ფეხბურთის ბილეთი და დაუვიწყარი "ჩექმებიანი" კაცი... - კვირის პალიტრა

ფეხბურთის ბილეთი და დაუვიწყარი "ჩექმებიანი" კაცი...

კახი კავსაძე: ”ხშირად მივდიოდი დეიდაჩემთან ზემელზე, გაბაშვილის ქუჩაზე. ვიწრო ქუჩა იყო და ბავშვები ხშირად ვთამაშობდით. იქვე  სულ ერთ ყმაწვილს ვხედავდი, ლეო სალაყაია, ჩემზე ასე, 10 წლით უფროსი იქნებოდა. შავი ჩექმა ეცვა ხოლმე. ერთხელ თბილისის "დინამო" მოსკოვის "დინამოს" ხვდებოდა. მთელი ქუჩა სტადიონზე წავედით. წყვეტაა ბილეთებზე. ლეოს მოვკარით თვალი. ეტყობა, ზედმეტი ბილეთები ჰქონდა. ამოიღო ჯიბიდან და სრულიად უცხო ადამიანებს დაურიგა. გავგიჟდი, ისე მომეწონა მისი საქციელი. ეს შემთხვევა  მუდამ მემახსოვრება, სანამ ცოცხალი ვარ, მან ხომ ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. მას შემდეგ სულ მინდა, თუ რამე ზედმეტი მაქვს, გავაჩუქო.”

იხილეთ ვრცლად