს საგამოფენო პავილიონში უამრავმა ძველმა "ქაღალდეულმა" მოიყარა თავი.

წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. თუმცა, ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი, ამიტომ "პალიტრა L"-ის აქცია, მათ შორის ბუნების შენარჩუნებითაც იყო ნაკარნახევი. თუმცა, "მაკულიტერატურამ" კიდევ ბევრ სხვა საინტერესო და კეთილშობილურ წარმოწყებას დაუდო საფუძველი.

შესაბამისად, პროექტი "მაკულიტერატურა" გრძელდება და 1-ლი ივნისიდან ევდოშვილის #27-ში (წერეთლის გამზ. #41 მიმდებარე ტერიტორია) ყველა მსურველს შეუძლია მიიტანოს მაკულატურა და გადაცვალოს ახალ წიგნებში.

გარდა იმისა, რომ უსარგებლო ქაღალდეულს მოიცილებთ, ამ ნაბიჯით წვლილს შეიტანთ ბუნების გადარჩენაში, რადგან პროექტის ფარგლებში შეგროვილი ყოველი 1 ტონა მაკულატურა 10-დან 17-მდე ხეს გადაარჩენს.

მარიკა დარჩია,  "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი: "ამ პროექტს რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი, რომ უამრავი ქაღალდი - ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში აუცილებლად დავრგავთ ნერგებს, ამ სასიკეთო საქმეში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს მოქალაქეებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა. ნერგების დარგვა შემოდგომისთვის იგეგმება და უკვე ვიწყებთ ამისთვის მზადებას: ვარჩევთ სანერგეებს, დავუკავშირდით სხვადასხვა ორგანიზაციას. ადრე ვფიქრობდით, რომ მაკულატურას შეერეოდა ბევრი საინტერესო წიგნი, რომელიც დასანანი იქნებოდა გადასამუშავებლად, მნიშვნელოვანი იდეა გაგვიჩნდა, გადავწყვიტეთ, გარდა იმისა, რომ გადავარჩინოთ ბუნება, ასევე გადავარჩინოთ წიგნები და შევქმნათ ამ წიგნების ფონდი.

მაკულატურაში შერეული წიგნების გადარჩევა უკვე დაწყებულია. სხვათა შორის, ეროვნული ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელმა აქციის პირველივე დღეს გამოთქვა სურვილი, გადაერჩიათ მაკულატურაში შერეული წიგნები. ასევე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის თანამშრომლებმა წიგნების გადარჩევისას 40-მდე საინტერესო გამოცემა გადაარჩინეს. შესაბამისად, ამ კეთილშობილურ საქმეს გვინდა ბევრად დიდი მასშტაბი შევძინოთ და თვეში ერთხელ, წიგნების გადარჩევის პროცესში მონაწილეობა მწერლებსა და საზოგადოების თვალსაჩინო წევრებს ვთხოვოთ.

გვსურს, მათ თავიანთი ძვირფასი დროის ერთი-ორი საათი წიგნების გადარჩევასა და გადარჩენას დაუთმონ და შემდეგ ამის შესახებ დაწერონ, თუ რატომ გადაარჩინეს ესა თუ ის წიგნი. შემდეგ მათი წერილები, გადარჩენილი წიგნების ამბები, ბლოგებად იქცევა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხავი იქნება.

გარდა ამისა, თუ წიგნების გადარჩენისას რამე რარიტეტულს აღმოვაჩენთ, გვინდა მოვაწყოთ მცირე მუზეუმი, ხოლო წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" მოეწყობა გადარჩენილი წიგნების თარო, სადაც ეს წიგნები მოთავსდება და მათი შეძენა ძალიან დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი".

იმ წიგნების ნუსხა, რომლის მიღება მაკულატურის სანაცვლოდ არის შესაძლებელი, საკმაოდ ვრცელია. მაგალითად, სულ რაღაც 6 კილოგრამი მეორეული ქაღალდის ჩაბარებით თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბიბლიოთეკა "ქართული პროზის საგანძურით" შეავსოთ, ხოლო "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულისთვის კი 250 კილოგრამი მაკულატურის ჩაბარება დაგჭირდებათ. თუმცა, თუ თქვენი მაკულატურა 500 კილოგრამს აჭარბებს "პალიტრა L"-ის შესაბამისი სამსახური თავად მოახდენს მის ტრანსპორტირებას. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 219-60-53; 219-60-13

გთავაზობთ წიგნების ნუსხას და მათ მისაღებად საჭირო მაკულატურის რაოდენობას:

დეტექტივების 32 ტომი. თითო ტომი 5 კგ

"დიდი მხატვრების" სერიის 5 ტომი. თითო ტომი 29 კგ

"ქართული პროზის საგანძურის" 14 ტომი. თითო ტომი 6 კგ

სერია "ჩემი რჩეული", გალაკტიონ ტაბიძის ხუთტომეული. თითო ტომი 18 კგ

სერია "ჩემი რჩეული", ოტია იოსელიანის ექვსტომეული. თითო ტომი 18 კგ

სერია "ჩემი რჩეული", რჩეულიშვილის ექვსტომეული. თითო ტომი 18 კგ

სერია "ეს სამყაროას" 6 ტომი. თითო ტომი 25 კგ

სერია "სწრაფი და გემრიელის" 5 ტომი. თითო ტომი 15 კგ

"ჩემი საყვარელი ზღაპრების" 4 ტომი. თითო ტომი 12 კგ

"გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიების" 17 ტომი. თითო ტომი 6 კგ

"გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, დიდი ქართველების" 45 ტომი. თითო ტომი

6 კგ

"დავით აღმაშენებლის" რვატომეული. თითო ტომი 8 კგ

"მსოფლიო კულინარიის შედევრების" 6 ტომი. თითო ტომი 15 კგ

"ახალი ქართული ლიტერატურის" 12 ტომი. თითო ტომი 7 კგ

ჟურნალ "...და ქალის" ბიბლიოთეკის 8 წიგნი. თითო ტომი 5 კგ

"დიდ კინოდ ქცეული წიგნების" 2 ტომი. თითო ტომი 5 კგ

ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ილუსტრაციებით). 25 კგ

"როგორ ვწეროთ მოთხრობები", 20 კგ

"თქვი სიმართლე". 10 კგ

"იყავი ყურადღებიანი". 10 კგ

"ჩიტები უხმობენ მზეს". 14 კგ

"ჭორიკანა მელა". 14 კგ

"გაზაფხული". 14 კგ

მარკო პოლოს "უჩვეულო თავგადასავალი".  10 კგ

"ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი". 10 კგ

"თუთიყუში ჟაკოს თავგადასავალი". 24 კგ

"ტკბილეული პატარებისთვის". 40 კგ

"კენგურუ ბასტერი". 12 კგ

"სპლიყვი ლიზი".  12 კგ

"შეეხე და შეიგრძენი, გეხუტები". 11 კგ

"ზვიგენი, რომელსაც სიღრმის ეშინია".  12 კგ

"ჟირაფი, რომელსაც სიმაღლის ეშინია". 12 კგ

"გახდი კინორეჟისორი". 50 კგ

"თამაშები გარეთ". 10 კგ

"თამაშები შინ". 10 კგ

"რა არის ფული?" 9 კგ

"მოძრავი 3D ციფრები" (ქართულად). 45 კგ

"ვეფხისტყაოსანი 3D"(ქართულად). 125 კგ

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია". 150 კგ

"საქართველოს ისტორია" 4-ტომეული. 250 კგ