"დისქავერი" - აღმოაჩინე, შეიცანი და შეაგროვე - კვირის პალიტრა

"დისქავერი" - აღმოაჩინე, შეიცანი და შეაგროვე

ყურადღება! "დისქავერის" ყუთის შეძენა ამ სერიის ბოლოსაც  იქნება შესაძლებელი

"პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული დიდი საყმაწვილო ენციკლოპედია "დისქავერის" უკვე მეოთხე წიგნი გამოდის და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ მკითხველმა ის დიდი ინტერესით მიიღო. ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული ყველაზე ცნობილი და საინტერესო ფაქტების კრებულის სრული ტირაჟი გაიყიდა და მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით დამატებითი ტირაჟის დაბეჭდვა გახდა საჭირო.

წიგნების შეძენის მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ენციკლოპედიის ყველა წიგნის შესაგროვებლად განკუთვნილი ყუთების დროებითი დეფიციტი წარმოიქმნა, მაგრამ გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ეს პრობლემა ენციკლოპედიის ამ სერიის ბოლო, მე-16 წიგნის გამოცემასთან ერთად აღმოიფხვრება. შესაბამისად, ვინც ყუთის შეძენა ენციკლოპედიის პირველ ნაწილთან ერთად ვერ შეძლო, ამას I ტომის ბოლო წიგნების გამოსვლისას მოახერხებს. ამიტომ ყველაზე ილუსტრირებული და საინტერესო ენციკლოპედიის შეგროვება აუცილებლად უნდა განაგრძოთ და შემდეგ 16-ივე ნაწილს ერთად მოათავსებთ ამ ტომის შეფერილობის ყუთში.

მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს დიდი საყმაწვილო ენციკლოპედია, გეტყვით, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო და იდუმალი მოვლენების კრებული. ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი მეცნიერების, კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის სფეროდან და თანამედროვე რეალობიდან ერთ გამოცემაშია თავმოყრილი და გამდიდრებულია ილუსტრაციებით. "დისქავერი" - ეს არის ფაქტობრივად მთელი სამყარო ყველა რაკურსით ერთ გამოცემაში. ამ ენციკლოპედიის საშუალებით მოზარდი მისთვის აუცილებელ მრავალმხრივ ცოდნას მიიღებს, რომელიც დაეხმარება განვითარებასა და წინსვლაში. ენციკლოპედიის ყოველი ახალი ფურცელი, ფაქტობრივად, თქვენი "დისქავერი" - აღმოჩენაა.

ენციკლოპედიაში გადმოცემულ ყველა ამბავს, საინტერესო ფაქტს, რომელიც ლაკონურად, მაგრამ ძალიან ნათლად, გასაგებ ენაზეა გადმოცემული, დართული აქვს ინტერნეტბმული, სადაც მკითხველს დამატებითი, ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლია კონკრეტული მოვლენის შესახებ.

დიდი საყმაწვილო ენციკლოპედია ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოდის, ამიტომ, ვისაც ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება სურს, შეუძლია ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ამბებს ინგლისურად გაეცნოს. აღსანიშნავია, რომ ენციკლოპედიის ყოველ ტომს თან ახლავს ლექსიკონი და მდიდარია საინტერესო ისტორიებით, რაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ ფაქტს, მოვლენას, პიროვნებას თუ აღმოჩენას. მაგალითად, თუ ენციკლოპედიის კონკრეტულ გამოცემაში სამედიცინო აპარატურის შესახებ წერია, აქვეა ისტორიული ცნობები, თუ რატომ შეიქმნა, როგორ აიწყო ის და რა სახის ოპერაციებს აკეთებენ აღნიშნული ხელსაწყოთი ექიმები. ასე რომ, იმას, რასაც "დისქავერში" აღმოაჩენთ, ყველგან ნამდვილად ვერ წაიკითხავთ.

დიდი საყმაწვილო ენციკლოპედიის ოთხი ტომი ოთხი განსხვავებული ფერის ყუთში იქნება მოთავსებული და თითოეულ ყუთში 16 წიგნი მოიყრის თავს. ენციკლოპედიის ყოველი ახალი გამოცემა, რომლის ფასი 2 ლარია, კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს გამოდის და მისი შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებლებთან.