"თქვენთან ერთად ვლოცულობთ მშვიდობისათვის" - კვირის პალიტრა

"თქვენთან ერთად ვლოცულობთ მშვიდობისათვის"

ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონების ოჯახი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"გვინდა, გავიზიაროთ ბოლო წლებში საქართველოს ციხეებში ნაწამები ადამიანების ტკივილი. ქართულ ციხეებში პატიმრების წამება ანარეკლია იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წლიდან"

სამეფო გვარის წარმომადგენლების თქმით, მათ პირადად გადაიტანეს რეპრესიები ხელისუფლების მხრიდან და იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სამშობლო.

"რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩემი შვილი რეპრესიების გამო ემიგრაციაში დაიბადა, ისევე როგორც, ჩემი წინაპრები, მაგრამ მაშინ ბოლშევიკები იყვნენ...

...იყო ქართველი, არ ნიშნავს, აიტანო დამცირება და შეურაცხყოფა, მით უმეტეს  ხელისუფლების მხრიდან... ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ გრძნობები, ემოციები და ვიპოვოთ გზები, რათა მშვიდად მივიდეთ 1-ელ ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებზე და ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს და შეუქმნის ღირსეული ცხოვრების პირობებს.

თქვენთან ერთად ვლოცულობთ მშვიდობისათვის და სამშობლოში მალე დაბრუნებისათვის", - აცხადებენ ბაგრატიონები.

"ინტერპრესნიუსი"