კახი კალაძე: "ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით. ბათუმი" - კვირის პალიტრა

კახი კალაძე: "ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით. ბათუმი"

"ქართული ოცნების" მაისურით ფოტო ვალერი მელაძემ კახი კალაძესთან ერთად ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გადაიღო. კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ეს ფოტო სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" კახი კალაძის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა წარწერით: "ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით. ბათუმი".

ვალერი მელაძის კონცერტი ბათუმის პიაცაზე 2 აგვისტოს გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე მელაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ "ქართული ოცნების" მაისურში კახი კალაძის პატივსაცემად გამოეწყო:

"კახი კალაძე ჩემი მეგობარია და დიდ პატივს ვცემ. ჩვენი ფოტოსურათი პოლიტიკური აქცია არ არის. არ მინდა, ეს ვინმემ პოლიტიკურ კონტექსტში განიხილოს. საერთოდ, მუსიკა და პოლიტიკა შეუთავსებელია, თანაც პოლიტიკის ბევრი არაფერი მესმის"

კონცერტს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. პრეზიდენტის დაცვის წევრებმა გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტ მანანა ქველიაშვილს პრეზიდენტისა და ვალერი მელაძის ფოტოების წაშლა აიძულეს. ჟურნალისტი ფოტოებს კონცერტის დაწყებამდე იღებდა, როცა სააკაშვილი და მელაძე ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ამ საუბრის ჩაწერა ვერც სხვა ჟურნალისტებმა მოახერხეს.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

- ვალერი მელაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი?!

- ვალერი მელაძემ კახი კალაძესთან გადაღებული ფოტოების გამო კომენტარი გააკეთა

- "ყვავილების ქვეყანა" და ქართული სადღეგრძელო - ვალერი მელაძის კონცერტი ბათუმში