შერმადინი ბერძნულ "ჯეოსტარში" - კვირის პალიტრა

შერმადინი ბერძნულ "ჯეოსტარში"

მომღერალი ნინი შერმადინი რამდენიმე თვეა, მეუღლესთან, ვაჟა ციცაგთან ერთად საბერძნეთში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ნინიმ ბერძნულ მუსიკალურ ტელეპროექტში სცადა ბედი, შესარჩევი ტური გაიარა და ახლა უკვე პროექტ "იქს-ფაქტორის" მონაწილეა. ამ პროექტს, რომელიც "ჯეოსტარს" ჰგავს, რამდენიმე ბერძნული არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია. რამდენიმე წლის წინ "იქს-ფაქტორში" თამთა გოდუაძე მონაწილეობდა, რომელმაც საბერძნეთში პოპულარობა მოიხვეჭა. იმედია, ნინი შერმადინიც მიაღწევს წარმატებას. ამაში კი მას უკვე ვარსკვლავი თამთა გოდუაძეც დაეხმარება.

მიშო ხეცოიძე