დათო კიკალიშვილი ინტერნეტტელევიზიას ხსნის?! - კვირის პალიტრა

დათო კიკალიშვილი ინტერნეტტელევიზიას ხსნის?!

ამბობენ,  ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი P.S.-ის წამყვანობას არ სჯერდება და ინტერნეტტელევიზიის გახსნას გეგმავს. სწორედ ამის გამო უშვებენ P.S.-ის ჟურნალისტებს სასწავლებლად საზღვარგარეთო.

- დათო, მართალია, რომ ინტერნეტტელევიზიის გახსნას გეგმავთ?

- მინდა, ჩემი გადაცემის ინტერნეტგვერდი გავაკეთო. ამ გვერდზე P.S.-ის სიუჟეტები განთავსდება.

- ამიტომ გაუშვით თანამშრომლები საზღვარგარეთ სასწავლებლად?

- დიახ. ნატა ამაღლობელი ერთი თვით გავუშვით ჰოლანდიაში, ინტერნეტტელევიზიის მუშაობის ასპექტებს რომ დაეუფლოს. ის იქნება, როგორც  P.S.-ის, ასევე მთელი "რუსთავი 2"-ის საიტის ხელმძღვანელი.

ესაუბრა

სოფო ყარალაშვილი