ფინანსური ტერორი თავისუფელი სიტყვის წინააღმდეგ! - კვირის პალიტრა

ფინანსური ტერორი თავისუფელი სიტყვის წინააღმდეგ!

სააკაშვილის ხელისუფლებამ მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ხერხს მიმართა! ესაა ფინანსური დაჯარიმების გზით თავისუფალი მედიის განადგურება!!!

"ალია ჰოლდინგის" გამოცემების "ალიასა" და "კვირის ქრონიკის" სასამართლო გზით 50 ათასი ლარით დაჯარიმება სწორედ ამის ნათელი მაგალითია!

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 9 მარტის გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიები მხოლოდ რესპონდენტების ნათქვამზე იყო დაყრდნობილი და არც ერთი განცხადების ავტორი არ არის ჟურნალისტი.

"შპს "ალია ჰოლდინგმა" (და ჟურნალისტმა დ. ჩუბინიძემ) სტატიების გამოქვეყნებით დაიცვეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დანაწესი გამოხატვის თავისუფლების უფლების შესახებ. უშუალოდ მოპასუხის (ან ჟურნალისტის) რაიმე ქმედებით მოსარჩელე ოთარ კობერიძეს არ დარღვევია კანონით დაცული რომელიმე უფლება და ამის შედეგად არ მიყენებია მას რაიმე სახის ზიანი".

სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ რესპონდენტის ნათქვამზე პასუხი უნდა აგოს გაზეთმა და "ალია ჰოლდინგს" დააკისრა ჯარიმა - 50 ათასი ლარი.

ამ თანხის გადახდა არა თუ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის ჰოლდინგს, არამედ გაზეთები "ალია" და "კვირის ქრონიკა" საერთოდ შეწყვეტენ არსებობას!

ეს გახლდათ თავისუფალი მედიის ამ მეთოდით დასჯის პირველი პრეცენდენტი!!!

ამ პრეცენდენტის დაშვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ დააჯარიმონ ნებისმიერი დამოუკიდებელი გამოცემა ან ტელევიზია, რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან გამონათქვამის გამო!!!

ეს არის ბრძოლა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის არსებობას!

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის"